“შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2016 12:15
მიღების თარიღი მაისი 19, 2016
“შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით მიმართა შპს „სტერეო+“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/1605-16, 19/02/16) და მოითხოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირება, კერძოდ სამივე ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტის გეოგრაფიული კოორდინატების შეცვლა ახალი კოორდინატებით (41°37'5.98"N; 41°55'59.05"E). როგორც წერილშია აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კოორდინატებზე განთავსებულ გადამცემებს 2015 წლის 17 ივნისის შემდეგ რამდენჯერმე დაეცა მეხი, ხოლო მათ მიერ შერჩეული ახალი კოორდინატები უკეთესია დაფარვის არეალის გაზრდისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს „სტერეო+“-სთვის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის:
ა) №MUX B ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტს განსაზღვრული აქვს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°35'54.87" |
41°55'23.07" |
25 |
ND |
H |
27 |
522 |
8 |
ბ) №MUX D ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტს განსაზღვრული აქვს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°35'54.87" |
41°55'23.07" |
25 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
გ) №MUX E ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტს განსაზღვრული აქვს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°35'54.87" |
41°55'23.07" |
25 |
ND |
H |
33 |
570 |
8 |
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 14 აპრილის №243/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 19 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 19 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ”სტერეო+”-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი და დავით ზილფიმიანი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/3118-16, 04.04.2016) თანახმად დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”სტერეო+”-ის მოთხოვნა და სათანადო გათვლების ჩატარების შედეგად მიაჩნია, რომ შესაძლებელია დაკმაყოფილდეს შპს „სტერეო +“-ის მოთხოვნა და შევიდეს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 " |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
27 |
522 |
8 |
2. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 ” |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
3. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 " |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
33 |
570 |
8 |
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ”სტერეო+”-ის მოთხოვნა, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში და განხორციელდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიების მოდიფიცირება. კერძოდ სამივე ლიცენზიაში ქედის სამაუწყებლო პუნქტის გეოგრაფიული კოორდინატები შეიცვალოს ახალი კოორდინატებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX B, №MUX D და №MUX E ლიცენზიები, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებაში და:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 " |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
27 |
522 |
8 |
ბ) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 ” |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
36 |
594 |
8 |
გ) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
7 |
GE0252 |
ქედა |
0,5 |
41°37'5.98 " |
41°55'59.05" |
25 |
ND |
H |
33 |
570 |
8 |
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”სტერეო+”-ისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
