სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2016 11:05
მიღების თარიღი მაისი 25, 2016
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” (სახელმწიფო რეგისტრაციის №5/4-3396, 2002 წლის 12 ნოემბერი) კომისიას მიმართა განცხადებით (რეგისტრირებული №შ -7/4237-16, 10.05.16), საქართველოს ტერიტორიაზე ენერგოობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველყოფისთვის იმ სიხშირეების მინიჭების თაობაზე, რაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” განცხადებაში (რეგისტრირებული№შ -7/4237-16, 10.05.16) იყო განსაზღვრული. სიხშირეები გათვალისწინებულია ენერგოობიექტებს შორის მონაკვეთებზე რადიოსარელეო კავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47 1 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (5000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის
მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F1323 ნებართვა და მიენიჭოს სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების მიხედვით, ერთი წლის ვადით, ენერგოობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. აღირიცხოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
4. დაევალოს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
კომისიის წევრი ე.ასანიძე
კომისიის წევრი კ.ბექაური
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი მ.ქათამაძე
დანართი
ა) ქვესადგური ზუგდიდი-220 - ელსადგური ენგურჰესის ანძა
8293.0მჰც ± 14მჰც და 8412.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
500 მილივატისა;
ბ) ელსადგური ენგურჰესის ანძა - ელსადგური ენგურჰესის ადმ. შენობა
17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
200 მილივატისა;
გ) ელექტროსადგური ვარციხეჰესი-4 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3
17920.0მჰც ± 14მჰც და 18930.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
200 მილივატისა;
დ) ელექტროსადგური ვარციხეჰესი-4 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-3
17975.0მჰც ± 14მჰც და 18985.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
200 მილივატისა;
ე) ქვესადგური ზესტაფონი-500 - ქვესადგური ფერო-220
22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
200 მილივატისა;
ვ) ქვესადგური ქუთაისი-220 - ვარციხეჰესი-1
22414.0მჰც ± 14მჰც და 23422.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
200 მილივატისა;
22526.0მჰც ± 14მჰც და 23534.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
200 მილივატისა;
ზ) ელექტროსადგური ვარციხეჰესი-1 - ელექტროსადგური ვარციხეჰესი-2
22526.0მჰც ± 14მჰც და 23534.0მჰც ± 14მჰც გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს
200 მილივატისა;
