წვდომის მენიუ

სს „საქართველოს ბანკის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 219 / 12

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2016 15:57

მიღების თარიღი აპრილი 07, 2016

სს „საქართველოს  ბანკის“  განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ბანკმა“ 2016 წლის 05 თებერვალს კომისიას მიმართა განცხადებით №15/1166, 05.02.16, (რეგისტრირებული №შ-7/1171-16,08.02.16), ქ.თბილისში, საქართველოს ბანკის ფილიალებს შორის შიდა სარგებლობის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად, რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების საჭიროების შესახებ.  

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირს, რომელის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო    მოსაკრებელი, რომელიც  ერთ  სიხშირეზე  შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის   დამადასტურებელი   საბუთი,   რაც  კომისიამ,  2016 წლის  07   მარტს    წერილით 

  №  6/734-16 აცნობა სს „საქართველოს ბანკს“  და ამავე წერილით მიაწოდა საბანკო რეკვიზიტების მონაცემები, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისთვის.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    სანებართვო    მოსაკრებლის   3000 ლარის  (500  ლარი  1  სიხშირეზე)     საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის  წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი  №  06/734-16, 07.03.16წ., რომელიც ჩაბარდა სს „საქართველოს ბანკს“  10.03.2016  წელს).

კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი (სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი)  არ წარმოუდგენია.

კომისია   აღნიშნავს, რომ   საქართველოს  ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე  მუხლის მე-5 ნაწილის   შესაბამისად,    თუ     დადგენილ   ვადაში   განმცხადებელი  არ  წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს  სს „საქართველოს ბანკის“  განცხადება (რეგისტრირებული №შ-7/1171-16,08.02.16),),  სიხშირეების მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6)  სს „საქართველოს ბანკისთვის“ ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;   

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის სს „საქართველოს ბანკისთვის“  ჩაბარებისთანავე. 

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

   კომისიის    თავმჯდომარე                               ვ.აბაშიძე                                                         

   კომისიის წევრი                                                  ე.ასანიძე

   კომისიის    წევრი                                               გ.ფრუიძე     

   კომისიის    წევრი                                               მ.ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები