სს „საქართველოს რკინიგზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2016 12:26
მიღების თარიღი მარტი 17, 2016
სს „საქართველოს რკინიგზისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს რკინიგზამ” (რეგისტრირებული ჩუღურეთის რ-ის სასამართლოს მიერ, რეგ. №03/4-965; ს. კ. №202886010) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 7/1209-16, 09.02.16) ოცდაექვსი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”საქართველოს რკინიგზის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს რკინიგზას” წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (13000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მიეცეს სს „საქართველოს რკინიგზას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1284 ნებართვა და მიენიჭოს სიხშირეები დანართი 1-ში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების მიხედვით (თითოეული ზოლის სიგანით 25), ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
- სს „საქართველოს რკინიგზის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
- აღირიცხოს სს „საქართველოს რკინიგზისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
- წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით, დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს მონიტორინგის განხორციელება;
- დაევალოს სს „საქართველოს რკინიგზას”, გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
- საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „საქართველოს რკინიგზისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
- დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს რკინიგზისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის N 174/7 გადაწყვეტილების დანართი 1
სამუშაო სიხშირეები და მოქმედების ზონა
|
№ |
სიხშირე |
მოქმედების ზონა |
|
1 |
156.750 მჰც |
ქ. თბილისი |
|
2 |
150.425 მჰც |
ქ. მარნეული (სოფ. მარაბდა) |
|
3 |
156.425 მჰც |
ქ. მარნეული (სოფ. მარაბდა) |
|
4 |
169.575 მჰც |
ქ. ხაშური |
|
5 |
152.500 მჰც |
ქ. გარდაბანი, ქ. ბათუმი, დედოფლისწყარო |
|
6 |
151.775 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
7 |
151.825 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
8 |
151.875 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
9 |
152.150 მჰც |
ქ. კასპი |
|
10 |
152.200 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
11 |
152.300 მჰც |
დასავლეთ საქართველოს ტერიტორია |
|
12 |
152.400 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
13 |
152.625 მჰც |
ქ. გარდაბანი |
|
14 |
152,450 მჰც |
ქ. გორი |
|
15 |
152.900 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
16 |
152.950 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
17 |
153.000 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
18 |
153.050 მჰც |
ქ. გარდაბანი |
|
19 |
153.100 მჰც |
ქ. თბილისი |
|
20 |
153.900 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
21 |
153.950 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
22 |
154.000 მჰც |
საქართველოს ტერიტორია |
|
23 |
155.200 მჰც |
ქ. ხაშური და ქ. ზესტაფონი |
|
24 |
155.300 მჰც |
ქ. თბილისი |
|
25 |
155.400 მჰც |
ქ. თბილისი |
|
26 |
2130 კჰც |
საქართველოს ტერიტორია |
