წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 278 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2016 19:09

მიღების თარიღი მაისი 04, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 04 მაისის №33 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 04 მაისის №33 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 33 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 04 მაისი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს ”სილქ ლტი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F66 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „სტერეო+“-ისრადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  5. შპს „ტექნონეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F67ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები