შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2016 16:45
მიღების თარიღი აპრილი 14, 2016
შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 10 აგვისტოს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5715-15 მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ნოვუსი“ პერმანენტულად არ წარმოადგენს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს და მიუხედავად გამაფრთხილებელი წერილობითი შეტყობინებისა (კომისიის წერილი №05/1481-15), კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2015 წლის 14 აგვისტოს №10/5844-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათით ეცნობა, რომ შპს „ნოვუსს“ 2012 წლის ივლისის თვის შემდეგ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში არ წარმოუდგენია, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 25 აგვისტოს NS-10/6274-16 სამსახურებრივი ბარათით კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს, მისი 2015 წლის 21 აგვისტოს N10/6181-15 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, ეცნობა, რომ შპს ,,ნოვუსს“ 2014 წლის იანვრიდან წარმოსადგენი ჰქონდა სტატისტიკური ანგარიშგების შემდეგი ფორმები: ფორმა 1.2 (შემოსავლები და 2013-2014 წლების წლიური ფორმები - ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტიციები). ასევე, ფორმა 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) ფორმა 4.4 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - აბონენტები კვარტალში) და ფორმა 4.5 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - აღწერა).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპრატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5716-15 მოხსენებითი ბარათისა და საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის პირველ სექტემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 8 სექტემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ნოვუსს“ ეცნობა შეტყობინებით (№03/1851-15; 01.09.2015), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ შეტყობინება 2015 წლის პირველ სექტემბერს ჩაიბარა შპს „ნოვუსის” კანცელარიის თანამშრომელმა მ. კაკაშვილმა, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040026753041).
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ნოვუსის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №B14067549/3 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა შპს „ნოვუსის“ (ს/ნ 205290282) დირექტორის თამარ ლალაზაშვილის განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე, ხოლო 2014 წლის პირველი ივლისის №B14068002/3 გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ნოვუსს“ დაუდგინა ხარვეზი შპს „ნოვუსის“ სარეგისტრაციო მონაცემების მეწარმე სუბიექტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, კერძოდ, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების თაობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად განუსაზღვრა 30 დღიანი ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ნოვუსს“ არ წარმოუდგენია მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „ნოვუსის“ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ. ამასთან, 2015 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ნოვუსის“ მიმართ სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას შპს „ნოვუსის“ წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეჩერებულიყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ნოვუს“-ის, როგორც მეწარმე სუბიექტის სტატუსის საბოლოო გარკვევამდე და 2015 წლის 8 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება №540/22 შპს ,,ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 16 ოქტომბრის №შ-3/7771-15 წერილით კომისიას ეცნობა, რომ სააგენტოს №B1467549/3 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა შპს ,,ნოვუსის“ დირექტორის თამარ ლალაზაშვილის განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს განმარტებით, 2014 წლის პირველ ივლისის NB14068002/3 გადაწყვეტილებით შპს ,,ნოვუსს“, როგორც არასწორად რეგისტრირებულ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2015 წლის №12 ოქტომბრის B14116452/3 გადაწყვეტილებით დაიწყო შპს ,,ნოვუსის“ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი. ამასთან, ამავე წერილის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და ლიკვიდატორი რეგისტრირებული არ არის.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 31 მარტის №შ-10/3066-16 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, შპს ,,ნოვუსმა“ შეასრულა ყველა კანონისმიერი ვალდებულება და მოთხოვნილი აქვს ავტორიზაციის გაუქმება.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ნოვუსის“ განცხადება (შ-7/8381-15; 02.11.2015), რომლის თანახმად, შპს ,,ნოვუსი“ არ აპირებს საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას და მოითხოვა ავტორიზაციის გაუქმება, თუმცა, ამ მომენტისთვის მას კომისიის წინაშე შესრულებული არ ჰქონდა ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიის 2015 წლის 21 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,ნოვუსის“ დირექტორია გიორგი სვანიშვილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 31 მარტის №შ-10/3066-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 14 აპრილს დაინიშნა შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ საკითხის განხილვა, რის თაობაზეც შეტყობინება (N03/1165-16; .11.04.2016) შპს ,,ნოვუსს“ 2016 წლის 12 აპრილს ჩაბარდა კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ მისამართზე: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 95.
კომისიის 2016 წლის 14 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ნოვუსის“ წარმომადგენელი.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტმა (რ. სხირტლაძე) კომისიის 2016 წლის 14 აპრილის სხდომაზე დაადასტურა, რომ შპს ,,ნოვუსმა“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (მათ შორის, ნულოვანი ანგარიშგების ფორმები 2014 წლიდან) შეავსო 2016 წლის 22 მარტს, ხოლო კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტმა (ნ. ჯანელიძემ) დაადასტურა, რომ შპს ,,ნოვუსმა“ 2016 წლის 23 მარტს წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (მათ შორის, 2013, 2014, 2015, 2016 წლის ნულოვანი გაანგარიშებები) და დავალიანება არ ერიცხება.
კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №შ-10/5715-15 მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2015 წლის 17 აგვისტოს №შ-10/5892-15 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 18 აგვისტოს №შ-10/6274-15 მოხსენებითი ბარათი;
- კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1481-15 წერილი და ამ წერილის შპს ,,ნოვუსისთვის” ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ნოვუსის“ შესახებ მონაცემები;
- კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 31 მარტის Nშ-10/3066-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
- შპს ,,ნოვუსის“ 2015 წლის 2 ნოემბრის Nშ-7/8381-15 განცხადება;
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 16 ოქტომბრის №შ-3/7771-15 წერილი.
- კომისიის 2015 წლის 21 ივლისის N05/1481-15 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,ნოვუსისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040026750104).
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,ნოვუსი“ (ს/კ 205290282) არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2016; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა (ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქნმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
- შპს ,,ნოვუსი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1481 წერილით შპს „ნოვუსს“განემარტა კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესახებ ამავე გადაწყვეტილების დანართ №1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებასა და კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი პერიოდულობით. ამავე წერილით კომპანიას მოეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება. კომისიის 2015 წლის 20 ივლისის №05/1481-15 წერილი შპს ,,ნოვუსს“ ჩაბარდა 2015 წლის 24 ივლისს;
- 2015 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით, 2014 წლის იანვრიდან შპს ,,ნოვუსს“ კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა შემდეგი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: ფორმა 1.2 (შემოსავლები და 2013-2014 წლების წლიური ფორმები - ფორმა 1.2 (თანამშრომლები) და ფორმა 1.3 (ინვესტიციები). ასევე, ფორმა 4.3 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება) ფორმა 4.4 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - აბონენტები კვარტალში) და ფორმა 4.5 (მაუწყებლობის ტრანზიტული მომსახურება - აღწერა);
- 2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,ნოვუსს“ 2012 წლის ივლისის თვის შემდეგ კომისიაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდებოდა;
- შპს ,,ნოვუსმა“ 2015 წლის 2 ნოემბრის შ-7/8381-15 განცხადებით მიმართა კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით;
- შპს ,,ნოვუსმა“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (მათ შორის, ნულოვანი ანგარიშგების ფრომები 2014 წლიდან) შეავსო 2016 წლის 22 მარტს;
- შპს ,,ნოვუსმა“ 2016 წლის 23 მარტს წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (მათ შორის, 2013, 2014, 2015, 2016 წლის ნულოვანი გაანგარიშებები) და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები. ამავე გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი № 1 და დანართი № 2) წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაცია გაუქმდება ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ნოვუსის“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევას, ხოლო შპს „ნოვუს“-ის მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მოთხოვნილ ვადაში წარმოუდგენლობით ადგილი აქვს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც წარმოადგენს შპს ,,ნოვუსისთვის“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
კომისიის მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული შპს „ნოვუსის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი. სამართალდარღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების დანიშნულება და მიზანი არის სამართალდამრღვევის გამოსწორება, სამართალდარღვევის მომავალში ჩადენის თავიდან აცილება და საჯარო წესრიგის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ნოვუსის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა კანონისმიერი ვალდებულებები, ამასთან, კომპანიის მიერ წარმოდგენილია სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვანი ფორმები (2014 წლიდან) და რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები (2013, 2014, 2015 და 2016 წლები), ასევე, შპს „ნოვუსის“ მიერ მოთხოვნილია ავტორიზაციის გაუქმება. შესაბამისად, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე მისი ავტორიზაციის გაუქმების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს, შპს „ნოვუსის“ მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენება აზრს მოკლებულია და არ ემსახურება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ობიექტურ მიზანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია კომისიის უფლებამოსილება ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღევის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახე, კომისია მოქმედებს რა აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში:
ა) შპს „ნოვუსს“ უნდა დაუდასტურდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ შესრულებულია ყველა კანონისმიერ ვალდებულება და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ბ) შპს „ნოვუსს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად უნდა გაუუქმდეს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულურების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ნოვუსს“ დაუდასტურდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის და კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების დარღვევის ფაქტი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას, კომისიის წინაშე შესრულებული აქვს კანონისმიერი ვალდებულებები და ითხოვს ავტორიზაციის გაუქმებას, შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
2. გაუქმდეს შპს „ნოვუსის“ ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-7 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) შპს „ნოვუსისთვის“ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ნოვუსისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ნოვუსისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ნოვუსისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
