საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 13:16
მიღების თარიღი მაისი 31, 2016
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2016 წლის 31 მაისის №40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს კომისიის 2016 წლის 31 მაისის №40 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–2 საკითხის (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF13 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) განხილვა და დამატებით საკითხად იქნეს შეტანილი კომისიის 2016 წლის 2 ივნისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2016 წლის 31 მაისის №40 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №40 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2016 წლის 31 მაისი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
- „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს.დ.ქუთათელაძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს.თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- შპს „TECHNOMAX LLP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს.თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ (მომხს. რ.სხირტლაძე - ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი).
