წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 283 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2016 19:07

მიღების თარიღი მაისი 05, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 05 მაისის №34 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 05 მაისის №34 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) შპს „ლილო ტვ”-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2016 წლის 05 მაისის №34 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 34 სხდომის დღის  წესრიგი

             ქ. თბილისი                                                              2016  წლის 05 მაისი, 15:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს ”ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს.ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს  ”ბარვილ ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური
    დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. უცხოური საწარმოს ფილიალი ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს.ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს „კომფორტ+“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  6. დაბა ბაკურიანში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. ქ. ბორჯომში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. სოფელ იგოეთში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. ქ. ხაშურში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის  გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. შპს „ლილო ტვ”-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. ნ.ლორთქიფანიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  13. შპს „ოპტიკა ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები