წვდომის მენიუ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 191 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2016 13:23

მიღების თარიღი მარტი 24, 2016

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“  განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2016 წლის 27 იანვარს კომისიას მიმართა განცხადებით 318-17-2-201601221650, (რეგისტრირებული №შ-7/833-16,27.01.16), საქართველოს ტერიტორიაზე განცხადებაში აღნიშნული ენერგოობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველყოფისთვის სიხშირეების მინიჭების საჭიროების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირს, რომელის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო    მოსაკრებელი,    რომელიც ერთ სიხშირეზე    შეადგენს  500    ლარს  და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რაც  კომისიამ,  2016 წლის 18 თებერვალს წერილით №06/583-16 აცნობა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“  და ამავე წერილით მიაწოდა საბანკო რეკვიზიტების მონაცემები, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისთვის.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო   მოსაკრებლის   5000 ლარის  (500  ლარი  1  სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი №06/583-16, 18.02.16წ., რომელიც ჩაბარდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“  22.02.2016  წელს).

კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი (სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი)  არ წარმოუდგენია.

კომისია   აღნიშნავს, რომ   საქართველოს  ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე  მუხლის მე-5 ნაწილის   შესაბამისად,  თუ  დადგენილ   ვადაში   განმცხადებელი  არ  წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება (რეგისტრირებული №შ-7/833-16,27.01.16),  სიხშირეების მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6)  სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;   

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“  ჩაბარებისთანავე. 

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

   კომისიის    თავმჯდომარე                                   ვ.აბაშიძე                                                                  

   კომისიის    წევრი                                                   ე.ასანიძე

   კომისიის    წევრი                                                   გ.ფრუიძე    

   კომისიის    წევრი                                                   მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები