წვდომის მენიუ

შპს ”სამაუწყებლო სახლის” კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოსთვის” დროებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 300 / 5

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2016 12:12

მიღების თარიღი მაისი 11, 2016

შპს ”სამაუწყებლო სახლის” კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოსთვის” დროებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 24 მარტს კომისიას მიმართა შპს ”სამაუწყებლო სახლმა” (ს/ნ: 412688355) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/2838-16) კომპანიის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოზე” (ს/ნ 404487159) დროებით 2017 წლის 17 მარტამდე გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. წერილს თანდართული აქვს მხარეებს შორის 2016 წლის 17 მარტს გაფორმებული დროებითი გადაცემის ხელშეკრულება.

2016 წლის 12 აპრილს კომისიას მიმართა შპს „რადიომ“ და წარმოადგინა კომპანიებს შორის 2016 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების განახლებული ვარიანტი, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული ლიცენზიების გადაცემის პერიოდი განისაზღვრება კომისიისგან თანხმობის მიღებიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.  2016 წლის 25 აპრილს შპს „რადიომ“ დამატებით წარმოადგინა მასსა და შპს „სამაუწყებლო სახლს“ შორის გაფორმებული დროებითი გადაცემის ხელშეკრულების შესწორებული ვარიანტი (რეგისტრაციის №შ-6/3912-16).

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სამაუწყებლო სახლი” ფლობს:

1. კერძო რადიომაუწყებლობის №B161 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 20 მარტის №153/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 20 მარტამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ბათუმი სატელევიზიო ანძა

90.1

FM

V

წრიული

500

41°41'37"N

41°42'55"E

35

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

2. კერძო რადიომაუწყებლობის №B160 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 20 მარტის №154/1 გადაწყვეტილებით  განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 20 მარტამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ქუთაისი სატელევიზიო ანძა

98.1

FM

V

წრიული

1000

42°16'49"N

42°44'11"E

70

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

3. კერძო რადიომაუწყებლობის №B144 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 მაისის №326/1, 11 ივლისის №439/5 გადაწყვეტილებების და 2013 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 მაისამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ახმეტა

103.1

FM

V

წრიული

750

42°4'12"N

45°24'18"E

20

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

4. კერძო რადიომაუწყებლობის №B98 ლიცენზიას კომისიის 2008 წლის 28 მარტის №160/1, 2013 წლის 11 ივლისის №439/5 გადაწყვეტილებების და 2013 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების თანახმად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი სატელევიზიო ანძა

99.3

FM

V

წრიული

1000

41°41'44"N

44°47'05"E

80

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან ირკვევა, რომ შპს ”რადიოს” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე დავით კორახაშვილი (პ/ნ 01010009092). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით (წერილის რეგისტრაციის №შ-6/3836-16, 22.04.16) დავით კორახაშვილი ადასტურებს, რომ შპს ”რადიო” ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში  ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო”, ან მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე დავით კორახაშვილი (პ/ნ 01010009092) არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ავტორიზაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B60, №B61, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოსთვის” დროებით გადაცემასთან დაკავშირებით მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად (№შ-10/3378-16, 13.04.16წ.), შპს ”რადიო” ისევე როგორც მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა. ასევე ლიცენზიების გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად შპს ”რადიოს” და დავით კორახაშვილის აფილირება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა კომპანიებთან არ დგინდება. შესაბამისად, შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოსთვის” დროებით გადაცემის შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა დავით კორახაშვილის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირის დავით კორახაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე დავით კორახაშვილის მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 11 მაისის გამართულ კომისიის სხდომას არ ესწრებოდნენ შპს ”რადიოს” და შპს ”სამაუწყებლო სახლის” უფლებამოსილი წარმომადგენლები.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”სამაუწყებლო სახლის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოსთვის” დროებითი გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის დროებით მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოსთვის” დროებით გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”რადიოს” მისცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების დროებით გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1.   მიეცეს თანხმობა შპს ”სამაუწყებლო სახლს” მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოსთვის” დროებით 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს ”რადიომ” კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების დროებით სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიების დროებით სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს შპს ”რადიოს”, რომ შპს ”სამაუწყებლო სახლის” მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების შპს ”რადიოსთვის” დროებით გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის დროებით მფლობელზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტებს შპს ”რადიოს” მიერ კერძო მაუწყებლობის №B160, №B161, №B98 და №B144 ლიცენზიების დროებით სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ი. მახარაძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”რადიოსთვის“ და შპს ”სამაუწყებლო სახლისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე

 კომისიის წევრი                                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები