წვდომის მენიუ

შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის 35%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 301 / 11

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2016 12:01

მიღების თარიღი მაისი 11, 2016

შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის 35%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის  მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2016 წლის 23 მარტს №01/03/2016 წერილით მიმართა შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/2814-16 23.03.2016), შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის 35%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

 

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

 

სხვა

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის მიერ 2016 წლის 23 მარტის  №01/03/2016 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2816-16 23.03.2016), კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

 

 

 

 

 

 

- ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის საქმიანობისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის აბონენტების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის  წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - ნინო თავართქილაძის აფილირების შესახებ სხვა ავტორიზებულ პირებთან;

- ინფორმაცია წილების გასხვისების მსურველი პარტნიორების შესახებ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B16034114, 07/03/2016), შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირები: მიხეილ კირაკოსიანი - წილის 50%-ის მფლობელი; მედეა ბადაშვილი - წილის 10%-ის მფლობელი; ნათელა ჯაბნიძე - წილის 7%-ის მფლობელი; ნინო თავართქილაძე - წილის 10%-ის მფლობელი; ლადო თურმანიძე - წილის 5%-ის მფლობელი; ეკატერინე ჩიქოვანი - წილის 4%-ის მფლობელი; ნათია აბაშიძე-ბერიძე - წილის 6%-ის მფლობელი; ირაკლი თედორაძე - წილის 5%-ის მფლობელი; მადონა სურმანიძე - წილის 2%-ის მფლობელი; რუსლან ართმელაძე - წილის 1%-ის მფლობელი. კომპანიის დირექტორია კახაბერ კალანდაძე.

შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძეს, რომელიც შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის 10%-ის მფლობელია, განზრახული აქვს შეიძინოს  შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის თანამფლობელების: მედეა ბადაშვილის, ნათელა ჯაბნიძის, ნათია აბაშიძე-ბერიძის, მადონა სურმანიძის, ეკატერინე ჩიქოვანის,  რუსლან ართმელაძის და ლადო თურმანიძის კუთვნილი წილები, სულ შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის 35%. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, ნინო თავართქილაძე გახდება შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის  წილის 45%-ის მფლობელი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის, ასევე შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის  წილის 10%-ის მფლობელისა და წილის 35%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის ნინო თავართქილაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ დგინდება.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“ ახორციელებს საცალო ინტერნეტ მომსახურებას ქალაქ ბათუმში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.  შპს “გრიინეტი“ - LTD “Greenet“-ის  მიერ საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა  შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა: ქალაქ ბათუმში - 124524 ლარი (ხვედრითი წილი 0,95%), ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით - 73804 ლარი (ხვედრითი წილი 7,12%).

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა: ქალაქ ბათუმში - 638 აბონენტი (ხვედრითი წილი 1,78%); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 370 აბონენტი (ხვედრითი წილი 12,87%).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის 35%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

შესაბამისად კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “გრიინეტი“ -LTD “Greenet“-ის წილის 35%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ს, შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ის წილის 35%-ის ფიზიკურ პირ ნინო თავართქილაძის მიერ შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-სათვის ჩაბარების დღიდან;

4. განემარტოს შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “გრიინეტი“-LTD “Greenet“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                        კახი ბექაური       

კომისიის წევრი                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                        მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

    

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები