შპს ,,ტვ-ვაზი”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 25, 2016 16:57
მიღების თარიღი აპრილი 14, 2016
შპს ,,ტვ-ვაზი”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 29 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის №10/2999-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2016 წლის 22 მარტის №8 შემოწმების აქტი; კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის № 04/2610-15 წერილი თანდართული მასალით; კომისიის 2016 წლის 22 თებერვლის № 04/613-16 წერილი; შპს ,,ტვ ვაზი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი), საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წლის 22 მარტს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს ,,ტვ-ვაზი”-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენითა და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის თაობაზე შედგა შემოწმების აქტი №8; შემოწმება ჩატარდა შპს „ტვ-ვაზი“-ის სათაო ოფისში მისამართზე: ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-3 მ/რ, მე-2 კვ. მე-15 კორპ. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტვ-ვაზი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ,,TV 8int“, ,,Euro”, ,,Dream turk”, ,,CNN Turk”, ,,HIT”, ,,МИР“, ,,МИР 24“, ,,PBK”, „ТНТ4“, ,,TPO”, ,,Звезда“, ,,НТВ“, ,,inter AZ”, ,,Music Turk”, ,,Dolunay”, ,,Top pop”, ,,Cannal V”, ,,Cannal S”, „იმედი“, ,,GDS“, ,,History”, „მაესტრო“, ,,Россия 24“, ,,აჭარა“, ,,პალიტრა ტვ“, „Футбол 1“, ,,Pланета РТР“, ,,ობიექტივი“, „Пятница“, ,,TV 1000 action”, ,,Autdoor”, ,,Зоопарк“, ,,2X2”, ,,THT”, „ტელეარხი 25“, ,,Карусель“, „Fashion tv“, ,,TV 3“(რუსული), ,,იბერია“, ,,Дом Кино“, ,,CTC” „ენკი-ბენკი“.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის №10/2999-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ტვ-ვაზი“-ს, 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით, კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ,,TV 8int“, ,,Euro”, ,,Dream turk”, ,,CNN Turk”, ,,HIT”, ,,МИР“, ,,МИР 24“, ,,PBK”, ,,TPO”, ,,Звезда“, ,,НТВ“, ,,inter AZ”, ,,Music Turk”, ,,Dolunay”, ,,Top pop”, ,,Cannal V”, ,,Cannal S”, „იმედი“, ,,GDS“, „მაესტრო“, ,,Россия 24“, ,,აჭარა“, ,,პალიტრა ტვ“, „Футбол 1“, ,,ობიექტივი“, „Пятница“, ,,Autdoor”, ,,Зоопарк“, ,,2X2”, ,,THT”, „ტელეარხი 25“, „Fashion tv“, ,,TV 3“(რუსული), ,,იბერია“, ,,Дом Кино“, ,,CTC” „ენკი-ბენკი“. აქედან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ტვ-ვაზი”-ს მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2015 წლის 4 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი წერილიდან ირკვევა, რომ შპს ,,ТПО Ред Медия“-მ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებები შპს ,,ტვ მედიანეტთან“ და შპს ,,მედია კონტენტთან“, რის თაობაზეც კომისიის 2016 წლის 22 თებერვლის წერილით №04/613-16 ეცნობა შპს ,,ტვ-ვაზი“-ს.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 4 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტვ-ვაზი”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 14 აპრილს, 15:00 სთ-ზე. აღნიშნულის შესახებ შპს ,,ტვ-ვაზი”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 14 აპრილს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ტვ-ვაზი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა კომისიის შეტყობინება (№03/1072-16; 4.04.2016) შპს ,,ტვ-ვაზი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ შპს ,,ტვ-ვაზი“-ს ჩაბარდა 2016 წლის 5 აპრილს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: AP01000596880). გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს ,,ტვ-ვაზის“-ის დასწრების გარეშე.
2014 წლის 14 აპრილს, კომისიის სხდომაზე შესაბამისი მინდობილობის გარეშე გამოცხადდა შპს ,,ტვ-ვაზი“-ს წარმომადგენელი, რომელსაც, როგორც დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოეთქვა თავისი მოსაზრება. მან აღნიშნა, რომ ის არის შპს ,,ტვ-ვაზი“-ს ხელმძღვანელი და განმარტა, რომ კომპანია მართავს მოლაპარაკებებს სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების მოპოვების მიზნით, ხოლო მთელ რიგ არხებზე უკვე მოპოვებული აქვთ ეს უფლება.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტვ-ვაზი”-ს შესახებ მონაცემები;
2. კომისიის შეტყობინება (№03/1072-16; 4.04.2016) და ამ შეტყობინების შპს ,,ტვ-ვაზი“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტი. გზავნილის კოდი: AP01000596880);
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის №10/2999-16 სამსახურებრივი ბარათი;
4. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის №8 შემოწმების აქტი;
5. 2016 წლის 22 მარტს ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);
6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილი, 2015 წლის 11 ნოემბრის №04/2610-15 და 2016 წლის 22 თებერვლის №04/613-16 წერილები და ამ წერილების შპს ,,ტვ-ვაზი“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ტვ-ვაზი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 14.01.2015; ავტორიზებული საქმიანობის სახე - B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი; A.F.1 - ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
2. შპს ,,ტვ-ვაზი”-ს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
3. 2016 წლის 22 მარტს, 10:35 საათზე, შპს ,,ტვ-ვაზი”-ს სათაო ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვაზისუბნის მე-3 მ/რ, მე-2 კვ. მე-15 კორპ., კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს ,,ტვ-ვაზი“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №8. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები: ზ.კვირკველია და ი. ბაღაშვილი, კომპანიის მოლარე-ოპერატორი ა.გრიგორიანი;
4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ,,ტვ-ვაზი” საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,TV 8int“, ,,Euro”, ,,Dream turk”, ,,CNN Turk”, ,,HIT”, ,,МИР“, ,,МИР 24“, ,,PBK”, „ТНТ4“, ,,TPO”, ,,Звезда“, ,,НТВ“, ,,inter AZ”, ,,Music Turk”, ,,Dolunay”, ,,Top pop”, ,,Cannal V”, ,,Cannal S”, „იმედი“, ,,GDS“, ,,History”, „მაესტრო“, ,,Россия 24“, ,,აჭარა“, ,,პალიტრა ტვ“, „Футбол 1“, ,,Pланета РТР“, ,,ობიექტივი“, „Пятница“, ,,TV 1000 action”, ,,Autdoor”, ,,Зоопарк“, ,,2X2”, ,,THT”, „ტელეარხი 25“, ,,Карусель“, „Fashion tv“, ,,TV 3“(რუსული), ,,იბერია“, ,,Дом Кино“, ,,CTC” „ენკი-ბენკი“;
5. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2016 წლის 22 მარტის №8 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
6. 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, შპს ,,ტვ-ვაზი”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია მის მიერ გავრცელებული სამაუწყებლო არხების: ,,TV 8int“, ,,Euro”, ,,Dream turk”, ,,CNN Turk”, ,,HIT”, ,,МИР“, ,,МИР 24“, ,,PBK”, ,,TPO”, ,,Звезда“, ,,НТВ“, ,,inter AZ”, ,,Music Turk”, ,,Dolunay”, ,,Top pop”, ,,Cannal V”, ,,Cannal S”, „იმედი“, ,,GDS“, „მაესტრო“, ,,Россия 24“, ,,აჭარა“, ,,პალიტრა ტვ“, „Футбол 1“, ,,ობიექტივი“, „Пятница“, ,,Autdoor”, ,,Зоопарк“, ,,2X2”, ,,THT”, „ტელეარხი 25“, „Fashion tv“, ,,TV 3“(რუსული), ,,იბერია“, ,,Дом Кино“, ,,CTC” „ენკი-ბენკი“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);
7. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს ,,ტვ-ვაზი“-ს ჩაბარდა 14.01.2015) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტვ-ვაზი“-ს, ეცნობათ და განემარტათ, რომ ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მოპოვებული უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ.
ამავე წერილით, შპს ,,ტვ-ვაზი“-ს განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება: ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ. ხოლო მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. აღნიშნულის გარდა, მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ინდივიდუალური შეტყობინებით ინფორმაციის მიწოდებას, მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების პაკეტის შეცვლის ან პაკეტში ცვლილების შემთხვევაში, ახალი პაკეტით მომსახურების დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
8. შპს ,,ტვ-ვაზი”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი ზომა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
9. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს; ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ 2016 წლის 22 მარტის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების: ,,TV 8int“, ,,Euro”, ,,Dream turk”, ,,CNN Turk”, ,,HIT”, ,,МИР“, ,,МИР 24“, ,,PBK”, ,,TPO”, ,,Звезда“, ,,НТВ“, ,,inter AZ”, ,,Music Turk”, ,,Dolunay”, ,,Top pop”, ,,Cannal V”, ,,Cannal S”, „იმედი“, ,,GDS“, „მაესტრო“, ,,Россия 24“, ,,აჭარა“, ,,პალიტრა ტვ“, „Футбол 1“, ,,ობიექტივი“, „Пятница“, ,,Autdoor”, ,,Зоопарк“, ,,2X2”, ,,THT”, „ტელეარხი 25“, „Fashion tv“, ,,TV 3“(რუსული), ,,იბერია“, ,,Дом Кино“, ,,CTC” „ენკი-ბენკი“, შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,ტვ-ვაზი”-ის მიერ დარღვეულია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი. ვინაიდან, შპს ,,ტვ-ვაზი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, ის უნდა წერილობით გაფრთხილდეს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ტვ-ვაზი”-ს მიეცეს გაფრთხილება ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) შპს ,,ტვ-ვაზი“-ს შემოწმების განხორციელება სატელევიზიო არხების: ,,TV 8int“, ,,Euro”, ,,Dream turk”, ,,CNN Turk”, ,,HIT”, ,,МИР“, ,,МИР 24“, ,,PBK”, ,,TPO”, ,,Звезда“, ,,НТВ“, ,,inter AZ”, ,,Music Turk”, ,,Dolunay”, ,,Top pop”, ,,Cannal V”, ,,Cannal S”, „იმედი“, ,,GDS“, „მაესტრო“, ,,Россия 24“, ,,აჭარა“, ,,პალიტრა ტვ“, „Футбол 1“, ,,ობიექტივი“, „Пятница“, ,,Autdoor”, ,,Зоопарк“, ,,2X2”, ,,THT”, „ტელეარხი 25“, „Fashion tv“, ,,TV 3“(რუსული), ,,იბერია“, ,,Дом Кино“, ,,CTC” „ენკი-ბენკი“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაცემის შეწყვეტის დადგენის მიზნით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტვ-ვაზი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია) შპს ,,ტვ-ვაზი”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტვ-ვაზი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,ტვ-ვაზი”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
