წვდომის მენიუ

შპს ,,ALTERVISION TV“ - სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: 238 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2016 15:03

მიღების თარიღი აპრილი 14, 2016

შპს ,,ALTERVISION TV“ - სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია. ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ)  და მ) ქვეპუნქტების თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებასა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა და პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  362  მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ავტორიზაციის პირობების დარღვევა.

2016 წლის 29 იანვარს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 29 იანვრის  №10/942-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან ერთად, სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს დაეკისრათ მთელი რიგი ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა. აღნიშნული ინფორმაცია, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე კომისიამ შპს ,,ALTERVISION TV“-ი ორჯერ გააფრთხილა  წერილობით (№01/1355-15. 13.07.2016; №01/2015-15. 23.09.2016) და მისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, კომპანიას  დღემდე არ შეუსრულებია კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და კომისიის მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 18 მარტს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ALTERVISION TV“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის, კერძოდ, ამ კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული და კომისიის მიერ მისგან გამოთხოვილი ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 31 მარტს, რის თაობაზეც შპს ,,ALTERVISION TV“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინება კომპანიას 2016 წლის 25  მარტს ჩაბარდა.

2016 წლის 31 მარტის სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს ,,ALTERVISION TV“-ის   უფლებამოსილი წარმომადგენელი,  მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების,  სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კომპანიას  2016 წლის 25 მარტს ჩაბარდა.  კომისიის მიერ დაცული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომისიამ 31 მარტის  სხდომაზე საკითხის განხილვა გადადო 2016  წლის 14 აპრილს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ALTERVISION TV“-ს  ეცნობა შეტყობინებით (N03/1090-16), რომელიც კომპანიას 2016 წლის 7 აპრილს ჩაბარდა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 14 აპრილს შპს „ALTERVISION TV”-იმ კომისიაში წარმოადგინა განცხადება (კომისიის მეილზე: post@gncc.ge) ავტორიზაციის სამი წლით შეჩერების თაობაზე.

კომისიის 2016 წლის 14 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი. კომისიის მიერ დაცული იქნა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული პირის ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,ALTERVISION TV”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კომპანიის  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის 2016 წლის  14 აპრილის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მ. ქადეიშვილმა დაადასტურა, რომ შპს „ALTERVISION TV“-ს არ აქვს შესრულებული კანონისმიერი ვალდებულება და კომისიის მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე.

2016 წლის  31  მარტის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 29 იანვრის  №შ-10/942-16  სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის 2015 წლის 13 ივლისის №01/1355-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,ALTERVISION TV“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026759582), წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ;

3. კომისიის 2015 წლის 23 სექტემბრის  №01/2015-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,ALTERVISION TV“-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026751531), წარმოდგენილი შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ;

4. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს  ,,ALTERVISON TV“-ის შესახებ;

5. 2016 წლის 31 მარტს დანიშნული კომისიის სხდომის თაობაზე შეტყობინების შპს ,,ALTEVISION TV“-ისათვის 2016 წლის 25 მარტს  ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

6. 2016 წლის 14 აპრილს დანიშნული კომისიის სხდომის თაობაზე შეტყობინების შპს „ALTERVISION TV”-ისათვის 2016 წლის  7  აპრილს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7. შპს „ALTERVISION TV“-ის 2016 წლის 14 აპრილის განცხადება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე;

8.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (მ. ქადეიშვილი) მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ALTERVISION TV“-ი  წარმოადგენს  ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-960; ავტორიზაციის თარიღი: 12.11.2012; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა);

2. 2015 წლის 17 ივნისს, ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (15.06.2015. სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რომლის თანახმად, 451 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;

გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია;

3. 2015 წლის 13 ივლისს, კომისიამ წერილობით (№01/1355-15) აცნობა შპს ,,ALTERVISION TV“-ი   ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე და სთხოვა 2015 წლის 29 ივლისამდე კომისიაში წარმოედგინა შემდეგი ინფორმაცია:

1. მაუწყებლობის ენა/ენები; 

2. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო  გეოგრაფიული არეალი:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შესაბამისი მულტიპლექსის მითითებით);

ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო);

გ) ინტერნეტი (საქართველო);         

დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველოს ან საქართველოს ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების - თვითმმართველი ქალაქები ან/და მუნიციპალიტეტების მითითებით);

3. მაუწყებლობის დაწყების ვადა (გავრცელების ტექნოლოგიის მითითებით);

4. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა (გავრცელების ტექნოლოგიის მითითებით)

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი: ა) ღია (უფასო); ბ) ფასიანი.

თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები: ა) უფასო; ბ) ფასიანი

ინტერნეტი: ა) უფასო; ბ) ფასიანი

მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები: ა) უფასო; ბ)  ფასიანი (იმ შემთხვევაში, როცა ტრანზიტული ოპერატორისთვის მაუწყებლის კონტენტი არის ფასიანი)

5. საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

6.  განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

7. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;

8.  ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

9.  ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

10. ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

11. ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი№3).

მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (ქონებრივი დეკლარაციის ფორმები დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების დანართი№2);

სამაუწყებლო არხის ბრენდული სახელწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომისიის 2015 წლის 13 ივლისის №01/1355-15 წერილი შპს ,,ALTERVISION TV“-ს ჩაბარდა 2015 წლის 14 ივლისს;

4. 2015 წლის 23 სექტემბერს, კომისიამ წერილობით (№01/2015-15) განმეორებით აცნობა შპს ,,ALTERVISION TV“-ს  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე და სთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოედგინა ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხ. ფაქტობრივი გარემოებების პუნქტი 3).  აღნიშნული  წერილი  შპს ,,ALTERVISION TV“- ის ჩაბარდა  2015  წლის  28  სექტემბერს;

5. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს  ,,ALTERVISION TV“-ს  არ ჰქონდა წარმოდგენილი კომისიაში მოთხოვნილი ინფორმაცია;

6. შპს ,,ALTERVISON TV“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

 კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

3. 2015 წლის 17 ივნისს, ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (15.06.2015. სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რომლის თანახმად, 451 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

1. სათემო ან კერძო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;

გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლებს ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კომისიისთვის უნდა წარმოედგინათ ამ კანონით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს, ხოლო თუ დარღვევა აღმოფხვრილი არ არის ან კომისიის გადაწყვეტილება შესრულებული არ არის − განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ALTERVISION TV“-ი, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა. ასევე, კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, შპს ,ALTERVISION TV“-ის  მიერ, კანონით განსაზღვრული და კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის კომისიაში, კანონითა და კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი (15.06.2015. სარეგისტრაციო კოდი: 045014000.05.001.017777), რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ALTERVISION TV“-ის მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,ALTERVISION TV“-ი  წერილობით უნდა გაფრთხილდეს. ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კომპანიის 2016 წლის 14 აპრილის მოთხოვნა ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის  მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით ( სამი წელი) შეუჩერდეს ავტორიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის  პირველი და მე-2 მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, 362  მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ALTERVISION TV“-ს   მიეცეს  წერილობითი გაფრთხილება, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო;

2. შპს „ALTERVISION TV”-ს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად შეუჩერდეს ავტორიზაცია სამი წლის ვადით;

 3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) შპს ,,ALTERVISION TV“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  ,,ALTERVISION TV“-ისთვის    გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ნ. ჯავახიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,ALTERVISION TV“-ისათვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს,,ALTERVISON TV“-ისათვის   ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) კომპანიისათვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

8.  კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია).

კომისიის თავმჯდომარე                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                          მერაბ ქათამაძე

 

 

 

         

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები