წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 164 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2016 16:07

მიღების თარიღი მარტი 15, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 15 მარტის №19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. კომისიის 2016 წლის 15 მარტის №19 სხდომის დღის წესრიგს დაემატოს 2 (ორი) საკითხი:

ა) ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭესთვის” ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) შპს „ტვ-სტილისთვის” ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ  (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2016 წლის 15 მარტის №19 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 19 სხდომის დღის  წესრიგი

 

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 15 მარტი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. ააიპ “კავშირი სამხრეთის კარიბჭესთვის” ქ. ახალციხეში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3.  შპს „ტვ-სტილისთვის” ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ  (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
  4. შპს ტელეკომპანია „მაესტროს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების და კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს N501/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; თანამომხსენებლები: ი.ვერძეული - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.; ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები