წვდომის მენიუ

ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის” მაუწყებლად ავტორიზაციის თაობაზე

ნომერი: 322 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2016 11:13

მიღების თარიღი მაისი 25, 2016

ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის” მაუწყებლად ავტორიზაციის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ „თავისუფალმა მედია სივრცემ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/4315-16 11/05/2016) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის“ მულტიპლექსი)

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - გურიის ტერიტორიაზე მულტიპლექსის ამუშავების მომენტიდან;

ზ.ბ)ინტერნეტი - 10.06.2016

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - 10.06.2016

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მოთხოვნებს;

2. ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

6. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული:

ა) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხიმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა  დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორია ავთანდილ გველებიანი. კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ავთანდილ გველებიანი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: ადმინისტრაციულ ორგანოს; ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს; ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს; პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ დირექტორის ავთანდილ გველებიანის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ფიზიკური პირის ავთანდილ გველებიანის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის  მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ და ფიზიკური პირის ავთანდილ გველებიანის  აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ზემოაღნიშნული კომპანია და ფიზიკური პირი კომისიის უწყებრივ რეესტრში საერთოდ არ ფიქსირდებიან. თუმცა ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შევსებული ფორმა, რომელშიც მითითებულია ავთანდილ გველებიანის და მისი ოჯახის წევრების მიერ საქართველოში ან სხვა ქვეყანაში შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა. შევსებული ფორმიდან ირკვევა, რომ ავთანდილ გველებიანი წარმოადგენს შპს  „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის“ აღმასრულებელ დირექტორს. შპს  „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია“ ფლობს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებას ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების უზრუნველსაყოფად ოზურგეთში, ასევე ფლობს ავტორიზაციას საერთო საეთერო ტელემაუწყებლობაზე ზემოაღნიშნული მულტიპლექსის გამოყენებით.

კომისიის სხდომაზე ავთანდილ გველებიანმა აღნიშნა, რომ იგი არ არის შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. კომპანიას ჰყავს დამფუძნებელი და დირექტორი. იგი არის ფორმალურად კომპანიის თანამშრომელი და ერთ-ერთი საკონტაქტო პირი, რომელიც სხვადასხვა საკითხებზე პასუხს სცემდა დაინტერესებულ პირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იგი და კომპანიის თანამშრომლები ხელფასს არ ღებულობენ. სხდომაზე მან დაადასტურა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლთან შეუთავსებლობის თავიდან აცილების მიზნით, იმ შემთხვევაში თუ ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“ გაივლის ავტორიზაციას კომისიაში, ავტორიზაციის მიღების დღიდან მას არ ექნება არანაირი შეხება შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიასთან“, რომელთანაც ისედაც შეწყვეტილი აქვს ფორმალურად ყველანაირი ურთიერთობა. ავტორიზაციის მიღების დღიდან იგი გახდება სხვა ავტორიზებული პირის ხელმძღვანელი, რომელსაც განსხვავებული ამოცანები ექნება. მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიასთან“ მიმართებაში. ავთანდილ გველებიანმა სხდომაზე წარმოადგინა „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ წერილი, რომლის თანახმად ასოციაცია მხარს უჭერს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ მაუწყებლად ავტორიზაციას, გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს მათ პროგრამულ მრავალფეროვნებას, დაეხმაროს მას ყოველდღიური საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებითი და გასართობი პროგრამების მომზადებაში.  ავთანდილ გველებიანმა ასევე დაადასტურა, რომ ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“ და მისი დირექტორი არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, რომ კენჭისყრაზე აყენებს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ ავტორიზაციის საკითხს იმ დათქმის გათვალისწინებით, რომ ავთანდილ გველებიანი შეწყვეტს ყველანაირ ურთიერთობას შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიასთან“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრი, კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრები კახი ბექაური, მერაბ ქათამაძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი ელისო ასანიძე)

გადაწყვიტა:

1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“ შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; 

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიის“ მულტიპლექსი)

ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - გურიის ტერიტორიაზე მულტიპლექსის ამუშავების მომენტიდან;

ზ.ბ)ინტერნეტი - 10.06.2016

ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - 10.06.2016

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ.ბ) ინტერნეტი - უფასო;

თ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

2. ააიპ „თავისუფალი მედია სივრცე“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „თავისუფალი მედია სივრცისთვის“  გაგზავნა               (ნ. ჯავახიძე);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება                          (ნ. ჯანელიძე).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ მხარს ვერ  დაუჭერს ააიპ „თავისუფალი მედია სივრცის“ ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის საკითხს, ვინაიდან ავთანდილ გველებიანი ასევე არის შპს „დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია გურიის“ აღმასრულებელი დირექტორი, რაც წარმოადგენს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლის დამაბრკოლებელ გარემოებას  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან (მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა) და ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებულების განმარტებიდან გამომდინარე.

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

 კომისიის წევრი                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები