წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 187 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2016 11:19

მიღების თარიღი მარტი 24, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 24 მარტის №21 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 24 მარტის №21 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს „იუ ტივის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) შპს ”მაგთიკომისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2016 წლის 24 მარტის №21 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 21 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 24 მარტი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №21 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. უცხოური საწარმოს ფილიალი ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შაგვულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს ”მიგისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შაგვულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. შპს ”სითი-ტაქსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შაგვულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს.შაგვულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს “ულტრანეტის“ (ს/კ 421267809)  წილის 100%-ის ფიზიკურ პირ მერაბ ხმელიძის (პ/ნ 60001114893) მიერ  შეძენაზე  თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. შპს „IVERIA SAT ივერია სატ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  8. შპს „გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  9. შპს „იუ ტივის” მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
  10. შპს ”მაგთიკომისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები