სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2016 13:50
მიღების თარიღი აპრილი 21, 2016
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, კომისიის 2015 წლის 29 დეკემბერს N819/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი. ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები და საკონკურსო საბჭოს შემადგენლობა.
გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის საკონკურსო განაცხადის მიღების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 25 თებერვლის 10 საათიდან 2016 წლის 11 აპრილის 19:00 საათამდე;
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები კომისიაში წარმოადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:
ა) „Mediafon Datapro” (კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რეგისტრირებული ლიტვაში, საიდენტიფიკაციო ნომერი: 304065322) და „Mediafon“ (კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, რეგისტრირებული ლიტვაში, საიდენტიფიკაციო ნომერი: 124424581) ერთობლივად მოქმედი, როგორც – „MEDIAFON”-ი (შემდგომში„MEDIAFON”–ი) (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი: 11.04.2016; №შ – 11/3292-16 ; დრო: 13:49 სთ.);
ბ) შპს „მედიაპრო ჯორჯია“, საიდენტიფიკაციო კოდი 204551742 (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი:11.04.2016; № შ 11/3316-16; დრო: 16:50სთ.);
გ) შპს „პორტაბელობა ჯი“ საიდენტიფიკაციო კოდი 405142037 (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი:11.04.2016; № შ-11/3332-16; დრო: 18:42 სთ.).
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის N819/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკონკურსო განაცხადები და თანდართული დოკუმენტაცია გადაეცა საკონკურსო საბჭოს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო საბჭოს მიერ 2016 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა საკონკურსო საბჭოს დასკვნა (თან ერთვის), საკონკურსო წინადადებათა შეფასების თაობაზე, რომლის შესაბამისადაც, საკონკურსო საბჭოს მიერ, კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის N819/10 გადაწყვეტილებით დადგენილი საკონკურსო პირობების შესაბამისად შეფასებულ იქნა კონკურსში მონაწილეთა საკონკურსო განაცხადები და თანდართული დოკუმენტაცია.
საკონკურსო საბჭოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ:
1. საბჭოს პირველ სხდომაზე შპს „პორტაბელობა ჯის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მსჯელობის გამართვის შემდგომ შპს „პორტაბელობა ჯი“, რვა ხმით ორის წინააღმდეგ, არ იქნა დაშვებული კონკურსის მომდევნო ეტაპზე და იგი დისკვალიფიცირებულ იქნა საკონკურსო პირობების მე–7 მუხლის მე–10 პუნქტის ა), ბ) და დ) ქვეპუნქტების შესაბამისად. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერი, რომლის შესაბამისად, შპს „პორტაბელობა ჯის“ 100% წილის მფლობელი და დირექორი არის ნ. პ.), ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით, შპს „პორტაბელობა ჯი“ არ წარმოადგენს „Systor International AS“ -ის აფილირებულ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვის გამოცდილების შეფასებისას მხედველობაში ვერ მიიღება „Systor International AS“ -ის მიერ განხორციელებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალრური ბაზის დანერგვისა და ადმინისტრირების გამოცდილება, ხოლო საკუთრივ შპს „პორტაბელობა ჯის“ სააბონენტო ნომრების მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ადმინისტრირების გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია.
2. 2016 წლის 18 აპრილის საკონკურსო საბჭოს მეორე სხდომაზე წევრები დეტალურად გაეცნენ კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებული კონკურსანტების („MEDIAFON”–ი და შპს „მედიაპრო ჯორჯია“) საკონკურსო წინადადების ტექნიკურ პირობებს. საკონკურსო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ორივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური შემოთავაზება შეესაბამება საკონკურსო პირობების მე–4 და მე–5 მუხლის მოთხოვნებს. „MEDIAFON”–ისა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციას საკონკურსო საბჭოს არცერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი. შესაბამისად კომპანიები ერთხმად დაშვებულ იქნენ კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
3. 2016 წლის 18 აპრილის საკონკურსო საბჭოს მეორე სხდომაზე გაიხსნა საკონკურსო წინადადების სატარიფო პირობები, საკონკურსო განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის რიგითობის მიხედვით. „MEDIAFON”–ის მიერ წარმოდგენილი სატარიფო პირობები წარმოდგენილ იქნა საკონკურსო პირობების დანართი N1-ს სახით და შეადგინა 274 899 (ორას სამოცდათოთხმეტი ათას რვაას ოთხმოცდაცხრამეტი) ევრო დღგ-ს გარეშე; შპს „მედია პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი სატარიფო პირობები წარმოდგენილ იქნა საკონკურსო პირობების დანართი N1-ს სახით და შეადგინა 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ევრო დღგ-ს გარეშე; წარმოდგენილი სატარიფო პირობები გამოქვეყნდა და საკონკურსო საბჭოს წევრებს ინდივიდუალურად მიეცათ შესაძლებლობა შეემოწმებინათ წარმოდგენილი სატარიფო პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონკურსო საბჭომ ერთხმად დაასკვნა, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში, კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის N819/10 გადაწყვეტილების მე-7 მუხლის მე–19 პუნქტის მიხედვით გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს „MEDIAFON”–ი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისია საკონკურსო საბჭოს დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ და აფორმებს მასთან ხელშეკრულებას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში, საკონკურსო საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის დასკვნის საფუძველზე, გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს „MEDIAFON”–ი და ამ უკანასკნელთან უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე.
კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის, კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის N819/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-7 მუხლის 26-ე პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე–4 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ცნობად იქნას მიღებული საკონკურსო საბჭოს 2016 წლის 21 აპრილის დასკვნა და აღნიშნული დასკვნა მიჩნეულ იქნას წინამდებარე გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს „Mediafon Datapro” და „Mediafon“–ი ერთობლივად მოქმედი, როგორც – „MEDIAFON”–ი;
3. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულსა და კომისიას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულბის მოქმედების ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით.
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე.ჭახრაკია):
ა) „MEDIAFON”–ის მიერ 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე 8 (რვა) თვიანი საბანკო გარანტიის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ, 5 დღის ვადაში, გამარჯვებულთან სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების პროექტის გაგზავნის უზრუნველყოფა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულსა და კომისიას შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
5. უზრუნველყოს „MEDIAFON”–მა წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, კომისიაში 8 (რვა) თვიანი საბანკო გარანტიის წარმოდგენა 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე, კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის N819/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა):
ა) შპს „მედიაპრო ჯორჯიასა” და შპს „პორტაბელობა ჯის“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიების 10 სამუშაო დღის ვადაში კომპანიებისთვის უკან დაბრუნების უზრუნველყოფა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
ბ) შპს „პორტაბელობა ჯის“ მიერ, საკონკურსო პირობების მე–3 მუხლის მე–3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი ტექნიკური და სატარიფო პირობების დალუქული კონვერტების, გაუხსნელად, 10 სამუშაო დღის ვადაში კომპანიისათვის უკან დაბრუნების უზრუნველყოფა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
გ) წინამდებარე გადაწყვეტილების კონკურსში მონაწილეთათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს, კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება (ხ. ყურაშვილი);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ი.ვერძეული).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: მ. ქათამაძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
