წვდომის მენიუ

შპს ,,ჩვენი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 275 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2016 12:19

მიღების თარიღი აპრილი 28, 2016

შპს  ,,ჩვენი რადიოსათვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო  მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

2016 წლის 25 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის  №შ-10/2888-16 სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმად, 2016 წლის 15, 17 და 18 მარტს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა  შპს ,,ჩვენი რადიოს“ მონიტორინგი სპონსორზე მითითების, კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ჩვენი რადიოს“ ეთერში განთავსებულია „პე ეს პე”-ს სასპონსორო რუბრიკა. სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლები შეიცავს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას. კერძოდ: 2016 წლის 15 მარტს (40:30), 17 მარტს (38:37) და 18 მარტს (39:25) შპს „ჩვენი რადიოს“ ეთერში განთავსებული „პე ეს პე“-ს სასპონსორო მითითებაში აღნიშნულია: „პე ეს პე”-ში ყველაზე დაბალი ფასების აქცია გრძელდება. „პე ეს პე“-ში  ყველაზე მოთხოვნად ასეულობით მედიკამენტზე ფასები მკვეთრად შემცირდა. მათ შორი, გაიაფდა: ენაპაში, ნოშპა, კარდიომაგნილი, დიაბეტონი, პრედუქტალი და სხვა. გარდა ამისა, ტრადიციულად გრძელდება ყოველკვირეული ფასდაკლებების აქცია - სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს.  ასევე ყოველდღე ჩემი ოჯახის ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ  რეცეპტით გასაცემ ყველა მედიკამენტზე დამატებით 5 პროცენტამდე ფასდაკლება მიიღონ. ფასდაკლებასთან ერთად  ყველა მომხმარებელი ღიმილებს აგროვებ, რომლის გადაცვლაც ათასობით კოსმეტიკის პროდუქტსა  და მედიკამენტზეა შესაძლებელი. „პე ეს პე“-მ, როგორც ლიდერმა კომპანიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენს ქსელში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა, რომ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია. ჩვენი მიზანია ჩვენს მომხმარებელს, გარანტირებული ხარისხის გარდა, გარანტირებულად ყველაზე დაბალი ფასები შევთავაზოთ. ამიტომ მუდმივად ვსწავლობთ ფარმაცეპტულ ბაზარს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასები შევთავაზოთ - აცხადებენ „პე ეს პე“-ში. ყველაზე დაბალი ფასების აქცია „პე ეს პე“-ში მომავალშიც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასებს მიიღებს“.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის  საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს  ,,ჩვენი რადიოს“ მხრიდან ადგილი აქვს  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  67-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2016 წლის 20 აპრილს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჩვენი რადიოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის  28 აპრილს, რის თაობაზეც შპს ,,ჩვენ რადიოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით,  მას  ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2016 წლის 28 აპრილს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ჩვენი რადიოს“  უფლებამოსილი წარმომადგენელი ნოდარ მოდებაძე, რომელმაც აღიარა შპს „ჩვენი რადიოს“ მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი; კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ სამაუწყებლო ბადეში დარღვევა უკვე აღმოფხვრილია.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის №შ-10/2888-16 სამსახურებრივი  ბარათი თანდართული მასალით (2 CD);

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები  შპს  ,,ჩვენი რადიოს“ შესახებ;

3. შპს ,,ჩვენი რადიოს“  წარმომადგენლის მიერ კომისიის 2016 წლის 28 აპრილის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის N645/6 გადაწყვეტილებით შპს „ჩვენ რადიოს“  კერძო მაუწყებლობის  №B72 ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 2024 წლის 26 ნოემბრამდე, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2015 წლის  24 დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილებით (მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა.  მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა). შპს ,,ჩვენი რადიოს“  NB72  ლიცენზიის N2 დანართის პ) პუნქტის და კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის N645/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ) ქვეპუქნტის თანახმად,  შპს ,,ჩვენ რადიოს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;  

2. 2016 წლის 15, 17 და 18 მარტს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს ,,ჩვენი რადიოს“  მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ჩვენი რადიოს“ ეთერში განთავსებულ „პე ეს პე“-ს სასპონსორო რუბრიკაში  ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისკენ პირდაპირ მოწოდებას, კერძოდ: „პე ეს პე”-ში ყველაზე დაბალი ფასების აქცია გრძელდება. „პე ეს პე“-ში  ყველაზე მოთხოვნად ასეულობით მედიკამენტზე ფასები მკვეთრად შემცირდა. მათ შორი, გაიაფდა: ენაპაში, ნოშპა, კარდიომაგნილი, დიაბეტონი, პრედუქტალი და სხვა. გარდა ამისა, ტრადიციულად გრძელდება ყოველკვირეული ფასდაკლებების აქცია - სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს. ასევე ყოველდღე ჩემი ოჯახის ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ  რეცეპტით გასაცემ ყველა მედიკამენტზე დამატებით 5 პროცენტამდე ფასდაკლება მიიღონ. ფასდაკლებასთან ერთად  ყველა მომხმარებელი ღიმილებს აგროვებს, რომლის გადაცვლაც ათასობით კოსმეტიკის პროდუქტსა  და მედიკამენტზეა შესაძლებელი. „პე ეს პე“-მ, როგორც ლიდერმა კომპანიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენს ქსელში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა, რომ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია. ჩვენი მიზანია ჩვენს მომხმარებელს, გარანტირებული ხარისხის გარდა, გარანტირებულად ყველაზე დაბალი ფასები შევთავაზოთ. ამიტომ მუდმივად ვსწავლობთ ფარმაცეპტულ ბაზარს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასები შევთავაზოთ - აცხადებენ „პე ეს პე“-ში. ყველაზე დაბალი ფასების აქცია „პე ეს პე“-ში მომავალშიც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასებს მიიღებს“.

3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჩვენი რადიოს“ მიმართ განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

2. კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის N645/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის პ) ქვეპუქნტის თანახმად,  შპს ,,ჩვენ რადიოს“ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა და დაეკისრა ვალდებულება მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

5. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:

1. შპს  ,,ჩვენი რადიოს“  სამაუწყებლო ბადეში, სპონსორობის განთავსების წესების დარღვევის შემცვლელი სიუჟეტის განთავსებით, კომპანიის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის N2 დანართის პ) პუნქტით გათვალისწინებულ სალიცენზიო პირობა და კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის N645/6 გადაწტვეტილების მე-3 პუქტის პ) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ჩვენი რადიოს“ მიერ ადგილი არ აქვს წლის განმავლობაში განმეორებით იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,ჩვენი რადიო“ წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების,  67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე და 36 მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის  N645/6 (კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

 

  1. შპს ,,ჩვენ რადიოს“  მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2014 წლის 26 ნოემბრის  N645/6 (კერძო მაუწყებლობის NB72 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) შპს „ჩვენი რადიოს“  მონიტორინგის განხორციელება  სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი სიუჟეტის  გავრცელების შეწყვეტის დადგენის მიზნით;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ჩვენი რადიოსათვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ .ამირიძე) შპს ,,ჩვენი რადიოს“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს ,,ჩვენი რადიოსათვის“   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ჩვენი რადიოსათვის“   ჩაბარების დღიდან.
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელს (ე. ჭახრაკია).
  8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                               ვახტანგ აბაშიძე 

              კომისიის წევრი                                               ელისო ასანიძე

              კომისიის წევრი                                               კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები