წვდომის მენიუ

სს „სილქნეტისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 247 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2016 15:11

მიღების თარიღი აპრილი 21, 2016

სს „სილქნეტისთვის“ არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტმა“   კომისიას    მიმართა    განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/535-16,20.01.16)), ამავე განცხადების დანართში გასაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

მოთხოვნილ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა სიხშირეები და  სს „სილქნეტს“,  შეთანხმების მიზნით  2016 წლის  07 აპრილს გაეგზავნა  წერილი №06/1116-16; აღნიშნულ წერილში განსაზღვრული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობა სს ”სილქნეტმა” კომისიას აცნობა წერილით №1732/05-8, 13.04.16 (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/3410-16, 16.04.16).

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტი“ რეგისტრირებულია ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ  (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 02.04.2009, საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978) და წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010).

„ელექტრონული   კომუნიკაციების    შესახებ“  საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი   ან   რადიოსარელეო   ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს,  10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება  რადიოსიხშირული   სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „სილქნეტს“  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  55901  (ორმოცდათხუთმეტი ათას ცხრაასერთი  ლარი ) ლარს.  

კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს სს „სილქნეტს“  რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის   მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2026  წლის  21  აპრილამდე, აუქციონის გარეშე;

2.  განესაზღვროს სს „სილქნეტს“ სიხშირული  რესურსით სარგებლობის     უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 55901  (ორმოცდათხუთმეტი ათას ცხრაასერთი  ლარი) ლარის ოდენობით.         

3.  უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“   ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 55901  (ორმოცდათხუთმეტი ათას ცხრაასერთი  ლარი) ლარის   გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში 2016 წლის 01  მაისამდე;

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

       ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      TRESGE 22;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს   სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენების უფლება სს „სილქნეტს“  მიეცეს ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებისთანავე; 

5. სს „სილქნეტის“  მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 55901  (ორმოცდათხუთმეტი ათას ცხრაასერთი  ლარი) ლარის  გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ)ქვეპუნქტის  შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;

6. აღირიცხოს სს „სილქნეტისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „სილქნეტისთვის“  რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან    1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).                                                                       

 კომისიის  თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                               მ.ქათამაძე                                                                                                                                                                  

  კომისიის    წევრი                                                    ე.ასანიძე                                                                 

  კომისიის    წევრი                                                     გ.ფრუიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები