შპს „ბათუმი 777”-სთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2016 18:30
მიღების თარიღი აპრილი 05, 2016
შპს „ბათუმი 777”-სთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ბათუმი 777”-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2027-16 01/03/2016) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ბათუმი 777” ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო +“-ს მულტიპლექსი)
ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 25.04.2016;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
თ.ბ) ინტერნეტი - უფასო;
თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმი 777”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მოთხოვნებს;
2. შპს „ბათუმი 777”-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:
ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 მარტის განცხადებაზე თანდართული მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია არ იყო სრულყოფილი, კერძოდ არ იყო წარმოდგენილი შემდეგი ფორმა - ”მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა მიერ საქართველოში ან სხვა ქვეყანაში შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა”. შესაბამისად კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №01/808-16, 14/03/2016წ.). შპს „ბათუმი 777” -მა ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2016 წლის 16 მარტს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2410-16).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ბათუმი 777”-ს მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ბათუმი 777”-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია რიჩარდ ტოტოჩავა. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი რიჩარდ ტოტოჩავა ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „ბათუმი 777”-ს დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის რიჩარდ ტოტოჩავას მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირის რიჩარდ ტოტოჩავას მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „ბათუმი 777”-ს და ფიზიკური პირის რიჩარდ ტოტოჩავას აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ის კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად ”საერთო მაუწყებლობა” არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ4) ქვეპუნქტის თანახმად სამაუწყებლო კონცეფცია არის ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 5 აპრილს სხდომას ესწრებოდა შპს „ბათუმი 777”-ს დირექტორი რიჩარდ ტოტოჩავა.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
შპს ”ბათუმი 777”-ს განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/2027-16 01/03/2016, №შ-6/2410-16, 16.03.2016) და თანდართული დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;
გ) ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
ვ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;
ზ) საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ქონებრივი დეკლარაციის ფორმები;
თ) შპს ”ბათუმი 777”-თან გაგზავნილი კომისიის 2016 წლის 14 მარტის წერილი №01/808-16.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლისას გაირკვა, რომ შპს „ბათუმი 777” ვერ აკმაყოფილებს საერთო მაუწყებლობისთვის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კერძოდ: სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის მითითებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები და არ არის მითითებული პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობა. შესაბამისად წარმოდგენილი კონცეფცია შეუსაბამობაშია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) და ჰ4) ქვეპუნქტებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა განხორციელდეს შპს ”ბათუმი 777” მაუწყებლად ავტორიზაცია წარმოდგენილი დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 -ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლების, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ”ბათუმი 777”-ს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ბათუმი 777”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ბათუმი 777”-სთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
