შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2016 15:56
მიღების თარიღი მარტი 10, 2016
შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015), ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით.
გადაწყვეტილების შესაბამისად საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2016 წლის 9 თებერვალს 13:00 საათზე. 2016 წლის 9 თებერვალს კომისიამ მიიღო N 71/19 გადაწყვეტილება შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 10 მარტი 18:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ (დ.გოგიჩაიშვილი) წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „კავკასუს ონლაინისგან“ და შპს „მობიტელისგან“ კომისიის მიერ გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მათ შორის, კომისიამ 2016 წლის 11 იანვრის N08/75-16 წერილით შპს „კავკასუს ონლაინს“ და შპს „მობიტელს“ მოსთხოვა კონსოლიდირებული ფინანსური მონაცემების წარმოდგენა, კერძოდ შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისების გაერთიანება. ამასთან, კონსოლიდირებული მონაცემები უნდა მოიცავდეს კომპანიების, როგორც დღეს არსებულ ფინანსურ მგომარეობას ასევე შემდეგი 5 წლის საპროგნოზო ფინანსურ მონაცემებს. სამომავლო პროგნოზები და გეგმები სხვა მონაცემებთან ერთად უნდა ითვალიწინებდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ გაყოფამდე არსებული (გადმოყოლილი) ვალდებულებების დაფარვის გეგმას, ლიცენზიით ნაკისრი საინვესტიციო და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებას და შპს „კავკასუს ონლაინის“ შესაძენად აღებული სესხის დაფარვის გრაფიკს. პროგნოზირებად ფინანსურ უწყისებში გამოყენებული დაშვებები გამყარებული უნდა იყოს დასაბუთებული მსჯელობებით, ხელშეკრულებებით და სხვა დოკუმენტებით. კონსოლიდირებული ანგარიშგების უწყისები უნდა ითვალსწინებდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მხოლოდ იმ საოპერაციო ნაწილს, რომლის შეძენაც განზრახული აქვს შპს „მობიტელს“.
შპს „მობიტელის“ 2016 წლის 28 იანვრის N112/16 წერილით წარმოდგენილი კომპანიების კონსლიდირებული მონაცემები არ ითვალისწინებს შპს „კავკასუს ონლაინის“ გაყოფამდე არსებული (გადმოყოლილი) ვალდებულებების დაფარვის გეგმას და შპს „კავკასუს ონლაინის“ შესაძენად აღებული სესხის დაფარვის გრაფიკს.
კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა განცხადა, რომ შპს „მობიტელის“ საწესდებო კაპიტალი გაიზრდებოდა იმ მოცულობით, რაც საჭიროა შპს „კავკასუს ონლაინის“ გაყოფამდე არსებული (გადმოყოლილი) ვალდებულებების დასაფარად და შპს „კავკასუს ონლაინის“ შესაძენად. ამასთან, მან კომისიის სხდომაზე ვერ წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია შპს „მობიტელის“ აქციონერების გეგმების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ინფორაცია შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ შეძენის დაფინანსების სქემის თაობაზე კომისიაში მანამდე არ იყო წარმოდგენლი, ამიტომ კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს „მობიტელს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ შეძენის დაფინანსების სქემის დაკონკრეტების მიზნით კომისიაში დამატებითი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმეტაცია უნდა წარმოედგინა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ, კომისიის მიერ მათგან გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენაზეა დამოკიდებული შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმით ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენაციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში ჩატარება, ამიტომ კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის 2016 წლის 9 თებერვლის N71/19 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 25 მარტი, 15:00 საათი და ამ მიზნით ცვლილების შეტანა კომისიის 2016 წლის 5 იანვრის N 07/23 გადაწყვეტილებაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. კომისიის 2016 წლის 5 იანვრის N07/23 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 25 მარტს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18)“;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
