შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2016 16:43
მიღების თარიღი მარტი 25, 2016
შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 16 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის Nშ-10/2414-16 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ 2016 წლის 15 მარტს შედგენილი შემოწმების აქტი N5 თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის ნინო ბერიაშვილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შპს „TECHNOMAX LLP“-ის აბონენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება და აბონენტის გადახდის ქვითარი). მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის N10/2414-16 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 15 მარტს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N5. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44 შპს „TECHNOMAX LLP“-ს აბონენტთან (აბონენტის N2877XXX) ნინო ბერიაშვილთან.
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის N10/2414-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“–ს მიერ დღემდე არ შეწყვეტილა იმ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი, რომლებიც აღნიშული იყო კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილებაში.
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის N10/2414-16 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“ დღეის მდგომარეობით არამართლზომიერად ახორციელებს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“–ს მიერ არამართლზომიერად ხორციელდება სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს შემოწმების აქტი N5-ის შესაბამისად, 2016 წლის 15 მარტს, შპს „TECHNOMAX LLP“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“,„ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „მარაო“,„GDS“, “TV 11”, „აფხაზეთის ხმა“, „BBB (ბასტი ბუბუ), „ენკი ბენკი“, „რიონი“, „აჭარა“,“TV3”, “ტელეარხი 25”, „ქვემო ქართლი“, „თრიალეთი“, „იბერია“, „TV პირველი“, „საფერავი“, „დრო“, “Silk -უნივერსალი”, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილებით შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიეცა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაევალა სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის Nშ-10/2414-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 21 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 25 მარტს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „TECHNOMAX LLP“-ს ეცნობა შეტყობინებით (შეტყობინების თარიღი: 21.03.2016; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/950-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 21 მარტის N03/950-16 შეტყობინება შპს „TECHNOMAX LLP“-ს ჩაბარდა ხელზე 2016 წლის 22 მარტს (ჩაიბარა: ნანა ტყაბლაძემ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლის ნინო სოსელიას 2016 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/2859-16) განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილება გასაჩივრებული არის სასამართლოში, სარჩელით მოთხოვნილია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება. ნ. სოსელიას განმარტებით, სასამართლოს მიერ აღნიშნული აქტის მოქმედების შეჩერებაზე მსჯელობა ვერ განხორციელდა კომისიის მიზეზით, ჯერ კიდევ გამოუცემელი აქტი მიქცეულ იქნა აღსასრულებლად და სასამართლოს ვერ წარედგინა დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კომისიის მიერ, მათი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა ზემოაღნიშნული აქტი 2016 წლის 23 მარტს, რომელიც გაეგზავნა სასამართლოს, თუმცა გადაწყვეტილება ღონისძიების უზრუნველყოფის თაობაზე ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო შეაჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მისი შესრულება არ ევალება. შესაბამისად, ნ. სოსელიას განმარტებით, მანამ სანამ, სასამართლოს მიერ არ იქნება მიღებული განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, ან გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე, კომისია ვერ იმსჯელებს შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ 25 თებერვლის გადაწყვეტილების შესრულების საკითხზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. სოსელიამ მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება.
კომისიის 2016 წლის 25 მარტის სხდომაზე შპს „TECHNOMAX LLP“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 25 მარტის სხდომაზე განხილულ იქნა შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლის ნინო სოსელიას 2016 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2859-16) განცხადება და აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს შპს „TECHNOMAX LLP“-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კომისია ვერ იმსჯელებს შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილების შესრულების საკითხზე, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების მიღებამდე, მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის განჩინებით N3/1480-16 შპს „TECHNOMAX LLP“-ს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი, რის აღმოსაფხვრელადაც კომპანიას განესაზღვარა 15 დღიანი ვადა. ამასთან, განჩინებაში განმარტებულია, რომ ხარვეზის აღმოფხვრამდე და დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენამდე სასამართლო ვერ იმსჯელებს შპს „TECHNOMAX LLP“-ს მოთხოვნაზე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, ასევე განჩინებაში განმარტებულია, რომ მართალია შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 11 იანვარს იური არტამანოვის სახელზე გაცემული გენერალური მინდობილობა, რომელიც ძალაშია 2017 წლის 16 იანვარმდე, თუმცა აღნიშნული მინდობილობით იური არტამანოვს მინიჭებული არ აქვს შპს „TECHNOMAX LLP“-ს სახელით სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება საერთო სასამართლოებში, რის გამოც მოსარჩელეს დაევალა სათანადო წესით გაფორმებული რწმუნებულებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის წარმოდგენა. შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ სრულად აღმოიფხვრა თუ არა განჩინებით დადგენილი ხარვეზი და სასამართლომ წარმოებაში მიიღო თუ არა კომპანიის სარჩელი. 2016 წლის 25 მარტის მდგომარეობით, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ 2016 წლის 25 მარტის სხდომაზე შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე საკითხის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 25 მარტის N117/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“ ვალდებული იყო დაუყოვნებლივ შეეწყვიტა რიგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კომპანიას ჩაბარდა 2016 წლის 4 მარტს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლის ნინო სოსელიას 2016 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2859-16) განცხადებაში არ არის დასაბუთებული საკითხის განხილვის გადადების აუცილებლობა და არ არის განმარტებული მათი დაუსწრებლობის მიზეზები.
