წვდომის მენიუ

შპს "ტვ-ვაზის“ (ს/კ 405073726) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 321 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2016 12:41

მიღების თარიღი მაისი 25, 2016

შპს "ტვ-ვაზის“ (ს/კ 405073726) კუთვნილი საოპერაციო აქტივის  შპს „სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2016 წლის 28 აპრილს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4048-16 28.04.2016) წერილით მიმართა შპს "ტვ-ვაზმა“,  შპს "ტვ-ვაზის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით. 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს "ტვ-ვაზი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.4.მაუწყებლობის ტრანზიტი

                ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს "ტვ-ვაზის“ მიერ 2016 წლის 28 აპრილის წერილით  წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

 

 

 

 

 

 

- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- შპს "ტვ-ვაზის“ დირექტორის, დამფუძნებელის - და მისი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- შპს "ტვ-ვაზის“ შემოსავლების შესახებ;

- შპს "ტვ-ვაზის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ;

- შპს "ტვ-ვაზის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;

- შპს "ტვ-ვაზის“ საოპერაციო აქტივების ჩამონათვალის შესახებ (სათაო სადგური 1 ც., PC 2 ც., ტელევიზორი 1ც., მაგიდა 1 ც., პრინტერი 1 ც., გაზის გამათბობელი 1 ც., სკამი 5 ც., კოაქსიალური მაგისტრალური კაბელი 30 კმ., მაგისტრალური გამაძლიერებელი 60 ც., ოპტიკური რესივერი 9 ც., სააბონენტო სპლიტერები 580 ც., მაგისტრალური გამყოფი 230 ც., კვების ბლოკები (220V- 60V) 12ც.);

- შპს "სუპერ ტვ“-ის შემოსავლების შესახებ;

- შპს "სუპერ ტვ“-ის აბონენტების რაოდენობის შესახებ;

- შპს "სუპერ ტვ“-ის ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს "სუპერ ტვ“-მ 2016 წლის 20 მაისის =შ-6/4700-16 წერილით კომისიაში დამატებით წარმოადგინა  ინფორმაცია შპს “სუპერ ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეების შესახებ, რომლის თანახმადაც „Super TV S.A.-ის (სუპერ ტვ ეს. ეი)“ ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან ზურაბ ჩიგოგიძე კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი, გივი ხორხელი   5%-იანი წილის მფლობელი და არჩილ თაბაგარი 5%-იანი  წილის  მფლობელი. ასევე კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ის დაფუძნების სერთიფიკატი და კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“-ს მიერ გაცემული გენერალური მინდობილობა, რომლის თანახმადაც კომპანიის კანონიერი რწმუნებულია ზურაბ ჩიგოგიძე.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “სუპერ ტვ“-ის (ს/კ 400015201) 100%-იანი წილის მფლობელია კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)“, ხოლო დირექტორი ლაშა სილაგაძე (პ/ნ 49001000888).

 შპს “სუპერ ტვ“ (ს/კ 400015201) წარმოადგენს  შპს “დიდგორი-2“-ის (ს/კ 205117381) და შპს "სტუდია ტივის" (ს/კ 202336016) 100%-იანი წილის მფლობელს.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით კომპანია „Super TV S.A.(სუპერ ტვ ეს. ეი)"-ის და ფიზიკური პირის - ლაშა სილაგაძის (პ/ნ 49001000888) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

ფიზიკური პირები ზურაბ ჩიგოგიძე და  გივი ხორხელი კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით,  წარმოადგენენ:

ზურაბ ჩიგოგიძე (პ/ნ 01008004061):

1. ავტორიზებული პირი - შპს "BLACK SEA TELECOM"-ში (ს/კ 610953) წარმომადგენელს და 10%-იანი წილის მფლობელს;

2. ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) 100%-იანი წილის მფლობელს;

3. ავტორიზებული პირი - შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) 70%-იანი წილის მფლობელს;

4. ავტორიზებული პირი - შპს "რადიო ჰოლდინგი ფორტუნა" (ს/კ 204892535) 33,33%-იანი წილის მფლობელს.

გივი ხორხელი (პ/ნ 01027008770):

1. ავტორიზებული პირი - შპს "ჯეოტელი"-ს (ს/კ 205034979) დირექტორი.

რაც შეეხება არჩილ თაბაგარს, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არ ფიქსირდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სუპერ ტვ“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემეტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

შპს “სუპერ ტვ“- ი ასევე ფლობს =F48   88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

             ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;

            ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი   

                მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;

             გ) გეოგრაფიული ზონა:  ქ.თბილისი;

             დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით:

შპს "დიდგორი -2" (ს/კ 205117381) წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

შპს “სტუდია ტივი“ ( ს/კ 202336016) წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

შპს "BLACK SEA TELECOM-ი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული,  ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

 WiMax

 

შპს"BLACK SEA TELECOM-ი ასევე ფლობს =F49   88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც  ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;  

) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე;

შპს"ჯეოტელი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

 

B.F.1.

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.M.1.

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

შპს"ტელეკომპანია თბილისი" წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს:

 ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და/ან მომსახურების მიწოდების შემდეგ სახეებზე:

A.T.1.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელიტა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

 

B.T.1

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

 

 

       

ასევე, ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობაზე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის სახეობა:  კერძო მაუწყებლობა;

მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

შპს "რადიო ჰოლდინგი ფორტუნა",  როგორც მაუწყებელი, ფლობს მაუწყებლობის ლიცენზიებს, კერძოდ:

N B154 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 13 თებერვლამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: ქ. ყვარელი, სანავარდოს ანძა, 99,9 მჰც. სიხშირე;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

 

N B155 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 13 თებერვლამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: ქ. ყვარელი, სანავარდოს ანძა, 104,3 მჰც. სიხშირე;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

N B156 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 13 თებერვლამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: ქ. გორი, ახალდაბის ანძა, 104.0 მჰც. სიხშირე;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

N B63 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 30იანვრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ გადამცემის სიმძლავრის გამოყენებით, ქ. თბილისი;

N B64 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

 

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ე.ა)რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;

ე.ბ)რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბათუმი;

ე.გ)რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ხაშური;

ე.დ)რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ახალციხე;

ე.ე)რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თელავი;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 1მაისამდე;

N B65 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ე.ა)რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი;

ე.ბ)რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ხაშური;

ე.გ)რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ  სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ბათუმი;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 1მაისამდე;

N B66 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 1 ნოემბრამდე;

N B78 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (მუსიკალური) მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

- ქ. თბილისი, 96.7 მჰც. სიხშირე;

- ქ. ბათუმი, 101.9 მჰც. სიხშირე;

- სანავარდოს ანძა, 105.7 მჰც. სიხშირე;

- გორის ანძა, 102.0 მჰც. სიხშირე;

- დმანისის ანძა, 103.0 მჰც. სიხშირე;

- ახალციხის ანძა, 105.1 მჰც. სიხშირე;

- ქუთაისის ანძა, 102.7 მჰც. სიხშირე;

- ზუგდიდიდ ანზა, 107.7 მჰც. სიხშირე;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 25 მარტამდე;

N B89 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

- ქ. თბილისი, მთაწმინდის ანძა, 95.1 მჰც. სიხშირე;

- ქ. გორი, ახალდაბის ანძა, 101.1 მჰც.სიხშირე;

- ქ. ქუთაისი, ქუთაისის ანძა, 102.3 მჰც. სიხშირე;

- ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის ანძა, 105.7 მჰც. სიხშირე;

- ქ. ახალციხე, ახალციხის ტვ ანძა, 105.9 მჰც. სიხშირე;

- ქ. ზუგდიდის, ტვ ანძა, 106.7 მჰც. სიხშირე;

- ქ. ყვარელი, სანავარდოს ანძა, 107.3 მჰც. სიხშირე;

- ქ. დმანისი, დმანისის ტვ ანძა, 100.2 მჰც. სიხშირე;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 15 ივნისამდე;

N B177 88ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 25 თებერვლამდე;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

- იგოეთი, 90.5 მჰც. სიხშირე;

- ქ. გორი, ახალდაბის ანძა, 101.1 მჰც.სიხშირე;

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს "ტვ-ვაზი" ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შესაბამისად, შპს "ტვ-ვაზის"  მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან  მიღებულმა  შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მარტის  ჩათვლით შეადგინა - 115 897 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 620 აბონენტი.

წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს "ტვ-ვაზის" აბონენტთა ხვედრითი წილი 2016  წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა - 0,32%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს "ტვ-ვაზის"  შემოსავლების ხვედრითი წილი 2016 წლის მარტის თვის თვის ჩათვლით შეადგენდა - 0,23%-ს.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად,  შპს "სუპერ ტვ" ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შპს "სუპერ ტვ"-ს მიერ შესაბამისი მომსახურებიდან  მიღებულმა  შემოსავლებმა 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის მარტის  ჩათვლით შეადგინა - 9,249,719 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 40,994 აბონენტი.

შესაბამისად, ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს "სუპერ ტვ"-ს აბონენტთა ხვედრითი წილი 2016  წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა - 17,5%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს "სუპერ ტვ"-ს შემოსავლების ხვედრითი წილი 2015 წლის იანვრიდან  2016 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგენდა - 17,7%-ს.

 შპს “დიდგორი-2“-ი (ს/კ 205117381) ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ქალაქ თბილისში. შპს “დიდგორი-2“-ს მიერ შესაბამისი მომსახურებიდან  მიღებულმა  შემოსავლებმა  სამაუწყებლო შემოსავლებმა 2015  წლის იანვრის თვიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 6 629 ლარი, აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 60 აბონენტი.

შესაბამისად, ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “დიდგორი-2“-ს აბონენტთა ხვედრითი წილი 2016  წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა - 0,03%-ს, ხოლო ქალაქ თბილისში კომპანიების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “დიდგორი-2“-ს შემოსავლების ხვედრითი წილი 2015 წლის იანვრიდან  2016 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგენდა - 0,01%-ს.

 კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს "სტუდია ტივი"-ს (ს/კ 202336016) 2015  წლის იანვრის თვიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შემოსავლები არ უფიქსირდება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში შპს "ჯეოტელი" (ს/კ 205034979) 2015  წლის იანვრის თვიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შემოსავლები არ უფიქსირდება.

შპს "BLACK SEA TELECOM"-ის (ს/კ 610953) ფიქსირებული საცალო ინტერნეტ სააბონენტო შემოსავლებმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 2015  წლის იანვრის თვიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 1530 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 6 აბონენტი.

შესაბამისად, შპს "BLACK SEA TELECOM"-ის აბონენტთა ხვედრითი წილი 2016  წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა - 0,01%-ს, ხოლო ფიქსირებული საცალო ინტერნეტ სააბონენტო მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს "BLACK SEA TELECOM"-ს შემოსავლების ხვედრითი წილი 2015 წლის იანვრიდან  2016 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგენდა - 0,02%-ს.

 შპს "ტელეკომპანია თბილისი"-ს (ს/კ 202063818) სამაუწყებლო შემოსავლებმა 2015  წლის იანვრის თვიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 396 149 ლარი, ხვედრითი წილი სამაუწყებლო შემოსავლების მიხედვით 2015 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,34%.

  შპს "რადიო ჰოლდინგი ფორტუნა"-ს (ს/კ 204892535) შემოსავლებმა 2015  წლის იანვრის თვიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 6 030 260 ლარი, ხვედრითი წილი სამაუწყებლო შემოსავლების მიხედვით 2015 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 5,12%.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "ტვ-ვაზის"  კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „სუპერ ტვ“-ის  მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს "ტვ-ვაზის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „სუპერ ტვ“-ის  მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს "ტვ-ვაზს", შპს "ტვ-ვაზის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ  შეძენაზე;

2. შპს "ტვ-ვაზის" კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ  შეძენის   შემთხვევაში, შპს "ტვ-ვაზმა" და შპს „სუპერ ტვ“-მ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან;

5. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შპს "ტვ-ვაზი"-სათვის  გაგზავნა;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს). 

კომისიის თავმჯდომარე                                             ვახტანგ აბაშიძე                                  

კომისიის წევრი                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                             გიორგი ფრუიძე 

კომისიის წევრი                                                             კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები