შპს „ოპტიკა ტივი“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2016 18:52
მიღების თარიღი მაისი 19, 2016
შპს „ოპტიკა ტივი“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2016 წლის 30 მარტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების 2016 წლის 30 მარტის N10/3045-16 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2016 წლის 17 მარტს შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი N6 თანდართული მასალებით (2016 წლის 17 მარტის შპს „ოპტიკა ტივი”-ს შემოწმების ვიდეო ჩანაწერი - 1 CD; 2016 წლის 17 მარტის შემოწმებას დამსწრე პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 2013 წლის 14 იანვრის კომისიის N04/80-13 წერილის ასლი და ამ წერილის შპს „ოპტიკა ტივი“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; 2016 წლის 7 მარტის კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ N6/2171-16 წერილის ასლები; შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2016 წლის 7 მარტს კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედმა“ (7.03.2016; N6/2171-16) მიმართა კომისიას და მოითხოვა შპს „ოპტიკა ტივი“-ის მიერ რეტრანსლირებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერების დადგენის მიზნით კომპანიის შემოწმება. 2016 წლის 17 მარტს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ოპტიკა ტივი“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №6. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, ნონეშვილის ქ N3ა, შპს „ოპტიკა ტივი“-ს ოფისში კომპანიის დირექტორის ირაკლი ქორიძის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ოპტიკა ტივი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „Music box”, „იმედი“, „Охота и Рыбалка”, „მარაო“, „Euronews“, „Россия К”, „RTVi”, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „Сарафан“, „Jim Jam“, „BBC”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „Россия 24”, „კავკასია“, „Дом Кино“, „Кинохит“, „РТР планета“, „ORT”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ობიექტივი“, „GDS“, „ენკი-ბენკი“, „XXI“, „ერთსულოვნება“, „Карусель“, „მაესტრო“, „Много ТВ“, „Discovery“, „History”, „Киноплюс“, „TV პირველი“.
კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპრატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2016 წლის 17 მარტის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: 1. „იმედი“, 2. „Охота и Рыбалка”, 3. „მარაო“, 4. „Euronews“, 5. „Россия К”, 6. „RTVi”, 7. „რუსთავი 2“, 8. „კომედი არხი“, 9. „Сарафан“, 10. „Jim Jam“, 11. „BBC”, 12. „Россия 24”, 13. „Дом Кино“, 14. „Кинохит“, 15. „РТР планета“, 16. „ORT”, 17. „Карусель“, 18. „Много ТВ“, 19. „Discovery“, 20. „History”, 21. „Киноплюс“, 22. „TV პირველი“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ოპტიკა ტივი”-ს მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (30.03.2016; N10/3045-16) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 27 აპრილს - შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ოპტიკა ტივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 5 მაისს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „ოპტიკა ტივი“-ს ეცნობა შეტყობინებით (27.04.2016; N03/1295-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ოპტიკა ტივი“-ს შეტყობინება ჩაბარდა 2016 წლის 28 აპრილს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტაციით (გზავნილის კოდი:AP01000716335). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2016 წლის 3 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ოპტიკა ტივი“-ს განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4109-16; 03.05.2016), სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ოპტიკა ტივი“ ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებს 2016 წლის 5 მაისის კომისიის სხდომაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობის უზრუნველყოფას, რის გამოც კომპანია ითხოვს სხდომის გადადებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 მაისის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „ოპტიკა ტივი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, გამოქვეყნდა შპს „ოპტიკა ტივი“-ს 2016 წლის 3 მაისის განცხადება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, რომელიც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და შპს „ოპტიკა ტივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგელობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო 2016 წლის 19 მაისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „ოპტიკა ტივი“ -ს ეცნობა შეტყობინებით (N03/1346-16; 06.05.2016).
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 3 და 18 მაისს, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა რიგი სამაუწებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4108-16 03.05.2016; N6/4525-16 18.05.2016), კერძოდ: შპს „ოპტიკა ტივი“-ს და შპს „სი ენ ეი ჯორჯია“ შორის 2016 წლის 1 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების: „Охота и Рыбалка” და „RTVi” რეტრანსლირების უფლების გადაცემის თაობაზე; შპს „ოპტიკა ტივი“-ს და ააიპ „საკაბელო ტელევიზების კავშირს“ შორის 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების: „Дом Кино“, „Карусель“, „РТР планета“ და „Россия К” საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მიცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2016 წლის პირველ იანვარს და მოქმედია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; შპს „ოპტიკა ტივი“-ს და ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირს“ შორის 2016 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხის „Россия 24” რეტრანსლირების უფლების გადაცემის თაობაზე, რომელიც მოქმედია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; 2016 წლის 10 მაისის სანებართვო წერილები სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“-ს, „კომედი არხის“ და „მარაოს“ შპს „ოპტიკა ტივი“-სათვის საკაბელო ქსელით გავრცელების უფლების მიცემის შესახებ; შპს „ტელეკომპანია პირველის“ სანებართვო წერილი (13.05.2016);
2016 წლის 19 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ოპტიკა ტივი“-ს დირექტორი ი. ქორიძე, რომელმაც აღიარა დარღვევა და განაცხადა, რომ შპს „ოპტიკა ტივი“ აღარ ახორციელებს სხდომაზე დასახელებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ ტრანზიტს. კომპანიის დირექტორმა კომისიის სხდომაზე დამატებით წარმოადგინა 2016 წლის 18 მაისის შეთანხმება შპს „ოპტიკა ტივი“-ს და შპს „ტელეიმედს“ შორის სატელევიზო არხის გადაცემის თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4594-16; N19.05.2016).
კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 30 მარტის N10/3045-16 სამსახურებრივი ბარათი;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 17 მარტის შემოწმების აქტი N6;
- შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;
- შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „ოპტიკა ტივი“ -სათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (16.01.2013);
- შპს „ოპტიკა ტივი“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- 2016 წლის 7 მარტის „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ N6/2171-16 განცხადება შპს „ოპტიკა ტივი“-ს შემოწმების თაობაზე;
- შპს „ოპტიკა ტივი“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- შპს „ოპტიკა ტივი“-ს ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- 2016 წლის 03 მაისის შპს „ოპტიკა ტივი“-ს განცხადება სხდომის გადადების თაობაზე;
- შპს „ოპტიკა ტივის“-ის მიერ 2016 წლის 3 მაისს კომისიაში დამატებით წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციების ასლები (N6/4108-16; 03.05.2016);
- 2016 წლის 18 მაისს შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიერ კომისიაში დამატებით წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციების ასლები (N6/4525-16; 18.05.2016);
- 2016 წლის 19 მაისს შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიერ კომისიაში დამატებით წარმოდგენილი შეთანხმება დადებული შპს „ოპტიკა ტივი“-ს და შპს „ტელეიმედს“ შორის (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4594-16; 19.05.2016);
- შპს „ოპტიკა ტივი“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს ,,ოპტიკა ტივი” არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 04.03.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
- 2016 წლის 17 მარტს, 12:25 საათზე, შპს ,,ოპტიკა ტივი“-ს ოფისში, მისამართზე ქ. თბილისი, ნონეშვილის N3ა, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,ოპტიკა ტივი“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №6. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზურაბ კვირკველია, იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე ი. ქორიძე;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2016 წლის 17 მარტს, შპს ,,ოპტიკა ტივი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: 1. „Music box”, 2. „იმედი“, 3. „Охота и Рыбалка”, 4. „მარაო“, 5. „Euronews“, 6. „Россия К”, 7. “RTVi”, 8. „რუსთავი 2“, 9. „კომედი არხი“, 10. „Сарафан“, 11. „Jim Jam“, 12. „BBC”, 13. „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, 14. „Россия 24”, 15. „კავკასია“, 16. „Дом Кино“, 17. „Кинохит“, 18. „РТР планета“, 19. „ORT”, 20. „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, 21. „ობიექტივი“, 22. „GDS“, 23. „ენკი-ბენკი“, 24. „XXI“, 25. „ერთსულოვნება“, 26. „Карусель“, 27. „მაესტრო“, 28. „Много ТВ“, 29. „Discovery“, 30. „History”, 31. „Киноплюс“, 32. „TV პირველი“ .
- 2016 წლის 17 მარტს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2016 წლის 9 მარტის №6 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- შპს „ოპტიკა ტივი“-მ 2016 წლის 3, 18 და 19 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4108-16 03.05.2016; N6/4525-16 18.05.2016; N6/4594-16 19.05.2016) კომისიაში წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი ჩვენების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (1. „Охота и Рыбалка”, 2. „მარაო“, 3. „Россия К”, 4. „RTVi”, 5. „რუსთავი 2“, 6. „კომედი არხი“, 7. „Россия 24”, 8. „Дом Кино“, 9. „РТР планета“, 10. „Карусель“, 11. „TV პირველი“ და 12. შპს „იმედი“);
- შპს ,,ოპტიკა ტივი“ 2016 წლის 17 მარტის მდგომარეობით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ რეტრანსლირებას: 1. „იმედი“, 2. „მარაო“, 3. „რუსთავი 2“, 4. „კომედი არხი“, 5. „TV პირველი”, 6. „Euronews“, 7. „Сарафан“, 8. „Jim Jam“, 9. „BBC”, 10. „Кинохит“, 11. „ORT”, 12. „Много ТВ“, 13. „Discovery“, 14. „History”, 15. „Киноплюс“ ;
- 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით შპს „ოპტიკა ტივი”-ის ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება: ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე წერილით შპს ,,ოპტიკა ტივი“-ს განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
- შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდგაცნობისათვისსაჯაროგადაცემისუფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორისუფლებასნაწარმოებთანდაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
- ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობისორგანიზაციასუფლებააქვსნებადართოსანაკრძალოსთავისიგადაცემებისრეტრანსლაცია;
- ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
10. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
13. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: 1. „იმედი“, 2. „მარაო“, 3. „რუსთავი 2“, 4. „კომედი არხი“, 5. „TV პირველი”, 6. „Euronews“, 7. „Сарафан“, 8. „Jim Jam“, 9. „BBC”, 10. „Кинохит“, 11. „ORT”, 12. „Много ТВ“, 13. „Discovery“, 14. „History”, 15. „Киноплюс“ შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, ხოლო შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიერ სამაუწყებლო არხების: Охота и Рыбалка”, „Россия К”, „RTVi”, „Россия 24”, „Дом Кино“, „РТР планета“, „Карусель“ სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებამდე შესაბამისი ხელშეკრულებების (სანებართვო წერილების) კომისიაში წარმოდგენის გარეშე, კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რის გამოც შპს „ოპტიკა ტივი“-ს უნდა მიეცეს გაფრთხილება.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ოპტიკა ტივი“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „Euronews“, „Сарафан“, „Jim Jam“, „BBC”, „Кинохит“, „ORT”, „Много ТВ“, „Discovery“, „History”, „Киноплюс“ არამართლზომიერი ტრანზიტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „ოპტიკა ტივი“-ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს შპს „ოპტიკა ტივი“-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „Euronews“, „Сарафан“, „Jim Jam“, „BBC”, „Кинохит“, „ORT”, „Много ТВ“, „Discovery“, „History”, „Киноплюс“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ოპტიკა ტივი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ოპტიკა ტივი“-სთვის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ოპტიკა ტივი“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ოპტიკა ტივი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
