“Van East LTD“-ს კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ აქციების სრული პაკეტის 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი მაჩიტიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან მაჩიტიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2016 16:21
მიღების თარიღი აპრილი 21, 2016
“Van East LTD“-ს კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ აქციების სრული პაკეტის 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი მაჩიტიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან მაჩიტიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 5 აპრილს №126 წერილით მიმართა სს “გლობალ ერთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/3160-16 05.04.2016), “Van East LTD“-ს კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ აქციების სრული პაკეტის 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი მაჩიტიძის (პ/ნ 01024029XXX) და 50%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან მაჩიტიძის (პ/ნ 01008032XXX) მიერ შეძენის განზრახვის თაობაზე, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
სს “გლობალ ერთი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
||
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
||
|
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||
|
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
||
|
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. |
||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
||
|
|
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); |
||
|
|
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); |
||
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; |
|
|
|
|
WiFi. კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთი” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე ფლობს შემდეგ ნუმერაციის რესურსებს: 2157XXX-2159XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი; მოქმედების ვადა: 17. 08.2017; 1-0-1-8 (ერთი-ნული-ერთი-რვა), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად; სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო; მოქმედების ვადა: 30.03.2021; 900 800 800, 900 900 800 და 900 800 900 (სულ სამი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით დამატებული ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ავტორიზებული საქმიანობისთვის; გეოგრაფიული ზონა: საქართველო; მოქმედების ვადა: 20.01.2021;
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთი” ასევე ფლობს: ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N105 ნებართვას შემდეგი სანებართვო პირობებით: ნუმერაციის რესურსი: სულ 4000 (ოთხი ათასი) სააბონენტო ნომერი (995 32 243 60 00 - 995 32 243 99 99) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზე-ბისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის; გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N243 ნებართვას შემდეგი სანებართვო პირობებით: ნუმერაციის რესურსი: 1-6-1-1-1 (ერთი-ექვსი-ერთი-ერთი-ერთი) ავტორიზებული საქმიანობისას, მობილური და ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის წინასწარი არჩევის დასაფიქსირებლად; გეოგრაფიული ზონა: საქართველო; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N8 ნებართვას შემდეგი სანებართვო პირობებით: ნუმერაციის რესურსი: 800 800 90X (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის; გეოგრაფიული ზონა: საქართველო; სს ”გლობალ ერთს” კომისიის 25.11.2011. №664/15 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-3 (შვიდი-ოთხი-შვიდი-სამი), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს ”გლობალ ერთი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს: №F57 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით: რადიოსიხშირული სპექტრი: 10260.0მჰც ÷ 10288.0მჰც და 10610.0მჰც ÷ 10638.0 მჰც წყვილი სიხშირული ზოლი (თითოეული ზოლის სიგანე 28მჰც, გადამცემის სიმძლავრე არაუმეტეს 1.0 ვატისა); გეოგრაფიული ზონა ქ.თბილისი; მოქმედების ვადა: 2017 წლის 17 აგვისტომდე; №F74 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: რადიოსიხშირული სპექტრი - 5210 მჰც, რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 20 მჰც; სიმძლავრე - 1 ვატი; სადგურების რაოდენობა - 2 სადგური; გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი; მოქმედების ვადა: 2019 წლის 16 ოქტომბრამდე; №F76 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: რადიოსიხშირული სპექტრი - 8363 მჰც ± 14 მჰც და 8482 მჰც ± 14 მჰც; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; სიმძლავრე - 1 ვატი; სადგურების რაოდენობა - 2 სადგური; გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 11 დეკემბრამდე; “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “გლობალ ერთის“ მიერ 2016 წლის 5 აპრილს №126 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3160-16 05.04.2016), წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: - ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ; - ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან (2014-2015 წწ); - სს “გლობალ ერთის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; - ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის “ეროვნული რეესტრის“ ამონაწერი სს “გლობალ ერთის“ აქციათა რეესტრის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 1 აპრილისათვის; - სს “გლობალ ერთის“ აქციათა 100%-ის მფლობელის “Van East LTD“-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანები. - სს “გლობალ ერთის“ აქციათა შეძენის მსურველი ფიზიკური პირების, გიორგი მაჩიტიძისა და რუსუდან მაჩიტიძის პირადი მონაცემები; - სს “გლობალ ერთის“ წერილი №60 12.04.2016, სს “გლობალ ერთის“ აქციათა 100%-ის მფლობელის “Van East LTD“-ის მიერ კუთვნილი აქციების გასხვისების თაობაზე თანხმობის შესახებ. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის “ეროვნული რეესტრის“ მიერ 2016 წლის 1 აპრილს გაცემული ამონაწერის თანახმად, სს “გლობალ ერთის“ აქციონერია “Van East Ltd“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც ფლობს სს “გლობალ ერთის“ აქციების 100%-ს. სს “გლობალ ერთის“ გენერალური დირექტორია გიორგი მაჩიტიძე (პ/ნ 01008013484). კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს “გლობალ ერთის“, სს “გლობალ ერთის“ გენერალური დირექტორის გიორგი მაჩიტიძის, სს “გლობალ ერთის“ აქციონერის “Van East Ltd“-ს, სს “გლობალ ერთის“ აქციების შეძენის მსურველი ფიზიკური პირების: გიორგი მაჩიტიძის (პ/ნ 01024029XXX), რუსუდან მაჩიტიძის (პ/ნ 01008032XXX), აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად: 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის თებერვლის თვის ჩათვლით ქალაქ თბილისში სს „გლობალ ერთის“ მიერ ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 77917 ლარი (ხვედრითი წილი 0,2%), ხოლო ფიქსირებული საცალო სატელეფონო აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 1616 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,45%). 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის თებერვლის თვის ჩათვლით ქალაქ თბილისში სს „გლობალ ერთის“ მიერ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 544946 ლარი (ხვედრითი წილი 0,4%), ხოლო ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 527 აბონენტი (ხვედრითი წილი 0,17%). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “Van East LTD“-ს კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ აქციების სრული პაკეტის ფიზიკური პირების გიორგი მაჩიტიძის (პ/ნ 01024029XXX) და რუსუდან მაჩიტიძის (პ/ნ 01008032XXX) მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს “Van East LTD“-ს კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ აქციების სრული პაკეტის ფიზიკური პირების გიორგი მაჩიტიძის (პ/ნ 01024029XXX) და რუსუდან მაჩიტიძის (პ/ნ 01008032XXX) მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა სს “გლობალ ერთს“, სს “გლობალ ერთის“ აქციების სრული პაკეტის 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი მაჩიტიძის (პ/ნ 01024029XXX) და 50%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან მაჩიტიძის (პ/ნ 01008032XXX) მიერ შეძენაზე; 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სს “გლობალ ერთისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს “გლობალ ერთისათვის“ ჩაბარების დღიდან; 4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი). კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი ელისო ასანიძე კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
|
|
|
|
|
|
|
|
