წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 326 / 8

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 12:32

მიღების თარიღი მაისი 31, 2016

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016  წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით, 800/900/1800/2100 სიხშირულ დიაპაზონში მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად ცხრა (თანმიმდევრული) აუქციონი გამოცხადდა.

აუქციონების  ჩატარების თარიღად 2016 წლის 31 მაისის 12:00 საათი განისაზღვრა; ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე.

კომისიის 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული:

ა) №1 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24, 182 193. 00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00)  ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ  1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00)  ლარი;

ბ) №2 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24, 182 193. 00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00)  ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ  1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00)  ლარი;

გ) №3 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24, 182 193. 00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00)  ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ  1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00)  ლარი;

დ) №4 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24, 182 193. 00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00)  ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ  1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00)  ლარი;

ე) №5 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 21, 112 232. 85 (ოცდაერთი მილიონ ას თორმეტი ათას ორას ოცდათორმეტი და 85) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 1 055 612,00 (ერთი მილიონ ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსას თორმეტი და 00)  ლარი.

ვ) №6 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 13, 525 957.50 (ცამეტი მილიონ ხუთას ოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი და 50) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 676 298.00 (ექვსას სამოცდათექვსმეტი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი ათასი და 00)  ლარი.

ზ) №7 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 8, 199 336.00 (რვა მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 409 967.00 (ოთხას ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი და 00) ლარი.

თ) №8 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 8, 199 336.00 (რვა მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 409 967.00 (ოთხას ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი და 00) ლარი.

ი) №9 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 8, 199 336.00 (რვა მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 409 967.00 (ოთხას ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი და 00) ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“. განცხადების თანახმად კომპანიას დაგეგმილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ოთხ აუქციონში. განცხადებაზე თანდართულია 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%–ის – 2,418,219.30 (ორი მილიონ ოთხასთვრამეტი ათას ორასცხრამეტი ლარი და 30) გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ოთხ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სალიცენზიო მოსაკრებელის (4X1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი საბუთი, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის თანახმად წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად განსაზღვრულნი არიან გია კოშორიძე, ნათია კახიძე და ანდრია ზოდელავა. აღნიშნული პირებიდან თითოეულს დამოუკიდებლად მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღონ აუქციონში და იმოქმედონ საკუთარი შეხედულებისამებრ, რათა მოიპოვონ 800 მჰც სიხშირულ ზოლში გამოცხადებულ აუქციონში 10 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა კომისიის 2016 წლის 31 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები: გია კოშორიძე, ნათია კახიძე, ანდრია ზოდელავა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში  გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.  კომისიის 2016  წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1, №2, №3, №4 და №5 აუქციონებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მის სარგებლობაში არსებული რესურსის ჩათვლით გახდება 1-გჰც-ს ქვემოთ არსებული მსგავსი მახასიათებლების მქონე 800 მჰც და 900 მჰც დიაპაზონების ფარგლებში ხელმისაწვდომი რესურსის 2x25 მჰც–ზე მეტის მფლობელი.

№1 აუქციონის დაწყებამდე შემოწმდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა №1 აუქციონში შპს „მაგთიკომის“ მონაწილეობის მიღების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან შპს „მაგთიკომი“ არ ფლობს რესურსს 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო 900 მჰც დიაპაზონში ფლობს   26.4 მჰც სიხშირულ რესურსს. აუქციონის დაწყებამდე შპს „მაგთიკომმა“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირებიდან დაასახელა ერთი პირი - გია კოშორიძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა აუქციონში.

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-51 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

კომისიის სხდომაზე გამოცხადდა №1 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური (24, 182 193. 00  ლარი) და აუქციონის ბიჯის ოდენობა (1 209 110,00 ლარი), რაც ჩაითვალა აუქციონის დასაწყისად. შპს „მაგთიკომმა“ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ აუქციონში. კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გია კოშორიძემ №1 აუქციონისთვის განსაზღვრული, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 25 391 303.00 (ოცდახუთი მილიონ სამასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამი და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „მაგთიკომი“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016  წლის 17 მარტის №185/8  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 25 391 303.00 (ოცდახუთი მილიონ სამასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამი და 00)  ლარი.

2. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 25, 391 303 (ოცდახუთი მილიონ სამასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამი და 00) ლარის 30%-ს - 7, 617 390.90 (შვიდი მილიონ ექვსასჩვიდმეტი ათას სამასოთხმოცდაათი და 90) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 2,418 219.30 (ორი მილიონ ოთხასთვრამეტი ათას ორასცხრამეტი და 30) ლარი ანუ  -5, 199 171.60 (ხუთი მილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ასსამოცდათერთმეტი ლარი და 60) ლარის  გადახდა ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს –17,773,912.10 (ჩვიდმეტი მილიონ შვიდასსამოცდაცამეტი ათას ცხრაასთორმეტი და 10) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 5, 199 171.60 (ხუთი მილიონ ასოთხმოცდაცხრამეტი ათას ასსამოცდათერთმეტი ლარი და 60) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-სა და გადახდილ ბეს შორის სხვაობის - 5, 199 171.60 ლარის,  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის (2,418,219.30 ლარი) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ. ჯავახიძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი  მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები