შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 16:50
მიღების თარიღი აპრილი 28, 2016
შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 10 თებერვალს კომისიას განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1243–16) შპს „სტუდია მაესტრომ“. რომელმაც მოითხოვა კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების, კერძოდ შპს „ღამის შოუს სტუდიასა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ შორის 2015 წლის 01 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების, კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. კომისიამ 2016 წლის 17 თებერვლისა (N04/567-16 – 17.02.2016) და 2016 წლის 10 მარტის წერილებით (წერილის N04/796-16 – 10.03.2016), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, შპს „სტუდია მაესტროს“ მოსთხოვა დამატებით დასაბუთების წარმოდგენა და განმარტება თუ ხელშეკრულების რა ნაწილის ცნობას ითხოვდა სტუდია მაესტრო კომერციულ საიდუმლოებად. შპს „სტუდია მაესტრომ“ 2016 წლის 26 თებერვლისა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1968–16) და 2016 წლის 29 მარტის განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3006–16) კომისიას წარუდგინა წერილობითი დასაბუთება და სრულად მოითხოვა ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
2016 წლის 12 აპრილს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „სტუდია მაესტროს“ ახალი წამომადგენელი (მ. ლოხიშვილი), რომელმაც განაცხადა, რომ იურისტი, რომელიც წარმომადგენლობას უწევდა შპს „სტუდია მაესტროს“ კომპანიაში აღარ მუშაობდა. აქედან გამომდინარე მ. ლოხიშვილმა ითხოვა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული საქმის მასალების გაცნობისთვის სხდომის ორი კვირით გადადება. კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა.
2016 წლის 14 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3422–16), რომლითაც შპს „სტუდია მაესტრომ“ მოითხოვა 2015 წლის 01 იანვრის შპს „სტუდია მაესტროსა“ და შპს „ღამის შოუს სტუდიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1243–16) განუხილველად უნდა დარჩეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „სტუდია მაესტროს“ 2016 წლის 10 თებერვლის განცხადება და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სტუდია მაესტროსთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
