“შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2016 15:45
მიღების თარიღი აპრილი 14, 2016
“შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა შპს „სტერეო+“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/1605-16, 19/02/16) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირება, კერძოდ სამივე ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტის გეოგრაფიული კოორდინატების შეცვლა ახალი კოორდინატებით (41°37'5.98"N; 41°55'59.05"E). როგორც წერილშია აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კოორდინატებზე განთავსებულ გადამცემებს 2015 წლის 17 ივნისის შემდეგ რამდენჯერმე დაეცა მეხი, ხოლო მათ მიერ შერჩეული ახალი კოორდინატები უკეთესია დაფარვის არეალის გაზრდისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის:
ა) №MUX B ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტს განსაზღვრული აქვს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°35'54.87" |
41°55'23.07" |
25 |
ND |
H |
27 |
522 |
8 |
ბ) №MUX D ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტს განსაზღვრული აქვს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°35'54.87" |
41°55'23.07" |
25 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
გ) №MUX E ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტს განსაზღვრული აქვს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°35'54.87" |
41°55'23.07" |
25 |
ND |
H |
33 |
570 |
8 |
კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/3118-16, 04.04.2016) თანახმად დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”სტერეო+”-ის მოთხოვნა და სათანადო გათვლების ჩატარების შედეგად შესაძლებლია დაკმაყოფილდეს შპს „სტერეო +“-ის მოთხოვნა და შევიდეს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 " |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
27 |
522 |
8 |
2. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 ” |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
3. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 " |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
33 |
570 |
8 |
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”სტერეო+“-ის განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2016 წლის 19 მაისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+”-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
