ინდ. მეწარმე ”გურამ სამადაშვილისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს № 481/7 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2016 13:46
მიღების თარიღი მარტი 17, 2016
ინდ. მეწარმე ”გურამ სამადაშვილისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს № 481/7 გადაწყვეტილების
ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ”გურამ სამადაშვილმა” (რეგისტრირებული საჯარო რეესტრის მიერ, ს.კ.№59001031482) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/1932-16, 25.02.16) ქ. გორში 163.750 მჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს №481/7 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- კომისიის 2015 წლის 13 აგვისტოს № 481/7 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს ინდ. მეწარმე ”გურამ სამადაშვილისთვის“ ქ. გორში 163.750 მჰც სიხშირის მინიჭება;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე ”გურამ სამადაშვილისთვის“ ჩაბარებისთანავე.
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
