წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 168 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2016 16:09

მიღების თარიღი მარტი 17, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 17 მარტის №20 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 17 მარტის №20 სხდომის დღის წესრიგში, 2016 წლის 15 მარტის N19 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; თანამომხსენებლები: ი.ვერძეული - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.; ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2016 წლის 17 მარტის №20 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 20 სხდომის დღის წესრიგი

 

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 17 მარტი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 მაისის №227/22 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. საქართველოში იაპონიის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „იუნაითედ თრანსფორთ გრუფისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. შპს ”ფორტუნასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. სს „საქართველოს რკინიგზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს ”ფოთი-სერვისისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. შპს “ჯორჯიან მანგანეზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური
    დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. ინდ. მეწარმე ”გურამ სამადაშვილისთვის”  სიხშირეების მინიჭების  გაუქმებისა  და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს  № 481/7  გადაწყვეტილების  ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. ინდ. მეწარმე ”დავით თურმანიძისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ     (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);  
  12. სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დავით ნოზაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს ,,ინტელ ფონისთვის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  14. შპს „ტელეკომპანია კავკასიისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  15. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  16. შპს „სამაუწყებლო სახლისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  17. ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  18. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; თანამომხსენებლები: ი.ვერძეული - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.; ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები