წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 233 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2016 16:07

მიღების თარიღი აპრილი 14, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 14 აპრილის №28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 14 აპრილის №28 სხდომას დაემატოს ორი (2) საკითხი:

ა) შპს „კვირა-ტვ”-ს მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2.კომისიის 2016 წლის 14 აპრილის №28 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 28 სხდომის დღის წესრიგი

              ქ. თბილისი                                                              2016  წლის 14 აპრილი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.ჯანელიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება  საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს ”ჰესტოკ ბათუმისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს ”არგო-2”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური
    დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს “ტაქსი დავინჩისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. შპს “ALTERVISION TV”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
  7. შპს „ტვ ვაზი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს „SKYNET“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ (მომხს.ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
  10. შპს „კვირა-ტვ”-ს მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები