საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის № 227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2016 15:54
მიღების თარიღი მარტი 17, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის № 227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების 13 პუნქტის შესაბამისად, კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე, ხოლო ამავე დადგენილების 14 პუნქტის თანახმად, განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს, ყოველწლიურად საჯარო გაცნობისათვის, აქვეყნებს საკუთარ ვებ–გვერდზე.
მარნეულის და გორის მუნიციპალიტეტებში სათემო რადიომაუწყებლობის განსახორციელებლად ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნამ წარმოშვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №227/22 გადაწყვეტილების დანართში ცვლილების შეტანის საჭიროება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება 87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ კომისიის 2015 წლის 30 აპრილის N 227/22 გადაწყვეტილებაში, და ამ გადაწყვეტილების დანართში№1 განსაზღვრული:
ა) მე-200 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
|
200 |
96.9 |
მარნეული |
ქვემო ქართლი |
სათემო მაწყებლობა |
ბ) 208 -ე სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
|
208 |
97.8 |
გორი |
შიდა ქართლი |
სათემო მაწყებლობა |
2. პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცვლილება ასახულ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
