საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ.
გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2016 13:03
მიღების თარიღი აპრილი 14, 2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ კომისიას მიმართა განცხადებით (№38/11-26-ს,25.01.16), საზღვრისპირა რეგიონში რადიოსაკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეების მინიჭების საჭიროების შესახებ.
მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები, რაც კომისიამ, შეთანხმების მიზნით საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 2016 წლის 17 თებერვალს აცნობა წერილით №4-ს.
შერჩეული რადიოსიხშირეების მინიჭებაზე და გამოყენებაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია კომისიას წერილობით (რეგისტრირებული №5-ს, 23.03.16) დაეთანხმა.
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს საზღვრისპირა რეგიონში რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N305, 22.04.2014) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
- მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საზღვრისპირა რეგიონში რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეები 1 წლის ვადით ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
- საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
- აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი. ხარებავა);
- კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ე.ასანიძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
