შპს „ლაივ ნეტ“-ის წილის (ს/კ 406096120) 100%-ის შპს „INTERMEDIARY“-ის (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „INTERMEDIARY“-ის და შპს „ლაივ ნეტ“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2016 15:37
მიღების თარიღი მარტი 31, 2016
შპს „ლაივ ნეტ“-ის წილის (ს/კ 406096120) 100%-ის შპს „INTERMEDIARY“-ის (ს/კ 400013748) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „INTERMEDIARY“-ის და შპს „ლაივ ნეტ“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 22 მარტს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს “ლაივ ნეტ“-მა და შპს “INTERMEDIARY“-იმ (კომისიაში რეგისტრაციის №6/2778-16. 22.03.2016) შპს “ლაივ ნეტ“-ის წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “ლაივ ნეტ“-ის შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ლაივ ნეტ“-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “INTERMEDIARY“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “ლაივ ნეტ“-ის მიერ 2016 წლის 22 მარტის ერთობლივი წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2778-16 22.03.2016) წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ორივე კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეა საცალო ინტერნეტ მომსახურება.
შპს “INTERMEDIARY“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ამბროლაურის, ზუგდიდის, ონის, ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქებში: თბილისი, ბათუმი და ფოთი. შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრის თვის ჩათვლით შეადგინა: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - 254 ლარი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 148 ლარი; ონის მუნიციპალიტეტში - 254 ლარი, ტყიბულის მუნიციპალიტეტში - 148 ლარი; ქ. ბათუმში 11 ლარი, ქ. ფოთში 170 ლარი; ქ. თბილისში - 256196 ლარი (ხვედრითი წილი 0,2%); რაც შეეხება აბონენტებს, 2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შპს “INTERMEDIARY“-ის აბონენტები უფიქსირდება მხოლოდ ქ. თბილისში - 850 აბონენტის ოდენობით (ხვედრითი წილი - 0,26%).
შპს “ლაივ ნეტ“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით გურჯაანის, ლაგოდეხის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. შპს “ლაივ ნეტ“-ის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრის თვის ჩათვლით შეადგინა: გურჯაანის მუნიციპალიტეტში 83017 ლარი (ხვედრითი წილი - 6,84%); ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 27268 ლარი (ხვედრითი წილი - 4,12%); სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 677 ლარი (ხვედრითი წილი - 0,12%).
შპს “ლაივ ნეტ“-ის აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგინა: გურჯაანის მუნიციპალიტეტში 299 აბონენტი (ხვედრითი წილი - 6,52%); ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 47 აბონენტი (ხვედრითი წილი - 1,81%); სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი (ხვედრითი წილი - 0,04%).
შპს “ლაივ ნეტ“-ის დირექტორი და წილის 55%-ის მფლობელია ოთარი მაქაძე (პ/ნ 13001011088), ხოლო შპს “ლაივ ნეტ“-ის წილის 45%-ის მფლობელია იაშა ჭელიძე (პ/ნ 01017023214).
შპს “INTERMEDIARY“-ის დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ბესიკი მოსაშვილი (პ/ნ 01011078628).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ლაივ ნეტ“-ის, შპს “ლაივ ნეტ“-ის დირექტორის და წილის 55%-ის მფლობელის ოთარი მაქაძის, შპს “ლაივ ნეტ“-ის წილის 45%-ის მფლობელის იაშა ჭელიძის, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის, შპს “INTERMEDIARY“-ის დირექტორისა და წილის 100%-ის მფლობელის - ბესიკ მოსაშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ლაივ ნეტ“-ის წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ შეძენის, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “ლაივ ნეტ“-ის შერწყმის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ლაივ ნეტ“-ის წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ის და შპს “ლაივ ნეტ“-ის შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
ამასთან, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს განუმარტოს შპს “ლაივ ნეტ“-სა და შპს “INTERMEDIARY“-ის, რომ შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “ლაივ ნეტ“-ის შერწყმის შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული შპს “ლაივ ნეტ“-ის მომსახურებით მოსარგებლე აბონენტების კანონიერი ინტერესები და უზრუნველყოფილ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ლაივ ნეტ“-ს და შპს “INTERMEDIARY“-ს, შპს “ლაივ ნეტ“-ის წილის 100%-ის შპს “INTERMEDIARY“-ის მიერ შეძენაზე, ასევე შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “ლაივ ნეტ“-ის შერწყმაზე;
2. შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “ლაივ ნეტ“-ის შერწყმის შემთხვევაში, შპს “INTERMEDIARY“-იმ და შპს “ლაივ ნეტ“-მა უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “ლაივ ნეტ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს “INTERMEDIARY“-ისა და შპს “ლაივ ნეტ“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