ყოველივე ზემოაღნისნულიდან გამომდინარე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98 მუხლის მე-2 ნაწილის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“-ს უარის ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან კომისიამ მიიჩნია, რომ მხარის მიერ სხდომაზე დაუსწრებლობის საპატიო მიზეზები არ იყო წარმოდგენილი და საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 22 მარტს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის 2016 წლის 25 მარტის სხდომას ესწრებოდა შპს „საქართელოს მედია ქსელის“ წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილება კომისიამ ძალაში შეიყვანა გამოცხადებისთანავე, ხოლო მას შემდეგ გასულია ერთი თვე და შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ ჯერაც არ არის აღსრულებული კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „საქართველოს მედია ქსელს“ ყოველდღიურ რეჟიმში, მიზანმიმართულად ადგება ზიანი, ვინაიდან კომპანია მართლზომიერი კონტენტის გავრცელებისთვის იხდის სოლიდურ თანხას, ხოლო შპს „TECHNOMAX LLP“ დღეის მდგომარეობით განაგრძობს სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ ტრანზიტს.
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (16.03.2016 ;Nშ-10/2414-16) თანდართული დოკუმენტაციით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის ნინო ბერიაშვილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შპს „TECHNOMAX LLP“-ს აბონენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება და აბონენტის გადახდის ქვითარი).;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს 2016 წლის 15 მარტის შემოწმების აქტი N5;
- შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის გაგზავნილი კომისიის 2016 წლის 2 მარტის N03/719-16 წერილი და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- „შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის 2016 წლის 21 მარტის Nშ-10/2740-16 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 23 მარტის Nშ-10/2826-16 სამსახურებრივი ბარათი;
- შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „ახტელს“ შორის 2015 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება;
- ავტორიზებულ პირთა კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „TECHNOMAX LLP“-ს შესახებ;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლის ნინო სოსელიას 2016 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის N შ-6/2859-16) განცხადება;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის განჩინება N3/1480-16;
- შპს „საქართველოს მედია ქსელის“ წარმომადგენლის ნინო ნიჟარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2016 წლის 25 მარტის სხდომაზე;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „TECHNOMAX LLP“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 17.07.2015, ავტორიზებული საქმიანობის სახე - A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ, 2016 წლის 15 მარტს, 17:35 საათზე განხორციელდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს შემოწმება, კომპანიის აბონენტის, მისამართზე ქ. თბილისი, ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N5. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირი: იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის აბონენტი - ნინო ბერიაშვილი;
- აბონენტის 2016 წლის 1 მარტის გადახდის ქვითარში მომსახურების მიმწოდებელ კომპანიად მითითებულია შპს „ახტელი“, ხოლო აბონენტის იდენტიფიცირება ხდება ტელეფონის ნომრით (იხ. გადახდის ქვითარი და აბონენტსა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება N470096); ასევე, აბონენტსა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის 3 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში აბონენტისაგან თანხის ამომღებ პირად მითითებულია შპს „ახტელი“; ასევე, შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „ახტელს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, დასტურდება, რომ შპს „ახტელი“ უზრუნველყოფს შპს „TECHNOMAX LLP“-ს დაშვებას საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციურ რესურსებთან და სიმძლავრეეებთან;
- 2016 წლის 15 მარტის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვს წარმოდგენილი მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”. შესაბამისად, შპს „ახტელის“ საკაბელო ქსელის გამოყენებით შემოწმების შედეგად დაფიქსირებული ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი რეტრანსლირების გაგრძელებით, შპს „TECHNOMAX LLP”-ს მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევას. ამასთან, შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვს აღსრულებული კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად დაევალა ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისთვის ცნობილია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ფარგლებში ბოლო მომხმარებლისათვის, აბონენტებისთვის მიწოდებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 15 მარტის №5 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
- შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2016 წლის 15 მარტის №5 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
- კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილებით შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიეცა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ, დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, კერძოდ, კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილებით შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიეცა გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ გაგრძელდება დენადი ხასიათის დარღვევა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის გ ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 23 მარტის Nშ-10/2826-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „TECHNOMAX LLP“-ს ბოლო 12 კალენდარული თვის (2015 წლის ივლისი - 2016 წლის თებერვალი) შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებია. შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 3,000.00 (სამი ათასი) ლარის გადახდა.
კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TECHNOMAX LLP“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ, მას უნდა დაევალოს სამაუწყებლო არხების: “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”-ის არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „TECHNOMAX LLP“-ს დაეკისროს ჯარიმა 3,000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „TECHNOMAX LLP“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251;
3. უზრუნველყოს შპს „TECHNOMAX LLP“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს „TECHNOMAX LLP“-მ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”-ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
