წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 204 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 04, 2016 13:49

მიღების თარიღი მარტი 31, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 31 მარტის №24 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1 კომისიის 2016 წლის 31 მარტის №24 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 24 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 31 მარტი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს ”იმედისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. სსიპ ”საფინანსო - ანალიტიკური სამსახურისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს ”გიანთი ლოჯისტიკსისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. შპს „Hallbrook Invest”-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. შპს „ლაივ ნეტ“-ის  წილის (ს/კ 406096120) 100%-ის შპს „INTERMEDIARY“-ის (ს/კ 400013748)  მიერ შეძენაზე, ასევე შპს „INTERMEDIARY“-ის და შპს „ლაივ ნეტ“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს „ALTERVISION TV”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  9. ერთი მხრივ, სს „სილქნეტსა“ და მეორე მხრივ შპს „ახტელს“ შორის, ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების საკითხთან დაკავშირებულ დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი); 
  11. შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები