წვდომის მენიუ

შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 231 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2016 12:08

მიღების თარიღი აპრილი 12, 2016

 შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის Nშ-10/2414-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 21 მარტს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,   ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2016 წლის 25 მარტს 15:00 საათზე;  აღნიშნულის თაობაზე შპს „ახტელს“ ეცნობა შეტყობინებით (N03/954-16; 21.03.2016) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. 

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის Nშ-10/2414-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად,  2016 წლის 15 მარტს შპს „TECHNOMAX LLP”-ის შემოწმების საფუძველზე გაირკვა, რომ შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ აბონენტისათვის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიწოდებაში ჩართულია ასევე შპს „ახტელი“. ამავე ბარათის შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“–ის მიერ დღემდე არ შეწყვეტილა იმ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტი, რომლებიც აღნიშნული იყო კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილებაში, ხოლო შპს „ახტელის“ მიერ არ განხორციელებულა კომისიის მიერ 2016 წლის 9 მარტის  N03/757-16 წერილით მოთხოვნილი ქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ახტელის“ მიერ  დარღვეულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა  და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 25–ემუხლის მე–4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის Nშ-10/2414-16 სამსახურებრივ ბარათს თან ერთვის შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ 2016 წლის 15 მარტს შედგენილი შემოწმების აქტი N5, შემოწმების ჩატარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შპს „TECHNOMAX LLP“-ის აბონენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება და აბონენტის გადახდის ქვითარი).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 9 მარტის N03/757-16 წერილით შპს „ახტელს“ დაევალა შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ  სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შეზღუდვის ტექნიკურ უზრუნველყოფა, ერთი სამუშაო დღის ვადაში, შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების მართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით რეტრანსლირების უფლების მოპოვებამდე და აღნიშნული ფაქტის კომისიის მიერ დადასტურებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე და 170-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 14 მარტს შემოვიდა შპს „ახტელის“ (Nშ-6/2336-16; 14.03.2016) განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობა; შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ 2016 წლის 29 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის წარდგენილი  სარჩელი), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ მიმართა შპს „TECHNOMAX LLP“-ს კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაზეც შპს „TECHNOMAX LLP“-მ წარუდგინა სარჩელი, რომელიც 2016 წლის 29 თებერვალს არის შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და რომლითაც მოთხოვნილია კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ შესაბამისი განჩინების მიღებამდე, ვერ მოხდებოდა სამაუწყებლო არხების ტრანზიტის შეზღუდვა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 მარტს კომისიაში შემოვიდა შპს „ახტელის“  (Nშ-6/2860-16; 24.03.2016) განცხადება თანდართული დოკუმენტით (2016 წლის 22 მარტის N01/32 ბრძანება ხათუნა ინჯიას მივლინების შესახებ), რომლითაც მოთხოვნილ იქნა შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადება 10  დღის ვადით, კომპანიის წარმომადგენლის მივლინებაში ყოფნის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 25 მარტის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „ახტელის“ წარმომადგენელი, კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ახტელის“ შუამდგომლობა  შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადების თაობაზე და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 31 მარტი, 15:00 საათი, რის თაობაზეც  შპს „ახტელს“ ეცნობა შეტყობინებით (N03/1019-16; 28.03.2016).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „TECHNOMAX  LLP”-ის მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შესახებ განცხადებები შემოვიდა სხვადასხვა კომპანიისა თუ ორგანიზაციისგან (მათ შორის: შპს „სი-ენ-ეი ჯორჯია“ (01.02.2016; №შ-6/980-16), შპს „ნიუ კონტენტი“ (01.02.2016; №შ-6/981-16), საკაბელო ტელევიზიების კავშირი (02.02.2016; №შ-6/1020-16),  შპს „საქართველოს მედია ქსელი“(29.02.2016; Nშ-6/2004-16; 04.03.2016; Nშ-6/2123-16).

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 31 მარტის კომისიის სხდომაზე შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი სამართლებრივი პოზიცია, რომლის შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების არარსებობის გამო. კომპანიის განმარტებით, ის  შპს „TECHNOMAX LLP”-ს მომსახურებას უწევს მის საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით და ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, შპს ,,ახტელსა“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ეს კომპანია არ წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელს, რის გამოც ვერ იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესრულებაზე პასუხისმგებელი. შპს ,,ახტელის“ განმარტებით, მას არც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დაურღვევია  შპს ,,ახტელის“ განმარტებით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდა  2016 წლის 7 აპრილს.

კომისიის 2016 წლის 7 აპრილის სხდომაზე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერი შპს ,,ახალი ქსელებისა და შპს ,,ახტელის“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორთან, რომლის ამსახველი CD დისკი კომისიის სხდომაზე გადაეცა შპს ,,ახტელის“ წარმომადგენელს ხ. ინჯიას. წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის მიხედვით, კომისიის აპარატის თანამშრომელმა 2016 წლის 7 აპრილს განახორციელა სატელეფონო ზარი შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზზე (110011). სატელეფონო საუბრის დროს ოპერატორმა დაადასტურა, რომ მათ ჰქონდათ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება ბრენდული სახელწოდებით „MAR TV“. ოპერატორმა ასევე აღწერა კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურებები, კერძოდ, 10 ლარიანი მომსახურების პაკეტი, რომელშიც შედის 50 სამაუწყებლო არხი, მათ შორის, „Eurosport” და 50 ლარიანი მომსახურების პაკეტი, რომელშიც შედის 206 არხამდე, მათ შორის: „Наш футбол“, „Матч футбол 1“ „Матч футбол 2“ „Матч футбол 3“, „HD“, „Eurosport”, და „Discovery”-ის არხები. ოპერატორმა დამატებით განმარტა, რომ შპს „ახტელს“ და შპს „ახალ ქსელებს“ ჰქონდათ აქცია და ინტერნეტთან ერთად ტელევიზიის დადგმა იყო უფასო. მან ასევე აღნიშნა, რომ ამისთვის საჭირო იყო მათ სერვის ცენტრში  (მის: ნუცუბიძის ქ. 74) სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმება აქციის პირობებში და ტელევიზიის დადგმა მოხდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-4 სამუშაო დღის ვადაში.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 12 აპრილისთვის, რათა შპს ,,ახტელს“ მისცემოდა შესაძლებლობა შეესწავლა კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დამატებითი მასალები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 12 აპრილის სხდომაზე გამოცხადნენ შპს ,,ახტელის“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის წარმომადგენლები. კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხებისა თუ სატელევიზიო პროდუქციის ტრანზიტის უფლების მფლობელი პირების წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე შპს ,,ახტელის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა და გამოაქვეყნა წერილობითი სამართლებრივი პოზიცია. შპს ,,ახტელის“ განმარტებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ შპს ,,ახტელი“ უწევს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას მომხმარებლებს. აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს შპს „TECHNOMAX  LLP”-ი, რაც შპს ,,ახტელის“ განცხადებით, დადასტურებულია აბონენტსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. შპს ,,ახტელის“ და შპს „TECHNOMAX  LLP”-ის მიერ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ახალი ქსელები“ და შპს ,,ახტელი“ იღებენ ვალდებულებას შპს „TECHNOMAX  LLP”-ის სახელით, მის მიერვე დადგენილი ფორმით და პირობებით გააფორმონ ხელშეკრულება IPTV აბონენტებთან, უზრუნველყონ აბონენტებისგან თანხის დარიცხვა და ამოღება.  შესაბამისად, აბონენტს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას აწვდის შპს „TECHNOMAX  LLP“-ი. შპს ,,ახტელის“ განმარტებით, შემოწმებული აბონენტები ზ. ბერაია და ნ. მაისურაძე არიან შპს ,,ახტელის“ მხოლოდ ინტერნეტ მომსახურების აბონენტები. შპს ,,ახალი ქსელების“ განმარტებით, შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ საინფორმაციო სამსახურის აუდიო ჩანაწერით დასტურდება, რომ მომსახურების მიმწოდებელი არის შპს „TECHNOMAX LLP”. შპს ,,ახტელი“ უთითებს ასევე კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის N595/18 გადაწვეტილებაზე, რომლის საფუძველზე შპს ,,ახალი ქსელების“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო. შესაბამისად, შპს ,,ახტელის“ განმცხადებით, კომისიამ არ უნდა განიხილოს შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ მიერ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღევის საკითხი. შპს ,,ახტელის“ განცხადებით, ის უზრუნველყოფს შპს „TECHNOMAX LLP”-ის ტრაფიკის ტრანსპორტირებას შპს „TECHNOMAX LLP”-ის მომხმარებლებამდე MPLS ტექნოლოგიის გამოყენებით. შპს ,,ახტელის“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინებით შეჩერებულია კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილება, რის გამოც კომისია და სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირები ვერ შეწყვიტავენ იმ სატელევიზიო არხების რეტრანსლირებას, რომელთა მიწოდებაზეც მათ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება აბონენტებთან, ვიდრე არ დადგინდება კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების სისწორე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ახტელს“ მიაჩნია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება უდა შეწყდეს.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებლებზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებებიდან და მინიჭებული უფლებებიდან გამომდინარე (მათ შორის, მომხმარებელთა საჩივრების განხილვის უზრუნველყოფა, მომსახურების პროცესში არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, მომსახურების მიწოდების პირობების, ასევე ამ პირობების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება,  დარიცხული დავალიანების ამოღება და დავალიანების გადაუხდელობისთვის ჯარიმის დაკისრება და სხვა.) მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდების პროცესში შპს ,,ახტელსა“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის შორის ფუნქციათა განაწილებასთან დაკავშირებით შპს  „TECHNOMAX LLP”-ის წარმომადგენელმა  აღნიშნა, რომ კომპანიას ჰყავს თავისი წარმომადგენლები, როგორც ტექნიკურ, ისე იურიდიულ ნაწილში. კომისიაში არის წარმოდგენილი წერილი, რომ ნებისმიერი კითხვა ან კორესპონდენცია, უნდა იყოს გადამისამართებული მათ საადვოკატო ბიუროში. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, კომპანიას აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული შპს „ახალ ქსელებთან“ და შპს „ახტელთან“, რომლებიც მათი სახელით მომსახურების ხელშეკრულებას აფორმებენ მომხმარებელთან. მისი განმარტებით, არც IPTV მოდემები და არც კონტენტი არ ეკუთვნის შპს „ახტელს“ და შპს „ახალი ქსელებს“. კონტენტის მესაკუთრეა შპს „TECHNOMAX  LLP”, ხოლო მოდემები ეკუთვნის შპს „მალტისოფტს“.

კომისიის 2016 წლის 12 აპრილის სხდომაზე შპს ,,საქართველოს მედია ქსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ის საიტზე მითითებულია ბრენდული სახელი „MAR TV“ და საკონტაქტო ინფორმაციად მითითებულია შპს „ახტელი“, შპს „ახალი ქსელების“ და „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ნომრები.  აბონენტი რეკავს არა შპს „TECHNOMAX LLP“-ში, რომელსაც კანონისა და რეგლამენტის შესაბამისად საჩივრების განხილვის განყოფილება უნდა ჰქონდეს, 10 დღით ადრე უნდა ატყობინებდეს აბონენტებს არსებითი ცვლილებების თაობაზე, არამედ ზემოაღნიშნულ კომპანიებში, რომლებიც  ამ ყველაფერს აკეთებენ.

კომისიის 2016 წლის 12 აპრილის სხდომაზე სამაუწყებლო არხ „ევრონიუსის“ დირექტორმა, აღნიშნა, რომ არხ „ევრონიუსს“ არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება არც შპს „ახალ ქსელებთან“, არც „ახტელთან“ და არც შპს „TECHNOMAX LLP“-სთან. რის თაოაბზეც კომისიას წერილობით ეცნობა 2015 წლის პირველ დეკემბერს. აქედან გამომდინარე, ის ითხოვს დროულად შეწყდეს ამ არხის რეტრანსლირება აღნიშნული ოპერატორის მიერ.

კომპანია „Caucasus media services” (სამაუწყებლო არხების “National Geografic SD/HD”-ის, “Nat Geo Wild SP/HD”-ის, „Fox SP/HD”-ის, „Baby TV SD”-ის დისტრიბუტორი კომპანია) წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ მათ არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ახალ ქსელებთან“, შპს „ახტელთან“ და არც შპს „TECHNOMAX LLP“-ისთან. შესაბამისად, მოითხოვეს აღნიშნული კომპანიების მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა.

ა(ა)იპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ გაუმყარდათ ეჭვი, რომ აღნიშნული შემთხვევა სცილდება ერთი კონკრეტული საკაბელო ოპერატორის მიერ არამართლზომიერი ტრანზიტის ფაქტს და რეალურად ადგილი აქვს შეთანხმებული სქემით შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ არამართლზომიერი ტრანზიტის განხორციელებას, რადგან შპს „TECHNOMAX LLP“-ის არც თავისი საკაბელო ქსელი აქვს და არც სათაო სადგური. ამ კომპანიას თავისი არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია.

შპს „ნიუ კონტენტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი მონაწილეობენ საქმის განხილვაში, როგორც დაინტერესებული მხარე, რადგან საკითხი ეხება სამაუწყებლო სფეროში კონტენტის მართლზომიერების რეტრანსლირებას. მათი შეფასებით, შპს „TECHNOMAX LLP“-ი ახორციელებს კონტენტის არალეგალურ რეტრანსლირებას და მიაჩნიათ, რომ კომისიამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. რაც შეეხება სასამართლო განჩინებას, რომლითაც შეჩერდა ადმინისტრაციული აქტის მოქმედება, ეს არ ნიშნავს აკრძალვას კომიისთვის მისთვის დისკრეციული უფლებამოსილების გაგრძელებაზე, იმ სამუშაოების ადმინისტრაციულ მმართველობის ფორმით განხორციელებაზე, რომელიც კანონით აქვს მას დელეგირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით კომისია აღჭურვილია უფლებამოსილებით განმეორებით შეაფასოს გარემოებები, შეისწავლოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რომელიც მეტად გააუმჯობესებს ბაზარზე მდგომარეობას და ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერი კონკურენციის დანერგვას, რაც დღეის მდგომარეობით დარღვეულია არალეგალური კონტენტის ბაზარზე გამოჩენით.

კომისიის სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ოპერატორი საკმაოდ დიდ რესურსს კარგავს იმისთვის, რომ აბონენტამდე მიიტანონ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით კონტენტი, კომპანიები ამისთვის ხარჯავენ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს. რაც შეეხება დღევანდელ სამართლებრივ მდგომარეობას, მისი განცხადებით, დღეს კომისიას აქვს სრული უფლებამოსილება განიხილოს საკითხი და ამ გადაწყვეტილებაში ჩართოს არა მხოლოდ შპს „TECHNOMAX LLP“-ი, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებით შეჩერებულია კომისიის მიერ გამოცემული აქტი, არამედ კომისიამ უნდა შეისწავლოს ის ურთიერთობები, რომლითაც ხდება საბოლოო აბონენტებამდე კონტენტის მიტანა.      

სს ,,სილქნეტის“ დირექტორის განცხადებით, „სილქ უნივერსალზე“, ისევე როგორც „სილქნეტის“ სხვა არხებზე, არცერთი ნებართვა არ ყოფილა გაცემული შპს „TECHNOMAX LLP“-ისთვის. მან აღნიშნა, რომ ამ არხების მთლიანი პაკეტი განთავსებული იყო და შპს „TECHNOMAX LLP“-ის საინფორმაციო ბუკლეტებშიც მოხსენიებულია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“ აბონენტებს სთავაზობს ამ არხებს. მომხმარებელი შეცდომაშია შეყვანილი, რადგან საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც დღეს რიგდება შპს „TECHNOMAX LLP“-სგან და მისი პარტნიორი კომპანიების მიერ, მითითებულია „სილქნეტის“ ყველა არხი, მათ შორის სპორტული არხები, რომელიც აბონენტებს არ მიეწოდებათ. დღეისთვის შპს „TECHNOMAX LLP“-ის პაკეტში დატოვებულია მხოლოდ „სილქ უნივერსალი“. მისი განმარტებით, შპს „TECHNOMAX LLP“-იმ მიმართა სს ,,სილქნეტს“ ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის მიზნით „სილქ უნივერსალზე“, რაზეც სს „სილქნეტს“ დღემდე თანხმობა არ მიუცია.    

შპს „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ (სამაუწყებლო არხების დიტრიბუტორი კომპანიის) წარმომადგენელმა აღნიშნა,  რომ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტით ირღვევა მათი უფლებები.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/2414-16; 16.03.2016;) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ 2016 წლის 15 მარტს შედგენილი შემოწმების აქტი N5, შემოწმების ჩატარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, შპს „TECHNOMAX LLP“-ის აბონენტსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება და აბონენტის გადახდის ქვითარი);
  2. შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 29 თებერვლის Nშ-6/2004-16 და 2016 წლის  4 მარტის Nშ-6/2123-16 განცხადებები;
  3. კომისიის 2016 წლის 9 მარტის N03/757-16 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „ახტელისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. შპს „TECHNOMAX LLP”-და შპს „ახტელს“ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება (01.04.2015);
  5. შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ 2016 წლის 14 მარტის  (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2336-16) განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობა; შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ 2016 წლის 29 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის წარდგენილი  სარჩელი);
  6. შპს „ახტელისა“ და „ახალი ქსელების“ 2016 წლის 24 მარტის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2860-16) განცხადება (შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების შესახებ) თანდართული დოკუმენტით (2016 წლის 22 მარტის N01/32 ბრძანება ხათუნა ინჯიას მივლინების შესახებ);
  7. შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ 2016 წლის 31 მარტის წერილობითი სამართლებრივი პოზიცია;
  8. შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიერ კომისიის 2016 წლის 12 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი წერილობითი სამართლებრივი პოზიცია თანდართული დოკუმენტაციით (სააბონენტო ხელშეკრულებები მაუწყებლობის ტრანზიტით მიწოდების თაობაზე, სააბონენტო ხელშეკრულებები ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შესახებ, მიღება -ჩაბარების აქტები მომხმარებლებთან);
  9. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ კომისიის 2016 წლის 12 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი კომისიის აპარატის თანამშრომელსა და შპს ,,ახალი ქსელებისა“ და შპს ,,ახტელის“ ოპერატორთან სატელეფონო საუბრის თაობაზე (CD);
  10. ავტორიზებულ პირთა კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შეესტრიდან შპს „ახტელის“  შესახებ;
  11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინება კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №117/18 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების შესახებ;
  12. შპს „კავკასუს ონლაინის“ 2016 წლის 6 აპრილის შ-6/3220-16 განცხადება;
  13. შპს „ნიუ კონტენტი“-ის 2016 წლის პირველი თებერვლის განცხადება;
  14. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2016 წლის პირველი თებერვლის განცხადება;
  15. შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 18 თებერვლის №შ-6/1551-16 განცხადება;
  16. შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 29 თებერვლის №შ-6/2004-16 განცხადება;
  17. შპს „საქართველოს მედია ქსელის“ 2016 წლის 4 მარტის №შ-6/2123-16 განცხადება;
  18. საკაბელო ტელევიზიების კავშირის 2016 წლის 2 თებერვლის №შ-6/1020-16 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით;
  19. შპს „Ред Медиа“-ს 2015 წლის 22 მაისის წერილი;
  20. Discovery Communications Europe Limited-ის 2015 წლის 13 ნოემბრის წერილი;
  21. შპს „Сигнал Медиа Интернэшнл“-ის 2015 წლის 2 დეკემბრის წერილი;
  22. SPTI Networks Vostok LLC-ის 2015 წლის 17 ნოემბრის წერილი;
  23. რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანიის ფილიალის 2016 წლის 11 იანვრის წერილი;
  24. „TV-21“-ის 2016 წლის 4 აპრილის წერილი;
  25. Saran Media International Limited-ს და Integral LLC, სს ,,სილქნეტს“ და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება 15-094;
  26. Mediapro Sport, S.L.U.-სა და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის 2015 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება;
  27. Saran Media International Limited-ს და Integral LLC, სს ,,სილქნეტს“ და შპს „საქართველოს მედია ქსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება 15-093;
  28. Saran Media International Limited-სა და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის 2015 წლის პირველი ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება №010;
  29. შპს „Англиский клуб ТВ“-სა და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის 2015 წლის პირველ მაისს გაფორმებული ხელშეკრულება №5/Ge;
  30. შპს „აქცეპტსა“ და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის 2015 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება 2015 წლის პირველი ივლისის №A-315/15-MC ხელშეკრულებაზე;
  31. შპს „აქცეპტსა“ და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის 2015 წლის პირველი ივლისის №A-315/15-MC ხელშეკრულება;
  32. შპს „Ред Медиа“-სა და შპს „ნიუ კონტენტს“ 2015 წლის 20 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება №PM-055-11/05/15;
  33. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ 2016 წლის 5 აპრილის №შ-6/3188-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით.
  34. შპს „ახტელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  35. შპს „TECHNOMAX LLP” -ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  36. შპს „საქართველოს მედია ქსელის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  37. სს ,,სილქნეტის“ დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  38. სამაუწყებლო არხ „Euronews”-ის დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  39.  კომპანია „Caucasus media services”-ის წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  40. შპს „ნილტექსის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  41. ა(ა)იპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  42. შპს ,,ნიუ კონტენტის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  43. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  44. ა(ა)იპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

III. ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ახტელი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 10.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის სხვა საქმიანობის სახეები; ინტერნეტ მომსახურება;  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand) და სხვ.;
  2. შპს ,,ახტელსა“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის შორის 2015 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ,,მომსახურების ხელშეკრულების“ თანახმად, შპს „ახტელი“  ვალდებულია შპს „TECHNOMAX LLP”-ის სახელით, მის მიერვე დადგენილი ფორმით და პირობებით გააფორმოს IPTV მომსახურების  ხელშეკრულება აბონენტებთან, მოახდინოს აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების (როგორც მომსახურების, ისე საჯარიმო სანქციების) დარიცხვა და ამოღება, უზრუნველყოს კომპანიის დაშვება საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;
  3. კომისიის 2016 წლის 9 მარტის N03/757-16 წერილით შპს „ახტელს“ დავალებული ჰქონდა შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის შეზღუდვის ტექნიკურ უზრუნველყოფა ერთი სამუშაო დღის ვადაში, შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების მართლზომიერად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით რეტრანსლირების უფლების მოპოვებამდე და აღნიშნული ფაქტის კომისიის მიერ დადასტურებამდე. აღნიშნული წერილი შპს „ახტელს“ ჩაბარდა 2016 წლის 10 მარტს;
  4. 2016 წლის 14 მარტის Nშ-6/2336-16 წერილით შპს „ახტელმა“ უარი განაცხადა სამაუწყებლო არხების ტრანზიტის შეზღუდვაზე იმ საფუძვლით, რომ შპს „TECHNOMAX LLP”-ის სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი „შპს „TECHNOMAX LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამ წერილის კომისიაში წარდგენის მომენტისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა მიღებული განჩინება შპს „TECHNOMAX LLP“-ის სარჩელის წარმოებაში მიღებისა და „შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე;
  5. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირის მიერ, 2016 წლის 15 მარტს განხორციელდა  შპს „TECHNOMAX LLP“-ის შემოწმება, კომპანიის აბონენტთან ნ. ბერიაშვილთან, მისამართზე ქ. თბილისი, ს.დოდაშვილის ქ. N22/18. ბ.44; აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N5. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირი: იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის აბონენტი - ნინო ბერიაშვილი;
  6. ზემოაღნიშნულ აბონენტს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას ერთობლივად აწვდიან შპს „ახტელი“ და შპს „TECHNOMAX  LLP“-ი, რაც უტყუარად დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით:

6.1 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით მომსახურების მიმწოდებელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას და ასევე, ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესში ახორციელებს შპს „ახტელი“. კერძოდ, შპს „ახტელი“ ახორციელებს:

6.1.1 ე.წ. „MAR TV”-ის სახელწოდებით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მომსახურების მიღების მსურველი პირებისა და მოქმედი მომხმარებლებისთვის;

6.1.2   ე.წ. „MAR TV”-ის სახელწოდებით მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების  შეკვეთის მიღებას, ასევე, მომსახურების მიღების მიზნით სააბონენტო ხელშეკრულების გაფორმებისა და  მომსახურების ადგილზე ჩართვის უზრუნველყოფას;

6.1.3 ზემოაღნიშნული მომსახურების ფარგლებში უფასო კონსულტაციების გაწევას, ტექნიკური ჯგუფის აბონენტისთვის გამოყოფას, ტექნიკური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტასა და დაზიანებების აღმოფხვრას;

6.1.4  დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურებს შეზღუდვის უზრუნველყოფასა და ჯარიმის სახით დარიცხული თანხის ამოღებას.

6.2 შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ შპს „ახტელთან“ ერთად ხორციელდება სამაუწყებლო არხების მიწოდება მომხმარებლებისთვის შპს „ახტელის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გამოყენებით;

6.3 აბონენტს ნ. ბერიაშვილსა და შპს ,,TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებიდან, ასევე, შპს „ახტელისა“ და შპს  ,,TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მომსახურების საფასურს აბონენტებისგან იღებს შპს ,,ახტელი“;

6.4 შპს „ახტელისა“ და შპს  „TECHNOMAX LLP“-ის  შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტიდან ირკვევა, რომ შპს „ახტელის“ მიერ აბონენტებისგან ამოღებული თანხის 55 პროცენტს იღებს შპს „TECHNOMAX  LLP”, ხოლო 45 პროცენტს იღებს შპს „ახალი ქსელები“;

6.5 შპს „TECHNOMAX LLP”-სა და ზემოაღნიშნულ აბონენტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების 8.1.8 და 8.2.1 პუნქტების შესაბამისად, მომხმარებლები  ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის თაობაზე მიმწოდებელს და უფლება აქვთ მიიღონ უფასო კონსულტაციები და გამოიძახონ  ტექნიკური ჯგუფი მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურიდან ტელეფონის ნომერზე: 110011, რომელიც წარმოადგენს შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“  საინფორმაციო სამსახურის ნომერს.

ზემოაღნიშნული დასტურდება შპს ,,ახტელსა“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აბონენტებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებებით, შპს „ახტელისა“ და შპს „ახალი ქსელების“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის განმარტებებით, შპს „ახტელისა“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებით.

ზემოაღნიშუნლიდან გამომდინარე, შპს ,,ახტელი“ და  შპს „TECHNOMAX LLP” ერთად ახორციელებენ მოხმარებლებისთვის ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას და ამ მომსახურების ფარგლებში  რიგი სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით - შესაბამისად, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებასა და მიწოდებას მოხმარებლებისთვის;

7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 15 მარტის №5 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

8. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2016 წლის 15 მარტის №5 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);

9. 2016 წლის 15 მარტის მდგომარეობით, შპს ,,ახტელი“ შპს „TECHNOMAX LLP”-ისთან ერთად არამართლზომიერად ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტს:  “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”;

10. 2016 წლის 15 მარტისა და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს ,,ახტელს“ არ წარმოუდგენია კომისიაში ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

11. შპს „ახტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

6.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

7. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

8. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ  ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

13. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის;

14. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი  ან მისი  ქსელის  შესაბამის  ელემენტებთან  ან რესურსებთან დაშვებული  ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს  ან ახორციელებს  ქსელის  ამ  ელემენტებით  ან რესურსებით  ელექტრონული  საკომუნიკაციო  მომსახურების  მიწოდებას;

15. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ)2 ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლბის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;

16. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება დაუშვებელი პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით;

17. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

18. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ 2016 წლის 15 მარტის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების:  “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan” შპს ,,TECHNOMAX LLP“-სთან ერთად საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებებისა და ნებართვების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებითა და მომხმარებლებისთვის მიწოდებით შპს „ახტელის“ მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო თავის ქსელში განთავსებული და გავრცელებული დაუშვებელი პროდუქციის ამოღების ვალდებულების შეუსრულებლობით, შპს ,ახტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

კომისია ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ახტელი“ ჯერ კიდევ კომისიის 2016 წლის 9 მარტის წერილის მიღების დღიდან  ვალდებული იყო უზრუნველეყო მისი ქსელის გამოყენებით დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეწყვეტა, ხოლო მიმდინარე წარმოების ფარგლებში ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან  გამოირკვა, რომ შპს „ახტელი“ შპს „TECHONMAX LLP“-ისთან ერთობლივად ახორციელებდა აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას და როგორც ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელი, ასევე არღვევდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედ კანონმდებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებაში, რომლითაც შეჩერდა „შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №117/18 გადაწყვეტილება „შპს „TECHNOMAX LLP“-ის, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან წარმოადგენს საქმის არსებითად განხილვის საგანს და უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას აღნიშნული შეფასებული ვერ იქნება. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების საფუძველი არ გამხდარა მისი კანონიერების თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა.

კომისია ამახვილებს ყურადღებას მასზე, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრებულ კანონისმიერ ვალდებულებებზე, კერძოდ, კომისიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, დაკისრებული აქვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ვალდებულება და დამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახის გამოყენება, რასაც თავის მხრივ არა მხოლოდ დარღვევის აღკვეთის, არამედ პრევენციული ფუნქცია გააჩნია და მიზნად ისახავს არამხოლოდ დამრღვევი პირის დასჯას და კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრას, არამედ შემდგომი დარღვევების თავიდან აცილებასა და პრევენციას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ვერ გახდება დარღვევის ჩადენის ან განგრძობის ლეგიტიმური უფლების წარმოშობის საფუძველი და ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის ფუნქცია („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლები), მით უფრო მაშინ, როდესაც დარღვევა დგინდება ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით,  შპს ,,ახტელს“ უნდა დაევალოს სამაუწყებლო არხების:  “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan” საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და სანებართვო წერილების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების  დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

ვინაიდან შპს „ახტელის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს. აქვე კომისია ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან წინამდებარე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო სწორედ შპს „ახტელის“ მიმართ, ხოლო შპს „TECHNOMAX LLP”-ს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის Nშ-10/2414-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტისთვის კომისიის 2016 წლის 25 მარტის N202/18 გადაწყვეტილებით და ამასთან, შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გაგრძელების საკითხი დამატებით ცალკე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლებოდა, კომისიამ ამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმსჯელა მხოლოდ შპს „ახტელის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში შპს ,,ახტელისა“ და „Technomax LLP“-ის მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა არაერთი წერილობითი მოთხოვნაა შემოსული, რომელთა შესაბამისად, ისინი ითხოვენ კომისიისაგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მათთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, კერძოდ:

კომისიას მომართა ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ (სამაუწყებლო არხების საქართველოში გავრცელების საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელი ორგანიზაცია) და განაცხადა, რომ ზიანი ადგება, როგორც თავად კავშირს, ისე უფლებამფლობელ კომპანიებს. მისი განცხადებით, „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ვალდებულებაა უფლებამფლობელი კომპანიების ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვა საქართველოში. ისეთ გარემოებებში, როდესაც ხდება მაუწყებლობის ავტორიზებულ პირთა მიერ უნებართვოდ, ყოველგვარი სახელშეკრულებო ვალდებულებების გარეშე ტელეარხების ტრანზიტი, დამრღვევი პირი იღებს მოგებას გადასახადების შემცირების ხარჯზე, ხოლო საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სუბიექტებს ადგებათ ზიანი, მათი გადაცემების უნებართვოდ გადაცემით, მაშინ, როცა თავად მილიონობით დოლარს ხარჯავენ ტელეპროდუქტის შექმნაზე. თავის მხრივ, გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, კავშირი უზრუნველყოფს თანხების მობილიზებას და უფლებამფლობელებისათვის გადარიცხვას, რის საფუძველზეც იღებს შემოსავალს. ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „Technomax LLP“ წარმოადგენს სხვა ოპერატორთა უშუალო კონკურენტს, რომელიც ახდენს 250 არხის ტრანზიტს სრულიად უნებართვოდ, რითაც იზრდება მისი მოგება და აბონენტთა ბაზა, ხოლო სხვა საკაბელო ოპერატორები კარგავენ აბონენტებს, უფლებამფლობელ კომპანიებთან აღებული ვალდებულება კი არ იცვლება. კავშირი თავის განცხადებაში საუბრობს კონკრეტულ ზიანზე, რომელიც მას მიადგა და რაც გამოიხატება შემოსავლების შემცირებაში. ბაზარზე ისეთი სამართალდამრღვევის გამოჩენამ, როგორიცაა შპს „Technomax LLP“, გამოიწვია ის ფაქტი, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ (CGC) შეწყვიტა მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა და მისივე განცხადებით, ხელშეკრულება გააფორმა კომპანია შპს „Technomax LLP“-სთან, რადგან ეს კომპანია ახორციელებს ტრანზიტის უფლების გადაცემას მესამე პირებისათვის სრულიად უკანონოდ, რამაც გამოიწვია კავშირის მდგომარეობის გართულება ფინანსური თვალსაზრისით, რადგან უფლებამფლობელებთან აღებული ვალდებულებები მოიცავდა CGC-ს გადასახდელ თანხებსაც; სასამართლოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების შეჩერებით ზიანი იზრდება ყოველდღიურად, ხოლო შპს „Technomax LLP“-ის მიერ გრძელდება უკანონოდ მოპოვებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტი, ისე, რომ თავად ხარჯს არ წევს.

კომისიას მიმართა შპსსაქართველოს მედია ქსელმა“, როგორც ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის - „პრემიერლიგის“, ასევე ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის „ლა ლიგის“ ჩვენების ექსკლუზიური უფლების მფლობელმა საქართველოს ტერიტორიაზე. კომპანიის განმარტებით, შპს  „TECHNOMAX LLP“-ს თავის სამაუწყებლო პაკეტში ჩასმული აქვს НТВ-ს სპორტული არხები და სხვა სპორტული არხები, რომელთა საშუალებით ვრცელდება ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის („პრემიერლიგის“) და ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის („ლა ლიგის“) მატჩები; აღნიშნულით ირღვევა შპს „საქართველოს მედია ქსელის“, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე „პრემიერლიგისა“ და „ლა ლიგის“ მატჩების ჩვენების ექსკლუზივის მფლობელის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და ყოველდღიურად შპს „საქართველოს მედია ქსელს“ ადგება დიდი მატერიალური ზიანი გამომდინარე იქიდან, რომ  კომპანიას საკმაოდ სოლიდური თანხები აქვს გადახდილი უფლებამფლობელი პირებისთვის აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქტის ექსკლუზიური ჩვენების მოპოვებაში.

კომისიას ასევე მომართა შპს „ნიუ კონტენტმა“ და აცნობა, რომ უფლებამფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით მოპოვებული აქვს უფლება გადასცეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სატრანზიტო ოპერატორებს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: „НТВ Мир“, „РЕН ТВ“, „STV“, „Комедия ТВ“,  „МНОГОсерийное ТВ“, „Русская Ночь“,  „Индия ТВ“,  „Матчь“,  „Планета“,  „Кухня ТВ“, „Авто Плюс“, „Мужское Кино“, „365 Дней ТВ“, „Ля-Минор ТВ“, „HD Life“,  „Телеканал Ностальгия“, „НТВ-ПЛЮС КИНО ПЛЮС“, Премьера“,  „Кинохит“, „Киноклуб“,  „НТВ-ПЛЮС Наше Кино“, „Наше Новое Кино“, „НD Кино“, „English Club“, „Russian Extreme TV“, „Живая Планета“,  „Страна“,  „Парк развлечений“, „Моя Планета“, „Наука 2.0“, „История“, „Мульт“, „Бестселлер +“, „IQ HD“, „Сарафан“, „Техно 24“, „24 DOC“, „Мама“, „Настоящее страшное телевидение“, „Амедия“.  შპს „ნიუ კონტენტმა“ კომისიას აცნობა რომ სატრანზიტო ოპერატორების ქსელში, კერძოდ, შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელებში უკანონოდ ხორციელდება ეგრედწოდებული „MARTV“-ს ლოგოთი 250-ზე მეტი არხის რეტრანსლირება და კომისიისაგან მოითხოვა დაუყოვნებლივ მონიტორინგის ჩატარება და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

კომისიაში ასევე შემოსულია შპსსი-ენ-ეი ჯორჯიას  წერილი, რომლის თანახმად, შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოპოვებული აქვს უფლება გადასცეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სატრანზიტო ოპერატორებს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: „Охота и рыбалка“, „Усадьба“, „Здоровье“, „Психалогия 21“, „Драив“, „Вопросы и ответы“, „Домашние животные“, „Ретро“, „RTVi“, „Шансон“, „Детский Мир-Телеклуб“, „Наше Кино“, „Мир сериала“, „Music Box“, „Music box ru“, „Юмор ТВ“. შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ წერილში აღნიშულია, რომ სატრანზიტო ოპერატორების  შპს „ახტელის“, შპს „ახალი ქსელების“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ქსელებში უკანონოდ ხორციელდება ეგრეთწოდებული „MARTV“-ს ლოგოთი 250-ზე მეტი არხის რეტრანსლირება. კომპანიამ კომისიისაგან მოითხოვა დაუყოვნებლივი მონიტორინგის ჩატარება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება.

კომისიას ასევე მომართა შპს „კავკასუს ონლაინმა“, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, მის წერილში დასაბუთებულია, რომ შპს ,,TECHNOMAX LLP”-ის მიერ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტით უდიდესი ზიანი ადგება, როგორც მათ კომპანიას და სხვა კეთილსინდისიერად მომუშავე კომპანიებს, ისე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტული გარემოს არსებობას და თავად მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზარს, ვინაიდან აღნიშნული ბაზრით დაინტერესებული კომპანიები ამჯობინებენ თავი აარიდონ სრულად იმ ბაზარზე ოპერირებას, რომელიც ხასიათდება დარღვევებით. რაც შეეხება „კავკასუს ონლაინის“ ზიანს, კომპანიის განმარტებით ეს შესაძლოა გამოიხატოს არსებული აბონენტების გადინებასა და ახალი მომხმარებლების რიცხვის შემცირებაში.

კომისიაში, ასევე შემოსულია სამაუწყებლო არხების მფლობელების წერილები, ესენია: შპს „Ред Медиа“-ს 2015 წლის 22 მაისის წერილი; Discovery Communications Europe Limited-ის 2015 წლის 13 ნოემბრის წერილი; შპს „Сигнал Медиа Интернэшнл“-ის 2015 წლის 2 დეკემბრის წერილი; SPTI Networks Vostok LLC-ის 2015 წლის 17 ნოემბრის წერილი, რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს „TECHNOMAX  LLP“-ს არ აქვს მოპოვებული საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ შეისწავლა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირთა განცხადებები და მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირთა წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; კერძოდ, აღსრულების გადადებით სამაუწყებლო არხების არალეგალური ტრანზიტით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგება ამავე ბიზნესის მწარმოებელ იმ კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ მართლზომიერად მოპოვებულ სამაუწყებლო არხებს.  შესაბამისად, ზიანი ასევე ადგება აუდიო-ვოზუალური პროდუქციის მწარმოებლებს, რომლებიც ამ პროდუქციის რეტრანსლირების უფლების მესამე პირებზე გაცემით ღებულობენ შემოსავალს. ზემოაღნიშნულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით ზომების მიუღებლობას შედეგად მოჰყვება ის, რომ სამაუწყებლო არხების ტრანზიტის ბიზნესის მწარმოებლები დაკარგავენ მომხმარებელს, დაკარგავენ ინტერესს წამგებიანი, არაკონკურენტული ბიზნესის მიმართ, არაკონკურენტულ გარემოში შემცირდება მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებათა არჩევანი და გაუარესდება  მომსახურების ხარისხი, ხოლო აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მწარმოებლებს არ ექნებათ მოტივაცია შექმნან ხარისხიანი, მრავალფეროვანი, მაყურებლის ინტერესებზე ორიენტირებული პროდუქცია, უცხო ქვეყნებში წარმოებულ აუდიო-ვივუზუალური პროდუქციის მწარმოებლები და დისტრიბუტორები დაკარგავენ საქართველოს ბაზრის მიმართ ნდობას და ინტერესს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გაგრძელების პირობებში წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შედეგად შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი, საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა, რის შედეგადაც კომისია მოკლებული იქნება შესაძლებლობას უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება.

V.  სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თ) და ჰ)2  ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს ,,ახტელს“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19  მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. შპს ,,ახტელს“ დაევალოს  სამაუწყებლო არხების:  “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”,  “Euronews”, “Al  jazzira”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “CCTV 4”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НТВ НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, „Иллюзион+“ “Еврокино”, “XXI”,  “Fox Life”, „Sony international“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery World), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’,  “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”, “Авто+”, “Авто 24”, “24 Док”,“RT док”, “Домашний”, „Мужское Кино“, “Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “футбол 1”, “футбол 2”, “футбол 3”, “футбол 1HD”, “футбол 2HD“, “футбол 3HD”, “НТВ спорт”, “KXL”, “Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”,  “Eurosport 1 HD”, „Игра“, „Арена“, „Арена HD“, Игра HD, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, “Disney Channel”, “Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”, MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”, “MTV”, “Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”, “RU TV”, “Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ”, “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “TV RUS”, „Fashion tv HD“, “World fashion”, “Fashion one”, “ORT”, “Россия 1”, “Дождь”, “РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan” საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და სანებართვო წერილების გარეშე საკუთარი ქსელით გავრცელებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების  დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახტელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ახტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ახტელისთვის“ ჩაბარებისთანავე;
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ახტელისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

                                                                                                                               

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები