შპს “სტერეო +“-ის წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანისდა წილის 25%-ის ფიზიკურ პირ რობერტ ხახალევის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2016 11:46
მიღების თარიღი მაისი 11, 2016
შპს “სტერეო +“-ის წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანისდა წილის 25%-ის ფიზიკურ პირ რობერტ ხახალევის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 28 აპრილს №07/04-16 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4075-16) მიმართა შპს “სტერეო+“-მა, შპს “სტერეო+“-ის წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ რობერტ ხახალვის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
|
|
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.T.1 |
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა |
|
|
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებოთ უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiMax |
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
|
|
მონაცემთა გადაცემა |
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
|
|
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი |
|
B.S.4 |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
|
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
|
B.S.5 |
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
|
|
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
|
B.T.1 |
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი |
ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
|
მაუწყებლობის სახე: |
ტელემაუწყებლობა |
|
მაუწყებლობის სახეობა: |
კერძო მაუწყებლობა |
|
მაუწყებლობის ქვესახეობა: |
საერთო ტელემაუწყებლობა |
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“ ფლობს:
1. ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F77 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 293,5 მჰც ± 6 მჰც;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 12 მჰც;
გ) სიმძლავრე - 10 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში-2;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.გორი, ქ.თელავი, ქ.დუშეთი, ქ.ჩოხატაური, ქ.ხარაგაული და ქ.ასპინძა;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2020 წლის 19 მარტამდე;
ზ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F84 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 1.7 მჰც;
გ) გადამცემის სიმძლავრე - 10 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური თითოეულ ქალაქში;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი, დუშეთის, სენაკის, ყვარელის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 27 მაისამდე;
ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F86 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 259 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება და გეოგრაფიული კოორდინატები: ბათუმი (N 41041/, E41043/) – სენაკი (N42017/, E42003/), სენაკი (N42017/, E42003/) – ხარაგაული (N42002/, E43028/), ხარაგაული (N42002/, E43028/) – დუშეთი (N42000/, E44039/), დუშეთი (N42000/, E44039/) – თბილისი (N41041/, E44047/), თბილისი (N41041/, E44047/) – თელავი (მთა ცივი, N41052/, E45024/) მონაკვეთებზე ციფრულ მონაცემთა ცალმხრივი გადაცემისთვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 6;
გ) გადამცემების სიმძლავრე - 10 ვატამდე;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 24 თებერვლამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
4. კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 31 მაისამდე;
დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. წალკა;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. წალკა; სიხშირე (მჰც) – 105,7; მოდულაცია - FM; პოლარიზაცია (V/H) – V; გასხივება - წრიული; გადამცემის სიმძლავრე (ვტ) – 500; გეოგრაფიული კოორდინატები - N44▪384▫ ; E 44▪1418▫ ; ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) – 30. |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-B, №MUX-D და №MUX-E ლიცენზიებს.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “სტერეო+“-ის მიერ 2016 წლის 28 აპრილის №07/04-16 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4075-16 03.05.16) კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია:
- შპს “სტერეო+“-ის საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
- შპს “სტერეო+“-ის მიერ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე მიღებული შემოსავლები;
- შპს “სტერეო+“-ის წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ;
- შპს “სტერეო+“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, შპს “სტერეო+“-ის პარტნიორის ლუკა სევერინის კუთვნილი შპს “სტერეო+“-ის წილის 50%-დან წილის 15%-ის ლაშა ზილფიმიანის და წილის 25%-ის რობერტ ხახალევის მიერ გადაფორმებაზე პარტნიორთა თანხმობის შესახებ.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15094164, 28/04/2015), შპს “სტერეო+“-ის პარტნიორები არიან არარეზიდენტი ფიზიკური პირი ლუკა სევერინი (იტალიის მოქალაქე) - წილის 50%-ის მფლობელი და ფიზიკური პირი დავით ზილფიმიანი - წილის 50%-ის მფლობელი. ფიზიკურ პირ ლუკა სევერინის განზრახული აქვს თავისი კუთვნილი შპს “სტერეო+“-ის 50%-იანი წილიდან წილის 15% გადასცეს ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანს, ხოლო წილის 25% არარეზიდენტ ფიზიკურ პირ რობერტ ხახალევს (რუსეთის მოქალაქე).
კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “სტერეო+“ არის შპს “ომეგას“ (ავტორიზებული პირი) 100%-იანი წილის მფლობელი; შპს “სტერეო+“-ის დირექტორი მალხაზ კვარაცხელია არის შპს “მულტინეტის“ (ავტორიზებული პირი) 35%-იანი წილის მფლობელი. შპს “სტერეო+“-ის წილის 50%-ის მფლობელი არარეზიდენტი ფიზიკური პირი (იტალიის მოქალაქე) ლუკა სევერინი ფლობს შპს “ტელეკომპანია “I სტერეოს“ 3%-იან წილს, ხოლო შპს “სტერეო+“-ის წილის 50%-ის მფლობელი ფიზიკური პირი დავით ზილფიმიანი ფლობს შპს “ტელეკომპანია “I სტერეოს“ წილის 22%-ს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება შპს “სტერეო+“-ის აფილირებულობა შპს “ომეგასთან“, შპს “მულტინეტთან“ და შპს “ტელეკომპანია “I სტერეოსთან“.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “სტერეო+“-ის წილის 15%-ის შეძენის მსურველის ლაშა ზილფიმიანის და შპს “სტერეო+“-ის წილის 25%-ის შეძენის მსურველის რობერტ ხახალევის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||||
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
||||||
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||||
|
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
||||||
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
||||||
|
|
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
||||||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
||||||
|
|
WiFi |
||||||
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
||||||
|
|
მონაცემთა გადაცემა კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია I სტერეო“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
|
შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 11.08.2016-მდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მულტინეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.4. |
მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი |
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ომეგა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||||
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
||||||
|
A.T.1. |
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა |
||||||
|
|
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებოთ უზრუნველყოფა |
||||||
|
B.F.4. |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
||||||
|
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი შპს “ომეგას“ ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
|
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ წარმოადგენს ციფრული მულტიპლექს ოპერატორს. შესაბამისად, შპს “სტერეო+“-ის საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტორი ავტორიზებული პირებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით შესაბამისი მომსახურებიდან შპს “სტერეო+“-ის შემოსავალმა შეადგინა 3,378,182 ლარი.
შპს “სტერეო+“-სთან აფილირებულ ავტორიზებულ პირებს: შპს “ომეგას“ და შპს “მულტინეტს“ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდებათ. რაც შეეხება შპს “სტერეო+“-სთან აფილირებულ ავტორიზებულ პირს - შპს “ტელეკომპანია “I სტერეოს“, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომპანიის საქმიანობის ძირითადი სახეა ფიქსირებული უსადენო ქსელის გამოყენებით ინტერნეტ მომსახურება. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მარტის თვის მდგომარეობით შპს “ტელეკომპანია “I სტერეოს“ ერიცხებოდა: ამბროლაურის მუნიციპალიტეტში - 1 აბონენტი, ქალაქ ქუთაისში - 2 აბონენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სტერეო +“-ის წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანის და წილის 25%-ის რობერტ ხახალევის მიერ შეძენის შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, შპს “სტერეო +“-ის წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ რობერტ ხახალევის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სტერეო +“-ის წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ რობერტ ხახალევის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს “სტერეო +“-ის განცხადება;
2. მიეცეს თანხმობა შპს “სტერეო +“-ს, შპს “სტერეო +“-ის წილის 15%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ზილფიმიანის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ რობერტ ხახალევის მიერ შეძენაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), შპს “სტერეო +“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტერეო +“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
5. განემარტოს შპს “სტერეო +“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “სტერეო +“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
