წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 314 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 13:13

მიღების თარიღი მაისი 25, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 25 მაისის №38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2016 წლის 25 მაისის №38 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის” მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) „მაღალი გარჩევადობის ფორმატის განსაზღვრისა და ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2016 წლის 25 მაისის №38 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 38 სხდომის დღის  წესრიგი

              ქ. თბილისი                                                              2016  წლის 25 მაისი, 15:00 საათი

 

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  3. შპს ”ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  4. ინდ. მეწარმე ”გოჩა  დვალისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე - რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
  5. შპს  ,,ჯეონეთისთვის”   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  6. შპს „ნიუ ვიჟენისთვის” ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  7. შპს “მომავლის რეკლამის” კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B59 და №B76 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6 და 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  8. შპს "ტვ-ვაზის“ (ს/კ 405073726) კუთვნილი საოპერაციო აქტივის  შპს „სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  9. ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის” მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
  10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ (მომხს. ი.აბულაძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი).
  11.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. გ.კვერენჩხილაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი; თანამომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  12. „მაღალი გარჩევადობის ფორმატის განსაზღვრისა და ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები