შპს ,,გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2016 16:54
მიღების თარიღი მარტი 24, 2016
შპს ,,გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებასა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა და პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ავტორიზაციის პირობების დარღვევა.
2016 წლის 29 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 29 იანვრის №10/942-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან ერთად, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ მთელი რიგი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაცია, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე კომისიამ შპს ,,გორდა“ ორჯერ გააფრთხილა წერილობით (№01/1355-15. 13.07.2016; №01/2015-15. 23.09.2016) და მისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, კომპანიას დღემდე არ შეუსრულებია კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და კომისიის მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 14 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის, კერძოდ, ამ კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული და კომისიის მიერ მისგან გამოთხოვილი ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 24 მარტს, რის თაობაზეც შპს ,,გორდას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება შპს „გორდას“ 2016 წლის 15 მარტს ჩაბარდა.
2016 წლის 24 მარტის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გორდას“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას გაეგზვნა კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე. შპს „გორდას“ შეტყობინება 2016 წლის 15 მარტს ჩაბარდა რაც კომპანიის წარმომადგენლის მ. ავალიშვილის ხელმოწერით დასტურდება. კომისიის მიერ დაცული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კომპანიის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2016 წლის 24 მარტის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისმტა მ. ქადეიშვილმა დაადასტურა, რომ შპს „გორდას“ საკითხის განხილვის მომენტისათვის არ ჰქონდა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია.
2016 წლის 24 მარტის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 29 იანვრის №შ-10/942-16 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის 2015 წლის 13 ივლისის №01/1355-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,გორდასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026759728), წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ;
3. კომისიის 2015 წლის 23 სექტემბრის №01/2015-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,გორდასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026751472), წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,გორდას“ შესახებ;
5. 2016 წლის 24 მარტს დანიშნული კომისიის სხდომის თაობაზე შეტყობინების შპს ,,გორდასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP01000418502);
6. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (მ. ქადეიშვილი) მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,გორდა“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-216; ავტორიზაციის თარიღი: 27.12.2012. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა);
2. 2015 წლის 17 ივნისს, ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (15.06.2015. სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რომლის თანახმად, 451 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;
გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;
ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია;
3. 2015 წლის 13 ივლისს, კომისიამ წერილობით (№01/1355-15) აცნობა შპს ,,გორდას“ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე და სთხოვა 2015 წლის 29 ივლისამდე კომისიაში წარმოედგინა შემდეგი ინფორმაცია:
1. მაუწყებლობის ენა/ენები;
2. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:
ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შესაბამისი მულტიპლექსის მითითებით);
ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);
გ) ინტერნეტი (საქართველო);
დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველოს ან საქართველოს ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების - თვითმმართველი ქალაქები ან/და მუნიციპალიტეტების მითითებით);
3. მაუწყებლობის დაწყების ვადა (გავრცელების ტექნოლოგიის მითითებით);
4. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა (გავრცელების ტექნოლოგიის მითითებით)
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი: ა) ღია (უფასო); ბ) ფასიანი.
თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები: ა) უფასო; ბ) ფასიანი
ინტერნეტი: ა) უფასო; ბ) ფასიანი
მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: ა) უფასო; ბ) ფასიანი (იმ შემთხვევაში, როცა ტრანზიტული ოპერატორისთვის მაუწყებლის კონტენტი არის ფასიანი)
5. საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
6. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
7. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;
8. ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
9. ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
10. ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
11. ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი№3).
მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი№2);
სამაუწყებლო არხის ბრენდული სახელწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომისიის 2015 წლის 13 ივლისის №01/1355-15 წერილი შპს ,,გორდას“ ჩაბარდა 2015 წლის 14 ივლისს;
4. 2015 წლის 23 სექტემბერს, კომისიამ წერილობით (№01/2015-15) განმეორებით აცნობა შპს ,,გორდას" ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე და სთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხ. ფაქტობრივი გარემოებების პუნქტი 3). აღნიშნული წერილი შპს ,,გორდას“ ჩაბარდა 2015 წლის 28 სექტემბერს;
5. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „გორდას“ კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია;
6. შპს ,,გორდას“ მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევას და შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევისათვის.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.
2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
3. 2015 წლის 17 ივნისს, ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (15.06.2015. სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რომლის თანახმად, 451 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;
გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;
ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;
ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გორდა“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა. ასევე, კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, შპს ,,გორდას“ მიერ, კანონით განსაზღვრული და კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის კომისიაში, კანონითა და კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი (15.06.2015. სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან, შპს ,,გორდას“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,გორდა“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომპანიას უნდა განემარტოს, რომ აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას დაეკისრება ჯარიმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, 362 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,გორდას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „გორდას“ 2015 წლის 13 ივლისის N01/1355-15 და 2015 წლის 23 სექტემბრის N01/2015-15 წერილებით გამოთხოვილი ინფორმაციის (1. მაუწყებლობის ენა/ენები; მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი: ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შესაბამისი მულტიპლექსის მითითებით);ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);გ) ინტერნეტი (საქართველო); დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველოს ან საქართველოს ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების - თვითმმართველი ქალაქები ან/და მუნიციპალიტეტების მითითებით); მაუწყებლობის დაწყების ვადა (გავრცელების ტექნოლოგიის მითითებით); მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა (გავრცელების ტექნოლოგიის მითითებით) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი: ა) ღია (უფასო); ბ) ფასიანი.
თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები: ა) უფასო; ბ) ფასიანი; ინტერნეტი: ა) უფასო; ბ) ფასიანი; მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: ა) უფასო; ბ) ფასიანი (იმ შემთხვევაში, როცა ტრანზიტული ოპერატორისთვის მაუწყებლის კონტენტი არის ფასიანი; საქმიანობის მოკლე აღწერილობა; განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია; განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა; ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ; სამაუწყებლო არხის ბრენდული სახელწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) კომისიაში 10 სამუშაო დღეში წარმოდგენა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,გორდასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,გორდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,გორდასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „გორდასათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
