წვდომის მენიუ

შპს „იმერ TV“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 260 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2016 12:55

მიღების თარიღი აპრილი 21, 2016

შპს „იმერ TV“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 16 მარტს შემდგომი რეაგირების მიზნით  გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების 2016 წლის 16 მარტის N10/2435-16 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2016 წლის 9 მარტს შპს „იმერ TV“-ის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N4 თანდართული მასალებით (2016 წლის 9 მარტის  შპს „იმერ TV”-ს   შემოწმების ვიდეო ჩანაწერი - 1 CD; 2016 წლის 9 მარტის შპს „იმერ TV”-ს აბონენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; შპს „იმერ TV“-სა და აბონენტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ასლი; სააბონენტო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; 2016 წლის 22  და 24 თებერვალს შპს „სი ენ ეი ჯორჯიას“, შპს „ნიუ კონტენტის“ და  კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ განცხადებების ასლები; 2015 წლის 11 ნოემბრის  კომისიის N04/2610-15 წერილის ასლი; 2015 წლის 11 ნოემბრის  კომისიის N04/2610-15 წერილის შპს „იმერ TV“-სათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; შპს „იმერ TV“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელ დოკუმენტაცია) რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2016 წლის 22  და 24 თებერვალს კომისიას განცხადებებით მიმართა  შპს „სი ენ ეი ჯორჯიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის: 22.02.2016; N6/1704-16), შპს „ნიუ კონტენტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის: 22.02.2016; N6/1705-16) და  „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედმა“ (24.02.2016; N6/1845-16), აღნიშნული კომპანიები ითხოვდნენ შპს „იმერ TV“-ის მიერ რეტრანსლირებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერების დადგენის მიზნით კომპანიის შემოწმებას.  2016 წლის 9 მარტს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „იმერ TV“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №4. შემოწმება ჩატარდა ქ. ზესტაფონში, სოფ. სანახშირე, შპს „იმერ TV“-ს აბონენტთან ვარდო თათარაშვილთან.  შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „იმერ TV“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „აჭარა“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „არგო“ (ინფორმკავშირი), „რიონი“, „მარაო“, „TV პირველი“, „პალიტრა ტვ“, „იბერია“, „ტაბულა“, „იმერვიზია“, „სილქ-უნივერსალი“, „GDS“, „RBG“, “Nick”, “ORT”, “НТВ”, „РТР планета“, “REH TV”, “Телеканал Ю”, „ТНТ 4“, „TV 3“, „МИР“ „Индия“, „RU TV“, „Music Box“,  „Ftv“, „TV 1000 megahit“, „TV 1000“, „A премиум“, „Премьера“, „Киноклуб“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, „Боец“,  „Chace et Peche“, „National Geographic“, “Nat Geo Wilde“, „Discovery science“.

კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპრატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2016 წლის 9 მარტის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „იმედი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „TV პირველი“, „სილქ-უნივერსალი“,“Nick”, “ORT”, “НТВ”, „РТР планета“, “REH TV”, “Телеканал Ю” „ТНТ 4“, „TV 3“, „Индия“, „RU TV“, „Music Box“,  „Ftv“, „TV 1000 megahit“, „TV 1000“, „A премиум“, „Премьера“, „Киноклуб“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, „Боец“,  „Chace et Peche“, „National Geographic“, “Nat Geo Wilde“, „Discovery science“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 4 ნოემბერს  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოსულია შპს „ТПО Ред Медия“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N შ/6/8467-15), რომლის შესაბამისადაც დგინდება, რომ შპს „ТПО Ред Медия“-მ  ცალმხრივად შეწყვიტა არსებული ხელშეკრულებები  შპს „ტვ მედიანეტთან“ და შპს „მედია კონტენტთან“, აღნიშნული კომისიამ 2015 წლის 11 ნოემბერს წერილით N04/2610-15 აცნობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „იმერ TV“-საც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ   შპს ,,იმერ TV”-ს მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება  არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (16.03.2016; N10/2435-16) საფუძველძე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 13 აპრილს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან,  დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „იმერ TV“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2016 წლის 21 აპრილს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „იმერ TV“-ის  ეცნობა შეტყობინებით (13.04.2016; N03/1173-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „იმერ TV“-ის  შეტყობინება ჩაბარდა 2016 წლის 14 აპრილს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტაციით (გზავნილის კოდი: AP01000596780).  კომპანიას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016  წლის 21 აპრილის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა კომპანიის დირექტორი  ი. ლაბაძე და კომპანიის კონსულტანტი გ. კალანდაძე, რომლებმაც აღიარეს დარღვევა და განაცხადეს, რომ შპს „იმერ TV“-ის მიერ ხორციელდება სხდომაზე დასახელებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 16 მარტის  N10/2435-16 სამსახურებრივი ბარათი;
  2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 9 მარტის  შემოწმების აქტი N4;
  3. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
  4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „იმერ TV“ -სათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (17.01.2013);
  6. შპს „იმერ TV“-სა და აბონენტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება და სააბონენტო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  7. შპს „იმერ TV“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  8. 2016 წლის 24 თებერვლის „ნილტექს ჰოლდინგ  ლიმიტედის“ N6/1845-16 განცხადება შპს „იმერ TV“-ის შემოწმების თაობაზე;
  9. 2016 წლის 22  თებერვლის შპს „ნიუ კონტენტის“  N6/1705-16 განცხადება შპს „იმერ TV“-ის შემოწმების თაობაზე;
  10. 2016 წლის 22 თებერვლის შპს „სი-ენ-ეი ჯორჯიას“ N6/1704-16 განცხადება შპს „იმერ TV“-ის შემოწმების თაობაზე;
  11. შპს „იმერ TV“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  12. შპს „იმერ TV“-ის ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  13. 2015 წლის 11 ნოემბრის კომისიის N04/2610-15 წერილი და ამ წერილის შპს „იმერ TV“-სათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  14. შპს „იმერ TV“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2016 წლის 21 აპრილის სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს ,,იმერ TV” არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 28.06.2012; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა); 
  2.  2016 წლის 9 მარტს, 13:10 საათზე,  შპს ,,იმერ TV“-ს  აბონენტთან ვ. თათარაშვილთან, მისამართზე ზესტაფონის რაიონი, სოფელი სანახშირეში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,იმერ TV“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №4. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზურაბ კვირკველია, იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე ვ. თათარაშვილი;
  3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 9 მარტს, შპს ,,იმერ TV“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას:  „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „აჭარა“, „ობიექტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „არგო“ (ინფორმკავშირი), „რიონი“, „მარაო“, „TV პირველი“, „პალიტრა ტვ“, „იბერია“, „ტაბულა“, „იმერვიზია“, „სილქ-უნივერსალი“, „GDS“, „RBG“, “Nick”, “ORT”, “НТВ”, „РТР планета“, “REH TV”, “Телеканал Ю”, „ТНТ 4“, „TV 3“, „МИР“ „Индия“, „RU TV“, Music Box“,  „Ftv“, „TV 1000 megahit“, „TV 1000“, „A премиум“, „Премьера“, „Киноклуб“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, „Боец“,  „Chace et Peche“, „National Geographic“, “Nat Geo Wilde“, „Discovery science“.
  4. 2016 წლის 9 მარტს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2016 წლის 9 მარტის №4 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  5. შპს ,,იმერ TV“-ს, არც 2016  წლის 9 მარტის  მდგომარეობით, არც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის  კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „იმედი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „TVპირველი“, „სილქ-უნივერსალი“,“Nick”, “ORT”, “НТВ”, „РТР планета“, “REH TV”, “Телеканал Ю” „ТНТ 4“, „TV 3“, „Индия“, „RU TV“, „Music Box“,  „Ftv“, „TV 1000 megahit“, „TV 1000“, „A премиум“, „Премьера“, „Киноклуб“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, „Боец“,  „Chace et Peche“, „National Geographic“, “Nat Geo Wilde“, „Discovery science“;
  6. 2013 წლის 15 იანვრის N04/80-13 წერილით შპს „იმერ TV”-ის ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე  წერილით შპს ,,იმერ TV“-ს განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  7. შპს „იმერ TV“-ის 2015 წლის 3 დეკემბერს N752/18 გადაწყვეტილებით, მსგავსი დარღვევისათვის, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტის და  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების დარღვევის გამო მიეცა გაფრთხილება.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდგაცნობისათვისსაჯაროგადაცემისუფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორისუფლებასნაწარმოებთანდაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობისორგანიზაციასუფლებააქვსნებადართოსანაკრძალოსთავისიგადაცემებისრეტრანსლაცია;
  9. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

 ა) გადაცემის ჩაწერა;

 ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

10. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

13. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „TV პირველი“, „სილქ-უნივერსალი“,“Nick”, “ORT”, “НТВ”, „РТР планета“, “REH TV”, “Телеканал Ю” „ТНТ 4“, „TV 3“, „Индия“, „RU TV“, „Music Box“,  „Ftv“, „TV 1000 megahit“, „TV 1000“, „A премиум“, „Премьера“, „Киноклуб“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, „Боец“,  „Chace et Peche“, „National Geographic“, “Nat Geo Wilde“, „Discovery science“  ხელშეკრულებების ან/და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „იმერ TV“-ის  მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „იმერ TV”-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოყენებული იყო გაფრთხილება, იდენტური დარღვევისათვის, რის გამოც, შპს „იმერ TV“-ის კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის N752/18 გადაწყვეტილებით  მიეცა გაფრთხილება და სახეზეა დენადი ხასიათის დარღვევა,  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კომპანიის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა. ამავდროულად, შპს „იმერ TV“-ის უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „TV პირველი“, „სილქ-უნივერსალი“,“Nick”, “ORT”, “НТВ”, „РТР планета“, “REH TV”, “Телеканал Ю” „ТНТ 4“, „TV 3“, „Индия“, „RU TV“, „Music Box“,  „Ftv“, „TV 1000 megahit“, „TV 1000“, „A премиум“, „Премьера“, „Киноклуб“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, „Боец“,  „Chace et Peche“, „National Geographic“, “Nat Geo Wilde“, „Discovery science“  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 21 აპრილის N10/3740-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „იმერ TV“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 0,5% შეადგენს 2,190.99 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  შპს „იმერ TV“-ის  მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და   36-ე მუხლის  მე-14 პუნქტის, ასევე,  კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის N752/18 გადაწყვეტილების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

1. შპს ,,იმერ TV”-ს დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით,  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის, ასევე,  კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის  N752/18 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „იმერ TV“-იმ  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: 

           ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900; 

           ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

           სახაზინო კოდი -  300193251;

          გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში  წარმოდგენა;

3. უზრუნველყოს შპს ,,იმერ TV”-მ შემდეგი სამაუწყებლო არხების: „იმედი“, „ერთსულოვნება“, „მარაო“, „TV პირველი“, „სილქ-უნივერსალი“,“Nick”, “ORT”, “НТВ”, „РТР планета“, “REH TV”, “Телеканал Ю” „ТНТ 4“, „TV 3“, „Индия“, „RU TV“, „Music Box“,  „Ftv“, „TV 1000 megahit“, „TV 1000“, „A премиум“, „Премьера“, „Киноклуб“, „Футбол 1“, „Футбол 2“, „Футбол 3“, “Setanta sport”, “Setanta sport+”, „Боец“,  „Chace et Peche“, „National Geographic“, “Nat Geo Wilde“, „Discovery science“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,იმერ TV“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს ,,იმერ TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს ,,იმერ TV“-სთვის   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,იმერ TV” - სთვის ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებისა) დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსს (ი. აბულაძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელს (ე. ჭახრაკია).

კომისიის წევრი                                                               მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე                     

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები