შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15, 15.12.2015 ) განუხილველად დატოვებისა და კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2016 12:21
მიღების თარიღი აპრილი 05, 2016
შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15, 15.12.2015 ) განუხილველად დატოვებისა და კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) მიმართეს შპს “მობიტელმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს “მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის 100%-ის შეძენაზე და შემდგომში შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მოთხოვნით. ამასთან ერთად, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინს“ განზრახული აქვს აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელებამდე, გაყოს მის საკუთრებაში არსებული აქტივები, იმგვარად, რომ გაყოფის შედეგად საცალო და კორპორატიული მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივები დარჩეს შპს „კავკასუს ონლაინის“ საკუთრებაში, ხოლო სხვა აქტივები, რომლებიც არ შედის საცალო და კორპორატიული მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივებში, საკუთრებაში გადაეცეს ახალ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაფუძნდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომლის დამფუძნებლები იქნებიან შპს „კავკასუს ონლაინის“ დღეს არსებული პარტნიორები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015), ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 9 თებერვალი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომებზე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ (დ.გოგიჩაიშვილი) წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2016 წლის 28 იანვრის 01-01/6342 წერილით წარმოადგინა კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დამატებითი განმარტებები, რომელიც ეხებოდა შპს „კავკასუს ონლაინის“ საკუთრებაში არსებული აქტივების საცალო (მათ შორის კორპორატიული მომსახურების) და საბითუმო მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივებად გაყოფის სქემას. შპს „კავკასუს ონლაინის” განმარტებით მის საკუთრებაში არსებული აქტივების საცალო (მათ შორის კორპორატიული მომსახურების) და საბითუმო მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივებად გაყოფა განხორციელდება რეორგანიზაციის გზით. კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინს“ პარტნიორების გადაწყვეტილების საფუძველზე გამოეყოფა ახალი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც საკუთრებაში გადაეცემა საბითუმო მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივები. ამასთან შპს „კავკასუს ონლაინის” განმარტების მიხედვით შპს „კავკასუს ონლაინის“ მონაწილებით დაფუძნებული საწარმოები, მათ შორის და არა მხოლოდ, “Caucasus Cable System Bulgaria EOOD” და ასევე შპს „კავკასუს ონლაინთან“ აფილირებული პირი, შპს “რკინიგზის ტელეკომი” რეორგანიზაციის შედეგად გახდებიან იმ კომპანიის შვილობილი კომპანიები, რომელსაც გადაეცემა საბითუმო მომსახურების გასაწევად საჭირო აქტივები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილებით (კომისიაში წერილის რეგისტრაციის №შ-6/2092-16 02.03.2016, N 01-01/6342 28.01.2016 ), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიის ბოლო სამი წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიის ბოლო სამი წლის მმართველობითი აღრიცხვის ანგარიშგების შესახებ;
- ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „მობიტელს“ შორის გაფორმებული წინასწარ შეთანხმებული პირობების შესახებ;
- კომპანიაში დღეის მდგომარეობით არსებული სამაუწყებლო სატრანზიტო (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების დეტალური აღწერა;
- კომპანიის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა ავტორიზებული პირებისათვის გაწეული რეგულირებადი საბითუმო მომსახურების დეტალური დახასიათება;
- კომპანიის მფლობელობაში არსებული ქსელების დეტალური აღწერა;
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი მომწოდებლების სიის შესახებ, რომლის ბრუნვა წლის განმავლობაში აღემატება 1 000 000 ლარს;
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ;
- ინფორმაცია მიმდინარე დავების შესახებ;
- ინფორმაცია საბანკო სესხების შესახებ;
- კომპანიის წილის შეძენასთან დაკავშირებით შპს „კავკასუს ონლაინის“ აქციონერთა ან/და პარტნიორთა კრების ოქმი.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს „მობიტელის“ წერილებით ( №112/16 28.01.201, №186/16 03.02.2016, №348/16 07.03.2016 და №369/16 18.03.2016 )
№შ-6/7182-15 24.09.2015 და №შ-6/7211-15 25.09.2015), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინფორმაცია შპს „მობიტელის“ საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- ინფორმაცია შპს „მობიტელის“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს „მობიტელის“ აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს „მობიტელის“ წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიის ბოლო სამი წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიის ბოლო სამი წლის მმართველობითი აღრიცხვის ანგარიშგების შესახებ;
- ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „მობიტელს“ შორის გაფორმებული წინასწარ შეთანხმებული პირობების შესახებ;
- კომპანიის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა ავტორიზებული პირებისათვის გაწეული რეგულირებადი საბითუმო მომსახურების დეტალური დახასიათება;
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ძირითადი მომწოდებლების სიის შესახებ, რომლის ბრუნვა წლის განმავლობაში აღემატება 1 000 000 ლარს;
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ;
- ინფორმაცია მიმდინარე დავების შესახებ;
- ინფორმაცია საბანკო სესხების შესახებ;
- შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის შეძენასთან დაკავშირებით შპს „მობიტელის“ აქციონერთა ან/და პარტნიორთა კრების ოქმი.
შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელები
შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 2 მარტის (კომისიაშ რეგისტრაციის №6/2092-16 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის და კომისიის აპარატის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, თანახმად, შპს „კავკასუს ონლაინის “ დამფუძნებლები არიან: შპს „კავკასუს ონლაინის" 44%-ის წილის მფლობელია შპს „გროუს მასთერს ჰოლდინგზი", „ნელგადო ლიმითედი" ფლობს წილის 19,8%-ს, 36,2%-ის წილის მფლობელია „ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქსი".
შპს „მობიტელის“ წილის მფლობელები
შპს “მობიტელის“ 2016 წლის 28 იანვრის №112/16 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “მობიტელის“ დამფუძნებლები არიან:
შპს „მირენ ინვესტი“ – 20%-იანი წილით;
შპს “ინვესტიკო ალიანსე “ – 29%-იანი წილით;
შპს “ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 51%-იანი წილით.
შპს „მირენ ინვესტის“ დამფუძნებელია „ELEGANZA GROUP” ხოლო „ELEGANZA GROUP” ის დამფუძნებლები არიან: რევაზ არონია - 33,33%-იანი წილით, ხვიჩა მაქაცარია - 33,33%-იანი წილით, გიორგი ბაჯაკსუზიანი - 33,33%-იანი წილით.
შპს “ინვესტიკო ალიანსის“ 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ვიმპელკომი“
შპს “ვოთერთრაილ ინდასტრიზის“ 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ვიმპელკომი“
კომისიის 2016 წლის 9 თებერვლის სხდომაზე შპს „მობიტელის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა განცხადა, რომ შპს „მობიტელში“ აქტივების დეტალურ სიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მონაცემთა დაზუსტება, ამიტომ შპს „მობიტელმა“ ითხოვა, რომ ზეპირი მოსმენა გადაიდოს სამი კვირის ვადით.
კომისიის 2016 წლის 9 თებერვლის სხდომაზე მიღებული იქნა N 71/19 გადაწყვეტილება კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015), ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა გადაინიშნა 2016 წლის 10 მარტს.
კომისიის 2016 წლის 10 მარტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფორაცია შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ შეძენის დაფინანსების სქემის თაობაზე კომისიაში მანამდე არ იყო წარმოდგენლი, ამიტომ კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს „მობიტელს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ შეძენის დაფინანსების სქემის დაკონკრეტების მიზნით კომისიაში დამატებითი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმეტაცია უნდა წარმოედგინა.
კომისიის 2016 წლის 10 მარტის სხდომაზე მიღებული იქნა N 163/19 გადაწყვეტილება კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015), ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომა გადაინიშნა 2016 წლის 25 მარტს.
კომისიის 2016 წლის 25 მარტის ზეპირი მოსმენის სხომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: ნ.ჭიაურელი - შპს „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, ნ.ახალაია - შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტი, ს.მეუნარგია - შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტი, ე.მებონია - შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტი, გ. ტყეშელაშვილი შპს „მობიტელის“ გენერალური დირექტორი, ი. ესართია - შპს „მობიტელის“იურიდიული სამსახურის უფროსი, ვ.ბერიშვილი შპს „მობიტელის“ ფინანსური დირექტორი, ლაშა ტაბიძე - შპს „მობიტელის“კომერციული დირექტორი.
კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ (დ.გოგიჩაიშვილი) წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
ა) შპს „კავკასუს ონლაინისა“ და შპს „მობიტელის“ კონსოლოდირებულ ფინანსურ მონაცემების შესახებ;
ბ) შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის შეძენის შემდგომი საოპერაციო გეგმების შესახებ;
გ) შპს „მობიტელის“ მიერ სასესხო ვალდებულებების, მათ შორის შპს „კავკასუს ონლაინის“ გადმოყოლილი ვალდებულებების დაფარვის გეგმის შესახებ;
დ) შპს „კავკასუს ონლაინის“ საბითუმო საქმიანობის შესახებ;
ე) ბაზრის შესაბამის სეგმენტების (ფიქსირებული მისამართიდან ინტერნეტის საცალო მომსახურების; VOIP საცალო სატელეფონო მომსახურების და ინტერნეტ ტელევიზია) ანალიზი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომაზე საკითხი ჩაითვალა მოსმენილად და გადაწყვეტილების მიღების დღედ გამოცხადდა 2016 წლის 5 აპრილი.
შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიას 2016 წლის 4 აპრილის 01-02/8513 წერილით აცნობა, რომ 2016 წლის 29 მარტს შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც შპს „კავკასუს ონლაინმა“ შეწყვიტა მოლაპარაკებები აქტივების ან/და წილის გასხვისების თაობაზე ყველა სხვა მხარეებთან, მათ შორის, შპს „მობიტელთან“. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „კავკაუს ონლაინი“ აღარ საჭიროებს კომისიის გადაწყვეტილებას შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „მობიტელს“ შორის შესაძლო გარიგების თანხმობის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №472/23 გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს და შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს “მობიტელისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/9847-15 15.12.2015) და შეწყდეს კომისიის 2016 წლის 5 იანვრის №07/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
2. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე