მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3 აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2016 13:42
მიღების თარიღი მაისი 31, 2016
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3 აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით, 800/900/1800/2100 სიხშირულ დიაპაზონში მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად ცხრა (თანმიმდევრული) აუქციონი გამოცხადდა.
აუქციონების ჩატარების თარიღად 2016 წლის 31 მაისის 12:00 საათი განისაზღვრა; ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე.
კომისიის 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული:
ა) №1 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24, 182 193. 00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00) ლარი;
ბ) №2 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24, 182 193. 00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00) ლარი;
გ) №3 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24, 182 193. 00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00) ლარი;
დ) №4 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 24, 182 193. 00 (ოცდაოთხი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი და 00) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 1 209 110,00 (ერთი მილიონ ორას ცხრა ათას ას ათი და 00) ლარი;
ე) №5 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 21, 112 232. 85 (ოცდაერთი მილიონ ას თორმეტი ათას ორას ოცდათორმეტი და 85) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 1 055 612,00 (ერთი მილიონ ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსას თორმეტი და 00) ლარი.
ვ) №6 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 13, 525 957.50 (ცამეტი მილიონ ხუთას ოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი და 50) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 676 298.00 (ექვსას სამოცდათექვსმეტი ათას ორას ოთხმოცდათვრამეტი ათასი და 00) ლარი.
ზ) №7 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 8, 199 336.00 (რვა მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 409 967.00 (ოთხას ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი და 00) ლარი.
თ) №8 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 8, 199 336.00 (რვა მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 409 967.00 (ოთხას ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი და 00) ლარი.
ი) №9 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 8, 199 336.00 (რვა მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%, დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 409 967.00 (ოთხას ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი და 00) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“. განცხადების თანახმად კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ოთხ აუქციონში.
შპს „მაგთიკომმა“ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ კომისიის 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2016 წლის 17 მარტის №185/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №3 აუქციონი;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,N6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
