წვდომის მენიუ

შპს “ულტრანეტის“ (ს/კ 421267809) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ მერაბ ხმელიძის (პ/ნ 60001114893) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 192 / 11

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2016 13:27

მიღების თარიღი მარტი 24, 2016

შპსულტრანეტის“ (/ 421267809)  წილის 100%-ის ფიზიკურ პირ მერაბ ხმელიძის (/ 60001114893) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2016 წლის 4 მარტს წერილით მიმართა ავტორიზებულმა პირმა - შპს “ულტრანეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/2122-16 04.03.2016), შპს “ულტრანეტის“ (ს/კ 421267809)  წილის 100%-ის ფიზიკურ პირ მერაბ ხმელიძის (პ/ნ 60001114893) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ულტრანეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

WiFi

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ულტრანეტის“  მიერ 2016 წლის 4 მარტის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2122-16 04.03.2016) კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- შპს “ულტრანეტის“  საქმიანობის სახე და რეგისტრაციის მონაცემები;

- ინფორმაცია შპს “ულტრანეტის“ შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ულტრანეტის“ აბონენტთა ოდენობის შესახებ;

- ინფორმაცია წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის  თანახმად, შპს “ულტრანეტის“ წილის 100%-ის მფლობელია სალომე ამაღლობელი. შპს “ულტრანეტის“ დირექტორია მერაბ ხმელიძე. 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ულტრანეტის“, ასევე შპს “ულტრანეტის“ წილის 100% წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის მერაბ ხმელიძის (პ/ნ 60001114893) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ დგინდება.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ულტრანეტი“ ახორციელებს ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებას Wi-Fi ტექნოლოგიის გამოყენებით ბაღდათის, ვანის, წყალტუბოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ ქუთაისში.

შპს “ულტრანეტის“  მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრის თვის ჩათვლით შეადგინა: ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 275 ლარი (ხვედრითი წილი - 0,06%), ვანის მუნიციპალიტეტში - 6090 ლარი (ხვედრითი წილი - 1,58%), წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 5375 ლარი (ხვედრითი წილი - 0,52%), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 26190 ლარი (ხვედრითი წილი - 2,9%), ქალაქ ქუთაისში - 22990 ლარი (ხვედრითი წილი - 0,3%).

შპს “ულტრანეტის“ აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით  შეადგინა: ბაღდათის მუნიციპალიტეტში - 0 აბონენტი, ვანის მუნიციპალიტეტში - 0 აბონენტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 2 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,05%),, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - 0 აბონენტი, ქალაქ ქუთაისში - 3 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,01%),.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ულტრანეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ მერაბ ხმელიძის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ულტრანეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ მერაბ ხმელიძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა ავტორიზებულ პირს - შპს “ულტრანეტს“, შპს “ულტრანეტის“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ მერაბ ხმელიძის მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “ულტრანეტის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ულტრანეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                             მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები