შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2016 18:51
მიღების თარიღი მაისი 31, 2016
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
I. საქმის აღწერა
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/3008-16; 29.03.2016) სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ 2016 წლის 28 მარტს შედგენილი შემოწმების აქტი N9 თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; აბონენტსა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ასლი; სააბონენტო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი- 2 ფურც.; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი და აღნიშნული წერილის შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N04/2610-15 წერილის ასლი თანდართული დოკუმენტაციით და აღნიშნული წერილის შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 9 ფურც.). მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის N10/3008-16 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 28 მარტს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №9. შემოწმება ჩატარდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტთან გიორგი კაპანაძესთან (აბონენტის N252XXX).
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (N10/3008-16; 29.03.2016) სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 28 მარტს, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „მარაო“, „GDS“, „აფხაზეთის ხმა“, „BBB (ბასტი ბუბუ), „ენკი ბენკი“, „რიონი“, „აჭარა“, “TV3”, “ტელეარხი 25”, „ქვემო ქართლი“, „თრიალეთი“, „იბერია“, „ტვ პირველი“, „საფერავი ტვ“, „დრო“, „დარდიმანდი“, Silk -უნივერსალი”, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazeera”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM HD”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony enternaiment“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery turbo), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”, “RTД”, “Домашний”,“Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “ Матч! футбол 1”, “ Матч! футбол 2”, “ Матч! футбол 3”, “ Матч! футбол 1HD”, “ Матч! футбол 2HD , “ Матч! футбол 3HD”, “НТВ наш спорт”, “KXL”, Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Матч! Игра“, „Матч! Арена“, „Матч! Арена HD“, „Матч! Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “ Матч! Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, „Disney“, Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”,“Nick jr”, “MTV Rus chatr”,“MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”,“Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,“Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”(comedy), “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “RUS TV ”, „Fashion tv“, “World fashion”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”, „Дождь“, РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ“, “ТНТ+2”,“МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/3008-16; 29.03.2016) ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „ობიექტივი“, „კომედი არხი“, „მარაო“, „BBB(ბასტი-ბუბუ), „რიონი“, „აჭარა“, “ტელეარხი 25”, „თრიალეთი“, „იბერია“, „ტვ პირველი“, „საფერავი ტვ“, „დრო“, „დარდიმანდი“, Silk -უნივერსალი”, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazeera”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM HD”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony enternaiment“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery turbo), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”, “RTД”, “Домашний”,“Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “ Матч! футбол 1”, “ Матч! футбол 2”, “ Матч! футбол 3”, “ Матч! футбол 1HD”, “ Матч! футбол 2HD , “ Матч! футбол 3HD”, “НТВ наш спорт”, “KXL”, Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Матч! Игра“, „Матч! Арена“, „Матч! Арена HD“, „Матч! Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “ Матч! Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, „Disney“, Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”,“Nick jr”, “MTV Rus chatr”,“MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”,“Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,“Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”(comedy), “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “RUS TV ”, „Fashion tv“, “World fashion”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”, „Дождь“, РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ“, “ТНТ+2”,“МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”.
2016 წლის 8 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/3234-16; 7.04.2016) სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ 2016 წლის 4 აპრილს შედგენილი შემოწმების აქტი N13 თანდართული მასალებით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე; შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; აბონენტსა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2011 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული საკაბელო ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულების ასლი; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი და აღნიშნული წერილის შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N04/2610-15 წერილის ასლი თანდართული დოკუმენტაციით და აღნიშნული წერილის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 9 ფურც.) მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (N10/3234-16; 7.04.2016) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 4 აპრილს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №13. შემოწმება ჩატარდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტთან (აბონენტის N280XXX) ევგენია ხიზანიშვილთან.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (N-10/3234-16; 7.04.2016) სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 4 აპრილს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: “რუსთავი 2”, „იმედი“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა“,„ტვ პირველი“, „მულტიმედია“, „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, “TV3”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „Music box“, „ენკი ბენკი“, „ქვემო ქართლი“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Silk -უნივერსალი”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Setanta sport”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“, “Discovery”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “Euronews”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”, “Mezzo”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”, „ტაბულა“, „მარნეული ტვ“, „იბერია“.
ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან (N-10/3234-16; 7.04.2016) ასევე ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2016 წლის 7 აპრილის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “რუსთავი 2”, „იმედი“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა“, „ტვ პირველი“, „Мултимедия“, „ქართული არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Music box“, „ქვემო ქართლი“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Silk -უნივერსალი”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Setanta sport”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“, “Discovery”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “Euronews”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”, “Mezzo”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”, „ტაბულა“, „მარნეული ტვ“, „იბერია“.
კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (ჩაბარების თარიღი: 16.01.2013; ქვითრის ნომერი: 010003903622), შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბულობის კორპორაციას“, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, დავალებული ჰქონდა, მის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებულ პაკეტებსა და საკაბელო ქსელებით გავრცელებული ყველა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები ან სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებამდე ან/და აღნიშნული არხების პაკეტში განთავსებამდე.
2016 წლის 14 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა სს „სილქნეტის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3424-16; 14.04.2016) განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (ამონაბეჭდი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ვებ-გვერდიდან - 4 ფურც.; „MARTV“-ს მომსახურების შეთავაზების ბუკლეტი - 2 ფურც.; სს „სილქნეტის“ მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ოპერატორთან განხორციელბული ზარის აუდიო ჩანაწერი - 1 CD), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტი“ ავტორიზაციის საფუძველზე ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას. სს „სილქნეტს“, ავტორიზებადი საქმიანობის ფარგლებში, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სამაუწყებლო პროდუქციის საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით რეტრანსლირების მიზნით, გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები (მოპოვებული აქვს სანებართვო წერილები) საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელ შესაბამის პირებთან და აღნიშნული უფლებების მოპოვებისთვის კომპანია იხდის დიდი ოდენობით თანხებს, მაშინ როდესაც საქართველოში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ სხვა პირებს, მათ შორის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ სატრანზიტო ქსელში სამაუწყებლო არხები განთავსებული აქვთ შესაბამისი უფლებების მოპოვების გარეშე, აღნიშნული კომპანიის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების განხორციელება ხდება ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ გათვალისწინებული პირობების დარღვევით.
სს „სილქნეტის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3424-16; 14.04.2016) განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მომხმარებლებს სთავაზობს ორი სახის მომსახურებას: ა) საკაბელო ტელევიზიას და ბ) IPTV მომსახურებას (იხ. ვებ-გვერდი www.cgc.ge), რომლის ფარგლებშიც კომპანიის მიერ აბონენტებისთვის ხორციელდება „MARTV”-ს მომსახურების შეთავაზება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ „MARTV”-თ მომსახურების განხორციელების ნათელი დადასტურებაა მონიტორინგის ის შედეგები, რაც ჩაატარა სს „სილქნეტმა“ და რომლის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი: ა) სარეკლამო ბუკლეტში, რომელიც ხელმისაწვდომია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის“ სერვისცენტრებში, მომსახურების მიმწოდებლად იდენტიფიცირებულია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, ბუკლეტზე დატანილია კომპანიის სახელწოდება, საკონტაქტო ტელეფონი (250000; 0800200200) და ვებ-გვერდის მისამართი (www.cgc.ge); ბ) კომპანიის ვებ-გვერდზე, სადაც ასევე განთავსებულია ინფორმაცია „MARTV”-ს მომსახურების თაობაზე („ჩაირთეთ ციფრული ტელევიზია Martv-ის 200-ზე მეტი არხი გადახვევის ფუნქციით“), მომსახურების მიმწოდებლად ასევე იდენტიფიცირებულია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“; გ) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობოს კორპორაციის“ სერვის ცენტრში დარეკვისას, სერვის ცენტრის ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს “MARTV”-ს მომსახურებას და აწვდის ინფორმაციას ამ მომსახურების ფარგლებში მიწოდებული სერვისების შესახებ.
როგორც სს „სილქნეტის“ განცხადებაშია აღნიშნული, არც ერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში არ არის მოხსენიებული არც კომპანია „TECHNOMAX LLP“ და არც რომელიმე სხვა კომპანია, გარდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“. არც კომპანიის ვებ-გვერდზე, არც სარეკლამო ბუკლეტზე და არც ოპერატორის არ კეთდება განმარტება, რომ ამ მომსახურებას სთავაზობს არა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არამედ ვინმე მესამე პირი. ამავე დროს, ეს მომსახურება ხელმისაწვდომია მხოლოდ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტებისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბონენტები სარგებლობენ კომპანიის მაღალსიჩქარიანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურებით. შესაბამისად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “MARTV”-ის მომსახურების აბონენტებისთვის მიწოდებას ახორციელებს სწორედ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ და არა სხვა მესამე პირი.
სს „სილქნეტის“ განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3424-16; 14.04.2016) ასევე აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 109 მუხლის (მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება) მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულია საკუთარ ვებ-გვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია „MARTV”-ის მომსახურების ფარგლებში მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხების თაობაზე, ასევე არ არის ინფორმაცია მაუწყებლობის ტრანზიტის ფარგლებში შეთავაზებული მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობების, ასევე სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულია მხოლოდ ე.წ. „საკაბელო ტელევიზიის“ ფარგლებში მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არის განთავსებული ინფორმაცია მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობების თაობაზე. შესაბამისად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის მიერ“ დარღვეულია რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს კომპანიის სანქცირების საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებით გარდა იმისა, რომ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ირღვევა სს „სილქნეტის“ უფლებები და კანონიერი ინტერესები და ყოველდღიურად კომპანიას ადგება დიდი მატერიალური ზიანი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის Nშ-10/3008-16 და 2016 წლის 7 აპრილის Nშ-10/3234-16 სამსახურებრივი ბარათებისა და სს „სილქნეტის“ 2016 წლის 14 აპრილის Nშ-6/3424-16 განცხადების საფუძველზე, კომისიაში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 19 აპრილს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 28 აპრილს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეცნობა შეტყობინებით (შეტყობინების თარიღი: 20.04.2016; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/1209-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 19 აპრილის N03/1209-16 შეტყობინება კომისიის 2016 წლის 28 აპრილის სხდომის ჩატარების თაობაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ჩაბარდა 2016 წლის 20 აპრილს.
კომისიის 2016 წლის 20 აპრილის N03/1218-16 შეტყობინებით კომისიის 2016 წლის 28 აპრილის სხდომის თაობაზე ასევე ეცნობა სს „სილქნეტს“.
2016 წლის 28 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4010-16; 28.04.2016) თანდართული დოკუმენტაციით (რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; შპს „TECHNOMAX LLP“-სა და ანზორ კაპანაძეს შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული IP ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულება; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კოპრორაციის“ 2016 წლის 28 მარტის წერილი; შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება).
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (Nშ-6/4010-16; 28.04.2016) განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ადასტურებს, რომ ევგენია ხიზანიშვილი წარმოადგენს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტს საკაბელო ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 7 აპრილის სამსახურებრივ ბარათში მითითებულ ყველა სამაუწყებლო არხზე დანართის სახით წარმოდგენილია მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიმართვის შემთხვევაში შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მოთხოვნისთანავე გადასცემდა კომისიას ყველა დოკუმენტის ასლს, ხოლო, ის ფაქტი, რომ ეს დოკუმენტები არ არის წარდგენილი კომისიაში, არ ნიშნავს იმას, რომ მაუწყებლობის ტრანზიტი ხორციელდება არამართლზომიერად. ასევე, კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არ ახორციელებს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 7 აპრილის სამსახურებრივ ბარათში მითითებულ სამაუწყებლო არხ „Мултимедия“-ს ტრანზიტს (წარმოდგენილია სამაუწყებლო არხ „Мултимания“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება).
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის აბონენტი არის ანზორ კაპანაძე (პ/ნ 30001093XXX) და არა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის სამსახურებრივ ბარათში მითითებული გიორგი კაპანაძე (პ/ნ 35001030XXX). როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების N9 აქტში არ არის მითითებული ე.წ. აბონენტის განმარტება, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე მომსახურებას ახორციელებს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“. აღნიშნული განმარტება აბონენტის მიერ ვერ იქნებოდა გაკეთებული, რადგან გიორგი კაპანაძე არ არის შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტი, ხოლო ქ. რუსთავი, იალღუჯის ქ. N25-ში მცხოვრებ ანზორ კაპანაძესთან IP ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „TECHNOMAX LLP“-ს. კომისიის აპაარტის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის სამსახურებრივ ბარათს ერთვის 2013 წლის 28 მარტის ხელშეკრულება ინტერნეტ მომსახურებაზე აბონენტ ანზორ კაპანაძესთან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია არ ახორციელებს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული არხების ტრანზიტს. კომპანიის მიერ 2016 წლის 28 მარტს (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3011-16; 30.03.2016) კომისიაში წარმოდგენილია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით და ტექნიკური საშუალებებით უწევს მომსახურებას შპს „TECHNOMAX LLP“-ს, ასევე კომპანია ახორციელებს აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დარიცხვას და ამოღებას, ასევე უწევს რეკლამირებას. შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ არ გააჩნია ვალდებულება წარმოადგინოს კომისიაში მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამეტის 2016 წლის 29 მარტის სამსახურებრივ ბარათში მითითებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი პირი არის შპს „TECHNOMAX LLP“-ს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს აბონენტ ანზორ კაპანაძესთან მიმართებაში და, შესაბამისად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ექვემდებარება უპირობოდ შეწყვეტას.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (Nშ-6/4010-16;28.04.2016) განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის 2016 წლის 19 აპრილის N03/1209-16 შეტყობინებაში მითითებული სავარაუდო დარღვევა არ არსებობს, კომპანიის მიერ სრულად არის დაცული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნები. შესაბამისად, 2016 წლის 19 აპრილს კომისიაში შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სს „სილქნეტი“ არის განსახილველი საკითხის მიმართ დაინტერესებული პირი - მისი ერთადერთი და მთავარი ინტერესი არის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საქმიანობის შეზღუდვა. გაუგებარია, კონკრეტულად რა კანონიერი ინტერესი გააჩნია სს „სილქნეტს“, თუ არა კომპანიის 13 000-ზე მეტი აბონენტის დატოვება კომპანიის მიერ შეთავაზებული საკაბელო ტელევიზიის მომსახურების გარეშე იმ მოსაზრებით და სურვილით, რომ ეს აბონენტები გახდებიან სს „სილქნეტის“ მომხმარებლები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სს „სილქნეტის“ პოზიცია, რომლითაც ცდილობს შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ აბონენტებისათვის შეთავაზებული „MARTV“-ის მომსახურების დაბრალებას შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არ უწევს აბონენტებს ამ მომსახურებას და ეს ფაქტი აბსოლუტურად უდაოა. განცხდებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2015 წლის პირველი ოქტომბრის N595/18 გადაწყვეტილებით ანალოგურ სიტუაციაში შპს „ახალი ქსელების“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. როგორც კომისიისათვის, ასევე „სილქნეტისათვის“ ცნობილია, რომ სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილების მოქმედება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინებით შეჩერებულია საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, სავალდებულოა ყველასთვის, ხოლო ამგვარი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ან შესრულებისათვის ხელის შეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. შესაბამისად, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არც კომისიას და არც სს „სილქნეტს“ უფლება არ აქვს, მსჯელობის საგნად გახადოს შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ მაუწყებლობის ტრანზიტის ფარგლებში მის მიერ მოწოდებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების მართლზომიერების საკითხი, ვიდრე არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ აბონენტებისათვის შეთავაზებული „MARTV“-ის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისათვის „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არ ახორციელებს, კომპანია შპს „TECHNOMAX LLP“-ს უწევს მომსახურებას მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო მომხმარებლები აფორმებენ ხელშეკრულებებს სატელევიზიო მომსახურებაზე, რომელშიც მხარედ მითითებულია შპს „TECHNOMAX LLP“. ხოლო, კომპანიის ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული „MARTV“-ს მომსახურების ხელშეკრულება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „MARTV“-ს მომსახურება არ არის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ პროდუქტი. ვებ-გვერდზე განთავსებულია მხოლოდ ცხრა სიტყვიანი წინადადება რეკლამირების მიზნით, რაც გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშკერულებიდან.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2016 წლის 28 აპრილის Nშ-6/4010-16 განცხადებით კომპანიამ დააყენა შუამდგომლობა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ 2016 წლის 19 აპრილს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ ვინაიდან, კომისიის 2016 წლის N03/1209-16 შეტყობინებაში მითითებული სავარაუდო დარღვევა არ არსებობს, კომპანიის მიერ სრულად არის დაცული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნები. ასევე, რამდენადაც კომისიის 2016 წლის 19 აპრილის N03/1209-16 შეტყობინებაში მითითებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხები მნიშვნელოვან ნაწილში ეხება შპს „TECHNOMAX LLP“-ს და კომპანია არ არის ამ ნაწილში „სათანადო მოპასუხე“, ხოლო კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების არ შეწყვეტის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება არსებით გავლენას იქონიებს მის სამართლებრივ მდგომარეობაზე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიას ეთხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ბ) პუნქტის, მე-13 მუხლის და 95-ე მუხლის თანახმად შპს „TECHNOMAX LLP“ ჩართოს მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სტატუსით და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2016 წლის 28 აპრილის Nშ-6/4010-16 განცხადებით წარმოდგენილი შპს „TECHNOMAX LLP“-სა და ანზორ კაპანაძეს შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული IP ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულების მე-3 პუნქტის (მიმწოდებლის უფლებამოვალეობანი) 3.8 ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სახის ინფორმაციას ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ, ან დაგემილი პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ, ან აბონენტისთვის მომსახურების საბოლოო გაუქმების შესახებ მიმწოდებელი მიაწვდის აბონენტს მის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას მითითებულ მობილურ ნომერზე მოკლე ტექტური შეტყობინებით, ან ელ. ფოსტით, ან სატელეფონო შეტყობინების გზით აბონენტის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ (შემდგომში „სიჯისის“) ნომერზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ინფორმაციის განთავსების გზით ვებ-გვერდზე www.cgc.ge . ხოლო, ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის (აბონენტის უფლება-მოვალეობანი) 4.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, აბონენტი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ისარგებლოს მომსახურებით, მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ან კონსულტაციის მიღების მიზნით, აბონენტი უკავშირდება ნომერზე 0 800 200 200 ან (0341) 25 00 00, ან მიმართავს „სიჯისის“ ოფისს მისამართზე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი N2. ამასთან, 4.2 ქვეუნქტის შესაბამისად, აბონენტი ვალდებულია მიაწოდოს მიმწოდებელს სწორი და დროული ინფორმაცია ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხოლო, 4.3 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეცვლისას აბონენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, რის თაობაზეც შეცვლის პირობების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში წერილობით უნდა განაცხადოს მიმწოდებელთან.
კომისიის 2016 წლის 28 აპრილის სხდომაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და ნინო ნიჟარაძე.
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2016 წლის 28 აპრილს წარმოდგენილი შ-6/4010-16 განცხადების შესწავლისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის მიზნით კომისიის 2016 წლის 28 აპრილის სხდომა გადაიდო და საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 11 მაისი, 15 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 28 აპრილს ჩანიშნული სხდომის გადადებისა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის 2016 წლის 11 მაისს განხილვის შესახებ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეცნობა კომისიის 2016 წლის 3 მაისის N03/1333-16 შეტყობინებით.
კომისიის 2016 წლის 3 მაისის N03/1334-16 და N03/1335-16 შეტყობინებებით, კომისიის 2016 წლის 11 მაისის სხდომის თაობაზე ასევე ეცნობათ სს „სილქნეტს“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/4284-16; 11.05.2016) სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2016 წლის 28 აპრილის Nშ-6/4010-16 განცხადებით წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტაციის კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შესწავლის შემდეგ, დასტურდება შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტი:: “რუსთავი 2”, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა“, „ტვ პირველი“, „Мултимедия“ (მულტიმანია), „ქართული არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Music box“, „ქვემო ქართლი“, Silk -უნივერსალი”,“Setanta sport”, “TLC”, „Discovery“, “Animal Planet”, “Euronews”, “Mezzo”, „მარნეული ტვ“, „იბერია“. ამასთან, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს “TECHNOMAX LLP” შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “TECHNOMAX LLP” გადაცემს შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რიგი სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება, კერძოდ: TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“, “History”, “Explorer”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”,“Шансон ТВ”, “Кухня ТВ”.
ამავე დროს, კომისიას 2016 წლის 6 და 10 მაისს განცხადებებით მომართეს „საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“, „National sports channel“ LLC, ООО “Signal Media” და შპს „ნიუ კონტენტმა“.
მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და უფლებამფლობელი კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც ირკვევა, რომ:
შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს “TECHNOMAX LLP” შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 სამაუწყებლო არხიდან 19 სამაუწყებლო არხზე უფლებამფლობელი კომპანიებისგან დასტურდება, რომ მათ შპს “TECHNOMAX LLP”-თან არ გააჩნიათ რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები. (აღნიშნული სამაუწყებლო არხებია: “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Авто +”, “24 Техно”,“History”, “Explorer”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), “CTC”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Индия”, “World Fashion”, “Кухня ТВ”-ს).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და “TECHNOMAX LLP” შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა რიგი სამაუწყებლო არხის ტრანზიტის შესახებ არ დასტურდება. შესაბამისად, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ სამაუწყებლო არხების, კერძოდ: TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“, “History”, “Explorer”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”,“Шансон ТВ”, “Кухня ТВ”-ს რეტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის 2016 წლის 11 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი ნანა შარაშენიძე და იურისტი მალხაზ ალბორაშვილი. ასევე, სხდომას ესწრებოდა სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „TECHNOMAX LLP“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 მაისის სხდომაზე შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ უფლებამოსილ წარმომადგენლებს გადაეცათ საქმის წარმოების დამატებითი მასალა - კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/4284-16; 11.05.2016) სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით - 21 ფურც.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 მაისის სხდომაზე შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება საქმის წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი დამატებითი მასალის (კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (N შ-10/4284-16; 11.05.2016) სამსახურებრივი ბარათი) შესწავლის მიზნით. კომისია აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლი მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად დაკმაყოფილდა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2016 წლის 19 მაისი, 15 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ საქმეში არსებული მასალის შესწავლის შესაბამისად, მათ შორის თავად შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2016 წლის 28 აპრილს კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4010-16; 28.04.2016) განცხადებიდან და მასზე დართული დოკუმენტაციიდან გამოირკვა, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (Nშ-10/3008-16; 29.03.2016) სამსახურებრივ ბარათში აღწერილი დარღვევის ფაქტისა და მასში მითითებული დამრღვევი პირის გარდა, IP ტელევიზიის მომსახურების მიმწოდებელად გამოიკვეთა ასევე შპს „TECHNOMAX LLP“. კერძოდ, შემოწმების აქტის შედგენის მისამართზე მცხოვრებ პირს IP ტელევიზიის მომსახურებას უწევს შპს „TECHNOMAX LLP“ (იხ. შპს „TECHNOMAX LLP“-სა და ანზორ კაპანაძეს შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული IP ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულება).
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2016 წლის 28 აპრილის Nშ-6/4010-16 განცხადებისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის Nშ-10/3008-16 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 16 მაისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 19 მაისს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე შპს „TECHNOMAX LLP“-ს ეცნობა შეტყობინებით (შეტყობინების თარიღი: 16.05.2016; შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი: 03/1418-16) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის 2016 წლის 16 მაისის N03/1418-16 შეტყობინება, კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომის ჩატარების თაობაზე, შპს „TECHNOMAX LLP“-ს ჩაბარდა ხელზე 2016 წლის 16 მაისს.
კომისიის 2016 წლის 16 მაისის N03/1418-16 წერილით შპს „TECHNOMAX LLP“-ს ეთხოვა კომისიაში მიმდინარე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2016 წლის 19 მაისამდე, წარმოედგინა შპს „TECHNOMAX LLP“-ს და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სამაუწყებლო არხებზე შუამავლობის/დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 18 მაისის Nშ-10/4521-16 სამსახურებრივი ბარათით წარმოდგენილ იქნა საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმითედის“ 2016 წლის 14 აპრილის Nშ-6/2440-16 განცხადება თანდართული დოკუმენტით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედს“ შორის 2014 წლის პირველ აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვეტილია და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ უკანონოდ ახორციელებს სატელევიზიო არხების ტრანზიტს. განცხადებით ასევე წარმოდგენილია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორის ნანა შარაშენიძის წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტას 2016 წლის პირველი აპრილიდან.
კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი ნანა შარაშენიძე და იურისტი მალხაზ ალბორაშვილი. კომისიის სხდომაზე მალხაზ ალბორაშვილმა განაცხადა, რომ შემოწმების აქტები შედგენილია სხვადასხვა აბონენტებთან, რომელთაგან ევგენია ხიზანიშვილი არის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტი, ხოლო 2016 წლის 28 მარტის N9 შემოწმების აქტში მითითებული აბონენტი გიორგი კაპანაძე არ არის არც შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ აბონენტი და არც შპს „TECHNOMAX LLP“-ის აბონენტი. მალხაზ ალბორაშვილის განმარტებით, კომპანიამ მოიძია ინფორმაცია შემოწმების განხორციელების მისამართზე არსებული მათი აბონენტის შესახებ და აღნიშნა, რომ შემოწმების განხორციელების მისამართზე დაფიქსირდა მათი აბონენტი ანზორ კაპანაძე, რომელსაც აწვდიან ინტერნეტ მომსახურებას, ხოლო სამაუწყებლო ტრანზიტით მომსახურებას („MARTV“-ის მომსახურებას) ანზორ კაპანაძეს უწევს შპს „TECHNOMAX LLP“-ი, რაც დასტურდება შპს TECHNOMAX LLP“-ისა და ანზორ კაპანაძეს შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული IP ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ვებ-გვერდზე (www.cgc.ge) განთავსებულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი ინფორმაცია (მომსახურების ხელშეკრულება), ხოლო რაც შეეხება „MARTV“-ის მომსახურების თაობაზე ინფორმაციის განთავსებას, მ. ალბორაშვილმა აღნიშნა, რომ „MARTV“-ის პაკეტით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული, ვინაიდან აღნიშნული მომსახურება არ არის კომპანიის პროდუქტი, ხოლო ის რაც განთავსებულია ვებ-გვერდზე არის რეკლამა, რომლის განთავსების ვალდებულება გაწერილია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის“ და შპს „TECHNOMAX LLP“ შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებაში.
კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე მ. ალბორაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მათ მიერ ვერ მოხერხდა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (11.05.2016; Nშ-10/4284-16) სამსახურებრივი ბარათით გადაცემული წერილების შეფასება, ვინაიდან დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენელმა ითხოვა კომისიამ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული დოკუმენტების სახელმწიფო ენაზე თარგმნა.
კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომას ასევე ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კახი ყურაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ვებ-გვერდებზე მომხმარებლისთვის შეთავაზებულია „MARTV“-ის მომსახურება, ხოლო შპს „TECHNOMAX LLP“-ის თაობაზე კომპანიის ვებ-გვერდზე ინფორმაცია არ არის. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ საკუთარ ვებ-გვერდზე მომხმარებლისთვის შეთავაზებული აქვს თავისი სამაუწყებლო არხების პაკეტი და „MARTV“-ის პაკეტი. აღნიშნული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც კომპანიის ოფისში, ასევე კომპანიის ნომერზე დარეკვით და სხვა საშუალებებით, თუმცა „MARTV“-ის პაკეტის აღების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კომპანიის ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული აღნიშნული მომსახურების პირობების (ხელშეკრულების გაფორმების, შეწყვეტის, მომსახურების მიწოდებისა და სხვა.) თაობაზე ინფორმაცია.
კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე ასევე გამოცხადდა შპს „TECHNOMAX LLP“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო სოსელია, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიის მიერ კომისიაში გადმოგზავნილია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ და შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“-ს შორის 2015 წლის პირველ დეკემბერს გაფორმებული შეთანხმება, რომლის შესაბამისად, ცვლილება შევიდა მხარეებს შორის არსებულ ხელშეკრულებაში, კერძოდ, ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნა კონკრეტული მუხლები (4.2.6 და 9.11) და ჩაემატა პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დამკვეთი ახორციელებს სატელევიზიო არხების რეტრანსლაციას საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ასევე მოიცავს კომპანიის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას (სატელევიზიო არხების დისტრიბუციის უფლებამოსილება) გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც თავის მხრივ მოახდენენ სატელევიზიო სიგნალის რეტრანსლაციას“. როგორც ნინო სოსელიამ აღნიშნა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მისმა მარწმუნებელმა 2016 წლის 18 მაისს მიაწოდა, რაც მის მიერ დაუყოვნებლივ იქნა გადმოგზავნილი კომისიაში. კომისიის სხდომაზე ნ. სოსელიამ ასევე განაცხადა, რომ როცა ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“-ს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, შპს „TECHNOMAX LLP“-მ ნახა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა ის, რომ „ROXBURG TRANSIT CORP“-ს აქვს სამაუწყებლო არხების რეტრანსლაციის უფლების მესამე პირებზე გადაცემის უფლება და შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ნ. სოსელიამ კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ის მიერ გავრცელებული კონტენტის კანონიერებაზე საუბარი სექტემბრის-ოქტომბრის ბოლომდე არ ყოფილა. 2015 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით კონტენტის კანონიერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული არ ყოფილა. შესაბამისად, კომპანიის მიერ გაფორმდა ის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიას მიეცა ამ კონტენტის მესამე პირებზე გადაცემის უფლება. ამის შემდგომ დაიწყო კომისიამ კონტენტის კანონიერებაზე საუბარი და გადაწყვიტა, რომ არ არის კონტენტი დადასტურებული, რა საკითხსაც ამჟამად იხილავს სასამართლო.
საქმეში არსებული უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტების თარგმნის უზრუნველსაყოფად და განსახილველი საკითხების დამატებითი მოკვლევის მიზნით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2016 წლის 31 მაისს, 15 საათზე, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „TECHNOMAX LLP“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ნინო სოსელიას 2016 წლის 16 მაისით დათარიღებული (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4682-16; 20.05.2016) წერილი თანდართული დოკუმენტაციით (2015 წლის პირველი დეკემბრით დათარიღებული შეთანხმება, შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“-ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ). შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“ -ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 2015 წლის პირველ დეკემბერს შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნა 4.2.6 და 9.11 პუნქტები (შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“-ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.2.6 მუხლის თანახმად, „დამკვეთი“ ვალდებულია მოახდინოს სატელევიზიო სიგნალის რეტრანსლაცია მხოლოდ მის აბონენტებთან და არ დაუშვას სიგნალის გადაცემა ისეთ სუბიექტებზე, რომლებიც თავის მხრივ მოახდენენ რეტრანსლაციას. „დამკვეთს“ ასევე ეკრძალება სატელევიზიო გადაცემების ნებისმიერი სახითა და ფორმატით განთავსება და/ან რეტრანსლაცია ინტერნეტში ან/და სხვა ქსელში, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის საკაბელო არხის მაუწყებლობასთან. ხოლო, 9.11 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილად ითვლება „კომპანიის“ ადგილსამყოფელი.); ხოლო ხელშეკრულების 1.4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დამკვეთი ახორციელებს სატელევიზიო არხების რეტრანსლაციას საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ასევე მოიცავს კომპანიის მიერ მინიჭებულ უფლებას (სატელევიზიო არხების დისტრიბუციის უფლებამოსილება) გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც თავის მხრივ მოახდენენ სატელევიზიო სიგნალის რეტრანსლაციას“.
კომისიის 2016 წლის 23 მაისის N03/1486-16 წერილით შპს „TECHNOMAX LLP“-ს გადაეცა საქმის წარმოების მასალები: რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილები ( „FOX INTERNATIONAL CHANNEL“-ის 2015 წლის 14 დეკემბრის წერილი; „NATIONAL GEOGRAFIC CHANNEL“-ის 2015 წლის 14 დეკემბრის წერილი; „Discovery Communications Europe Limited“-ის 2015 წლის 13 ნოემბრის წერილი; „SPTI Networks Vostok LLC“-ის 2015 წლის 17 ნოემბრის №19-11/2015 და №18-11/2015 წერილები; „EURONEWS“-ის 2015 წლის პირველი დეკემბრის წერილი; შპს „Ред Медиа“-ს წერილი; შპს „Сигнал Медиа Интернэшнл“-ის 2015 წლის 2 დეკემბრის წერილი), რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ის არ აქვს მოპოვებული საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლება (სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ 2016 წლის 5 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1129-16; 5.02.2016) წერილი); „ROXBURG TRANSIT CORP“-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ასევე, კომისიის (N03/1486-16; 23.05.2016) წერილით შპს „TECHNOMAX LLP“-ს მოეთხოვა კომისიაში, 3 დღის ვადაში, წარმოედგინა „ROXBURG TRANSIT CORP“-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ სატელევიზიო არხების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებულ სამაუწყებლო არხებზე „ROXBURG TRANSIT CORP“-ის შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისიის 2016 წლის 30 მაისის N03/1551-16 წერილით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ გადაეცა ადმინისტრაციული წარმოების მასალები: 1. სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ (27.05.2016; შ-6/4942-16) წერილი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილების თარგმანთან ერთად (შპს „Ред Медиа“-ს 2016 წლის 10 მაისის წერილი; საერთაშორისო კომპანია „ ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ 2016 წლის 10 მაისი წერილი თანდართული დოკუმენტაციით (რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამლობელების წერილები); შპს „Сигнал Медиа Интернэшнл“-ის 2016 წლის 6 მაისი წერილი; „National sport channel llc“-ის 2016 წლის 10 მაისის წერილი; „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2016 წლის 6 მაისის წერილი თანდართული დოკუმენტაციით (რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილები), რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვს მოპოვებული საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლება); 2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (18.05.2016; შ-10/4521-16) სამსახურებრივი ბარათი; 3. ამონაბეჭდი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს ვებ-გვერდებიდან (www.cgc.ge; www.mar.tv ).
კომისიის 2016 წლის 30 მაისის N03/1552-16 წერილით შპს „TECHNOMAX LLP“-ს გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები: 1. სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ (27.05.2016; შ-6/4942-16) წერილი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილების თარგმანთან ერთად (შპს „Ред Медиа“-ს 2016 წლის 10 მაისის წერილი; საერთაშორისო კომპანია „ ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ 2016 წლის 10 მაისი წერილი თანდართული დოკუმენტაციით (რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამლობელების წერილები); შპს „Сигнал Медиа Интернэшнл“-ის 2016 წლის 6 მაისი წერილი; „National sport channel llc“-ის 2016 წლის 10 მაისის წერილი; „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2016 წლის 6 მაისის წერილი თანდართული დოკუმენტაციით (რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილები), რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვს მოპოვებული საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლება); 2. ამონაბეჭდი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს ვებ-გვერდებიდან (www.cgc.ge; www.mar.tv ).
კომისიის 2016 წლის 31 მაისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირექტორი ნანა შარაშენიძე და იურისტი მალხაზ ალბორაშვილი. სხდომაზე მხარემ განაცხადა, რომ კომპანია გაეცნო ნათარგმნ დოკუმენტებს. მ. ალბორაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კომისიას შესწავლილი აქვს წერილების გამომგზავნი პირების უფლებამოსილების საკითხი. რაც შეეხება, შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიაში მიმდინარე წარმოებას, მალხაზ ალბორაშვილმა აღნიშნა, რომ ვიდრე ეს საკითხი არის სასამართლო დავის საგანი და ვიდრე კომისიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის შეჩერებული, ამ საკითხის კომისიაში განხილვა არის სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასული. ამიტომ, ვიდრე არ მოხდება სასამართლოში საკითხების დასრულება, ეს საკითხი კომისიამ არ უნდა განიხილოს.
კომისიის 2016 წლის 31 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „TECHNOMAX LLP“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ნ. სოსელია, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიაში მიმდინარე ორივე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხები არის ურთიერთდამოკიდებული. ნ. სოსელიამ განაცხადა, რომ კომისიაში ამდენი ხნის განმავლობაში იხილება კონტენტის კანონიერების საკითხი და კომისია თვლის, რომ კონტენტის კანონიერება დადასტურებული არ არის, კომპანია კი საპირისპირო პოზიციაზეა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ გამოსცა ორი აქტი, კომპანიის გაფრთხილებაზე და დაჯარიმებაზე. აღნიშნული აქტები არის სასამართლოში გასაჩივრებული და ორივე არის შეჩერებული. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ამ საკითხის განხილვის უფლება არ აქვს მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და არ განაცხადებს, რეალურად მართლა დასტურდება კონტენტის არაკანონიერების საკითხი ან პირიქით. ეს საკითხი გავიდა კომისიის განხილვის სფეროდან და გადავიდა სასამართლოში. კომისიისა და კომპანიის პოზიციები ვერ შეჯერდა, აქვთ განსხვავებული პოზიციები და ამიტომ საკითხს იხილავს სასამართლო. ნ. სოსელიამ ასევე აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება დაელოდონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაძლოა მან გააუქმოს სასამართლოს აქტები (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის და 2016 წლის 19 მაისის განჩინებები, რომლითაც შეჩერდა კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 და 2016 წლის 25 მარტის N202/18 გადაწყვეტილებები) და ძალაში შევიდეს კომისიის მიერ მიღებული აქტები. შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ წინა სხდომაზე მათ წარმოადგინეს კომისიაში დოკუმენტი, რომლითაც ცვლილება შევიდა „ROXBURG TRANSIT CORP“ -სა და შპს „TECHNOMAX LLP”-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. აღნიშნული დოკუმენტით ნათელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათ მაუწყებლობის ტრანზიტის უფლება მიეცათ კონკრეტულად იმ არხებზე, რომელზეც არის შეთანხმება. ნ. სოსელიამ აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტაცია არის საკმარისი იმისთვის, რომ მათი კონტენტის კანონიერება დადასტურდეს, შესაბამისად, მათ „ROXBURG TRANSIT CORP“-ის დისტრიბუციის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ.
კომისიამ 2016 წლის 31 მაისის სხდომაზე იმსჯელა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე წარმოების და ამავე წარმოების ფარგლებში არსებული მასალების საფუძველზე დაწყებული შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების გაერთიანების თაობაზე, ვინაიდან კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველი საკითხები არის ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული. კომისიამ 2016 წლის 31 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით გააერთიანა ზემოაღნიშნული საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, ვინაიდან ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება საქმის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 მარტის Nშ-10/3008-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, აბონენტსა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ასლი, სააბონენტო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 2 ფურც., კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი და აღნიშნული წერილის შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N04/2610-15 წერილის ასლი თანდართული დოკუმენტაციით და აღნიშნული წერილის შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია-9 ფურც.);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2016 წლის 28 მარტის N9 შემოწმების აქტი;
- 2016 წლის 28 მარტის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 7 აპრილის Nშ-10/3234-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით (შემოწმების ჩატარების ამსახველი ჩანაწერი CD-ზე, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, აბონენტსა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ასლი, კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი და აღნიშნული წერილის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომისიის 2015 წლის 11 ნოემბრის N04/2610-15 წერილის ასლი თანდართული დოკუმენტაციით და აღნიშნული წერილის შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია-9 ფურც.);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2016 წლის 4 აპრილის შემოწმების აქტი N13;
- 2016 წლის 4 აპრილს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი (1 CD);
- კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სს „სილქნეტის“ 2016 წლის 14 აპრილის Nშ-6/3424-16 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (ამონაბეჭდი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ვებ-გვერდიდან - 4 ფურც.; „MARTV“-ს მომსახურების შეთავაზების ბუკლეტი - 2 ფურც.; სს „სილქნეტის“ მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ოპერატორთან განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი - 1 CD);
- კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შესახებ;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2016 წლის 28 აპრილის Nშ-6/4010-16 განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (რიგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; შპს „TECHNOMAX LLP“-სა და ანზორ კაპანაძეს შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული IP ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულება; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კოპრორაციის“ 2016 წლის 28 მარტის წერილი; შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2015 წლის პირველ საქტემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება);
- კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „TECHNOMAX LLP“-ს შესახებ;
- შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2015 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება;
- შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“-ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის მომსახურების შესახებ;
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 11 მაისის Nშ-10/4284-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელი კომპანიების წერილები);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, გაკეთებული კომისიის 2016 წლის 11 მაისის სხდომაზე;
- შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის გაგზავნილი კომისიის 2016 წლის 16 მაისის N03/1418-16 წერილი (რომლითაც ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და ეთხოვა შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სამაუწყებლო არხებზე შპს „TECHNOMAX LLP“-ს მუამავლობის/დისტრიბუციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპრტამენტის 2016 წლის 18 მაისის Nშ-10/4521-16 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ 2016 წლის 14 აპრილის N შ-6/2440-16 წერილი თანდართული დოკუმენტით - შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ 2016 წლის 10 მარტის წერილი);
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლის ნინო სოსელიას ახსნა-განმარტება, გაკეთებული კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ იურისტის მალხაზ ალბორაშვილის ახსნა-განმარტება, გაკეთებული კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე;
- სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის კახი ყურაშვილის ახსნა-განმარტება, გაკეთებული კომისიის 2016 წლის 19 მაისის სხდომაზე;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის ნინო სოსელიას 2016 წლის 20 მაისის Nშ-6/4682-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (2015 წლის პირველ ივლისს შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“ -ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის პირველი დეკემბრით დათარიღებული შეთანხმება; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ);
- შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის გაგზავნილი კომისიის 2016 წლის 23 მაისის N03/1486-16 წერილი (რომლითაც ეთხოვა „ROXBURG TRANSIT CORP“-ის შუამავლობის/დისტრიბუციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა კომისიაში);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ გაგზავნილი კომისიის 2016 წლის 30 მაისის N03/1551-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (1. სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ (27.05.2016; შ-6/4942-16) წერილი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილების თარგმანთან ერთად; 2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (18.05.2016; შ-10/4521-16) სამსახურებრივი ბარათი; 3. ამონაბეჭდი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს ვებ-გვერდებიდან (www.cgc.ge; www.mar.tv );
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს გაგზავნილი კომისიის 2016 წლის 30 მაისის N03/1552-16 წერილი თანდართული დოკუმენტაციით (1. სსიპ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს“ (27.05.2016; შ-6/4942-16) წერილი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილების თარგმანთან ერთად; 2. ამონაბეჭდი შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისა“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს ვებ-გვერდებიდან (www.cgc.ge; www.mar.tv );
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს წარმომადგენლის ნინო სოსელიას ახსნა-განმარტება, გაკეთებული კომისიის 2016 წლის 31 მაისის სხდომაზე;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ იურისტის მალხაზ ალბორაშვილის ახსნა-განმარტება, გაკეთებული კომისიის 2016 წლის 31 მაისის სხდომაზე;
- სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის კახი ყურაშვილის ახსნა-განმარტება, გაკეთებული კომისიის 2016 წლის 31 მაისის სხდომაზე.
III. კომისიისმიერდადგენილიფაქტობრივიგარემოებები
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, მათ შორის ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი:15.02.2010);
- შპს „TECHNOMAX LLP“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე, მათ შორის ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 17.07.2015);
- კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2016 წლის 28 მარტს, 14:20 საათზე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საქმიანობის შემოწმება განხორციელდა ანზორ და გიორგი კაპანაძეების საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: ქ.რუსთავი, იალღუჯის №25, რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი N9. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ი. ბაღაშვილი და ზ. კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე გიორგი კაპანაძე. შპს ,,TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება დადებული აქვს ანზორ კაპანაძესთან;
- ანზორ კაპანაძეს (აბონენტს) მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას ერთობლივად აწვდიან შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ი, რაც უტყუარად დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებითა და მტკიცებულებებით: 1. აბონენტის 2016 წლის 10 მარტის გადახდის ქვითარში მომსახურების მიმწოდებელ კომპანიად მითითებულია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, ხოლო აბონენტის იდენტიფიცირება ხდება ტელეფონის ნომრით (აღნიშნული დასტურდება გადახდის ქვითრითა და აბონენტსა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით); 2. აბონენტსა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში აბონენტისაგან თანხის ამომღებ პირად მითითებულია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“; 3. შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2015 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, დასტურდება, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ უზრუნველყოფს შპს „TECHNOMAX LLP“-ს დაშვებას საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ადგილობრივ (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან; 4. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ მომხმარებლებს სთავაზობს ორი სახის მომსახურებას: ა) საკაბელო ტელევიზიას და ბ) IPTV მომსახურებას (იხ. ვებ-გვერდი www.cgc.ge), რომლის ფარგლებშიც კომპანიის მიერ აბონენტებისთვის ხორციელდება „MARTV“-ის მომსახურების შეთავაზება; 5. სარეკლამო ბუკლეტში (სს „სილქნეტის“ 2016 წლის 14 აპრილის Nშ-6/3224-16 განცხადებას თან ერთვის სარეკლამო ბუკლეტის ასლი) მომსახურების მიმწოდებლად იდენტიფიცირებულია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგამბულობის კორპორაცია“, ბუკლეტზე დატანილია კომპანიის სახელწოდება, საკონტაქტო ტელეფონი (250000; 0800200200) და ვებ-გვერდის მისამართი (www.cgc.ge); 6. კომპანიის ვებ-გვერდზე, სადაც ასევე განთავსებულია ინფორმაცია „MARTV”-ს მომსახურების თაობაზე, („ჩაირთეთ ციფრული ტელევიზია Martv-ის 200-ზე მეტი არხი გადახვევის ფუნქციით“) მომსახურების მიმწოდებლად ასევე იდენტიფიცირებულია შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“; 7. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობოს კორპორაციის“ სერვის ცენტრში დარეკვისას, სერვის ცენტრის ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს “MARTV”-ს მომსახურებას და აწვდის ინფორმაციას ამ მომსახურების ფარგლებში მიწოდებული სერვისების შესახებ (იხ.სს „სილქნეტის“ მიერ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ოპერატორთან განხორციელებული ზარის აუდიო ჩანაწერი - CD-ზე); 8. ასევე, შპს „TECHNOMAX LLP“-სა და ანზორ კაპანაძეს შორის 2015 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული IP ტელევიზიის მომსახურების ხელშეკრულების მე-3 პუნქტის (მიმწოდებლის უფლებამოვალეობანი) 3.8 ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სახის ინფორმაციას ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ, ან დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების შესახებ, ან აბონენტისთვის მომსახურების საბოლოო გაუქმების შესახებ მიმწოდებელი მიაწვდის აბონენტს მის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას მითითებულ მობილურ ნომერზე მოკლე ტექტური შეტყობინებით, ან ელ. ფოსტით, ან სატელეფონო შეტყობინების გზით აბონენტის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ნომერზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ინფორმაციის განთავსების გზით ვებ-გვერდზე www.cgc.ge. ხოლო, ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის (აბონენტის უფლება-მოვალეობანი) 4.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, აბონენტი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ისარგებლოს მომსახურებით, მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ან კონსულტაციის მიღების მიზნით, აბონენტი უკავშირდება ნომერზე 0 800 200 200 ან (0341) 25 00 00, ან მიმართავს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ოფისს მისამართზე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი N2. ამასთან, 4.2 ქვეპუნქტის შესაბამისად, აბონენტი ვალდებულია მიაწოდოს მიმწოდებელს სწორი და დროული ინფორმაცია ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხოლო, 4.3 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეცვლისას აბონენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, რის თაობაზეც შეცვლის პირობების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში წერილობით უნდა განაცხადოს მიმწოდებელთან (შპს „TECHNOMAX LLP“-ს საკონტაქტო ინფორმაცია ხელშეკრულებაში მოცემული არ არის).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საკუთარი ქსელის გამოყენებით შპს „TECHNOMAX LLP”-სთან ერთად ახორციელებს მოხმარებლებისთვის ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას;
5. 2016 წლის 28 მარტს, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ და შპს „TECHNOMAX LLP“ ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „იმედი“, “რუსთავი 2”, „მაესტრო“, „კავკასია“, „ობიექტივი“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, „მარაო“, „GDS“, „აფხაზეთის ხმა“, „BBB (ბასტი ბუბუ), „ენკი ბენკი“, „რიონი“, „აჭარა“, “TV3”, “ტელეარხი 25”, „ქვემო ქართლი“, „თრიალეთი“, „იბერია“, „ტვ პირველი“, „საფერავი ტვ“, „დრო“, „დარდიმანდი“, Silk -უნივერსალი”, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Euronews”, “Al jazeera”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM HD”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony enternaiment“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, Discovery”, Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery turbo), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”, “Animal planet”, “Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”, “RTД”, “Домашний”,“Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “ Матч! футбол 1”, “ Матч! футбол 2”, “ Матч! футбол 3”, “ Матч! футбол 1HD”, “ Матч! футбол 2HD , “ Матч! футбол 3HD”, “НТВ наш спорт”, “KXL”, Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Матч! Игра“, „Матч! Арена“, „Матч! Арена HD“, „Матч! Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “ Матч! Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, „Disney“, Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”,“Nick jr”, “MTV Rus chatr”,“MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”,“Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,“Музыка”, “Шансон ТВ”, “Mezzo Live HD”, “ТНТ4”(comedy), “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “TLC”, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “RUS TV ”, „Fashion tv“, “World fashion”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”, „Дождь“, РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ“, “ТНТ+2”,“МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”;
6. „FOX INTERNATIONAL CHANNEL“-ის 2015 წლის 14 დეკემბრის წერილით, „NATIONAL GEOGRAFIC CHANNEL“-ის 2015 წლის 14 დეკემბრის წერილით, „Discovery Communications Europe Limited“-ის 2015 წლის 13 ნოემბრის წერილით; „SPTI Networks Vostok LLC“-ის 2015 წლის 17 ნოემბრის №19-11/2015 და №18-11/2015 წერილებით, „EURONEWS“-ის 2015 წლის პირველი დეკემბრის წერილით, შპს „Ред Медиа“-ს წერილით და შპს „Сигнал Медиа Интернэшнл“-ის 2015 წლის 2 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვს მოპოვებული საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამაუწყებლო არხების გავრცელების უფლება. ასევე, შპს „Ред Медиа“-ს 2016 წლის 10 მაისის წერილით, საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ 2016 წლის 10 მაისის წერილით (თანდართული დოკუმენტაცია: რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამლობელების წერილები), შპს „Сигнал Медиа Интернэшнл“-ის 2016 წლის 6 მაისი წერილით, „National sport channel llc“-ის 2016 წლის 10 მაისის წერილით და „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2016 წლის 6 მაისის წერილით (თანდართული დოკუმენტაცია: რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილები) დასტურდება, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვს მოპოვებული საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამაუწყებლო არხების გავრცელებისა და მესამე პირებზე გადაცემის უფლება;
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის (N03/1486-16; 23.05.2016) წერილით შპს „TECHNOMAX LLP“-ს მოეთხოვა კომისიაში, 3 დღის ვადაში, წარმოედგინა „ROXBURG TRANSIT CORP“-სა და შპს „TECHNOMAX LLP“-ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ სატელევიზიო არხების მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში მითითებულ სამაუწყებლო არხებზე „ROXBURG TRANSIT CORP“-ის შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის;
8. შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ წარმოდგენილი 2015 წლის პირველი დეკემბრით დათარიღებული შეთანხმება შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“ -ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არ ადასტურებს კომპანიის მიერ სამაუწყებლო არხების ტრანზიტს და მესამე პირებზე რეტრანსლირების უფლების გადაცემის მართლზომიერებას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: 1. შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ არ არის კომისიაში წარმოდგენილი „ROXBURG TRANSIT CORP“-ის შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 2. რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილებიდან ირკვევა, რომ არც შპს „TECHNOMAX LLP“-სთან და არც და „ROXBURG TRANSIT CORP“ -თან მათ რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები არ გააჩნიათ. შესაბამისად, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება მათ მიერ სამაუწყებლო არხების რეტრანსლაციის და მესამე პირებზე რეტრანსლირების უფლების გადაცემის მართლზომიერება;
9. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ წარმოდგენილი შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზო არხების რეტრანსლაციის ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ არ ადასტურებს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერ რეტრანსლირებას შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: 1. შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ წარმოდგენილი შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“-ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის პირველი დეკემბრით დათარიღებული შეთანხმების მართლზომიერება არ დასტურდება; 2. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „TECHNOMAX LLP“ შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული 30 სამაუწყებლო არხიდან 19 სამაუწყებლო არხის უფლებამფლობელებისგან დასტურდება, რომ მათ შპს “TECHNOMAX LLP”-სთან არ გააჩნიათ რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები;
10. 2015 წლის 29 მარტის მდგომარეობით და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს არ აქვთ წარმოდგენილი მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „დარდიმანდი“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Al jazeera”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM HD”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony enternaiment“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery turbo), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”,“Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”, “RTД”, “Домашний”,“Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “ Матч! футбол 1”, “ Матч! футбол 2”, “ Матч! футбол 3”, “ Матч! футбол 1HD”, “ Матч! футбол 2HD , “ Матч! футбол 3HD”, “НТВ наш спорт”, “KXL”, Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Матч! Игра“, „Матч! Арена“, „Матч! Арена HD“, „Матч! Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “ Матч! Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, „Disney“, Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”,“Nick jr”, “MTV Rus chatr”,“MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”,“Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,“Музыка”, “Шансон ТВ”, “ТНТ4”(comedy), “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “RUS TV ”, „Fashion tv“, “World fashion”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”, „Дождь“, РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ“, “ТНТ+2”,“МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”. აქედან გამომდინარე, შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საკუთარი ქსელის გამოყენებით შპს „TECHNOMAX LLP”-თან ერთად ახორციელებს მოხმარებლებისთვის ტრანზიტით მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას და ამ მომსახურების ფარგლებში ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით პროდუქციის გავრცელებასა და მიწოდებას მოხმარებლებისთვის;
11. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ, 2016 წლის 4 აპრილს, 14:25 საათზე განხორციელდა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოწმება კომპანიის აბონენტთან ევგენია ხიზანიშვილთან (იხ. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და ევგენია ხიზანიშვილს შორის 2011 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება საკაბელო ტელევიზიის მომსახურების პირობების თაობაზე); აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N13. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: იოსებ ბაღაშვილი და ზურაბ კვირკველია, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე ევგენია ხიზანიშვილი;
12. 2016 წლის 4 აპრილს, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „რუსთავი 2”, „იმედი“,„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „კავკასია“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა“,„ტვ პირველი“, „მულტიმედია“ (მულტიმანია), „ქართული არხი“, „ერთსულოვნება“, “TV3”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „აფხაზეთის ხმა“, „Music box“, „ენკი ბენკი“, „ქვემო ქართლი“, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, Silk -უნივერსალი”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Setanta sport”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“, “Discovery”, “Animal Planet”, “History”, “Explorer”, “TLC”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “Euronews”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”, “Mezzo”, “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”, „ტაბულა“, „მარნეული ტვ“, „იბერია“;
13. წარმოების პროცესში შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ 2016 წლის 28 აპრილის Nშ-6/4010-16 განცხადებით წარმოდგენილი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით დასტურდება შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტი: “რუსთავი 2”, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა“, „ტვ პირველი“, „Мултимания“, „ქართული არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Music box“, „ქვემო ქართლი“, Silk -უნივერსალი”,“Setanta sport”, “TLC”, „Discovery“, “Animal Planet”, “Euronews”, “Mezzo”, „მარნეული ტვ“, „იბერია“;
14. შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და “TECHNOMAX LLP” შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამაუწყებლო არხების ტრანზიტის მართლზომიერება არ დასტურდება. შესაბამისად, შპს „ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ სამაუწყებლო არხების, კერძოდ: TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“, “History”, “Explorer”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”,“Шансон ТВ”, “Кухня ТВ”-ს რეტრანსლირება საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება არამართლზომიერად;
15. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილით (შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ჩაბარდა 16.01.2013) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „საქართველოს კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე წერილით შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
16. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2016 წლის 4 აპრილის N13 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
17. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2016 წლის 4 აპრილის N13 შემოწმების აქტით და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (1 CD);
18. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია „MARTV“-ის მომსახურების ფარგლებში მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხების თაობაზე, ასევე არ არის ინფორმაცია მაუწყებლობის ტრანზიტის ფარგლებში შეთავაზებული მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობების, ასევე სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულია მხოლოდ ე.წ. “საკაბელო ტელევიზიის“ ფარგლებში მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არის განთავსებული ინფორმაცია მომსახურების შეწყვეტის პირობების თაობაზე;
19. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე;
20. შპს „TECHNOMAX LLP“ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში კანონმდებლობის დარღვევის გამო. კერძოდ, 2016 წლის 25 თებრვლის 117/18 გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა გაფრთხილება, ხოლო 2016 წლის 25 მარტის N202/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 3,000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
- „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
- „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
- კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. ამავე კანონის 191 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაცია შეჩერდება დარღვევის აღმოფხვრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ 2016 წლის 20 მაისამდე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4682-16;20.05.2016) წარმოდგენილი არ ყოფილა 2015 წლის პირველი დეკემბრით დათარიღებული შეთანხმება შპს „TECHNOMAX LLP“-სა და „ROXBURG TRANSIT CORP“ -ს შორის 2015 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად, კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული აქვს როგორც რეტრანსლაციის, ასევე დისტრიბუციის უფლებამოსილება და ეს იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 და 25 მარტის 202/18 გადაწყვეტილებებით შპს „TECHNOMAX LLP“-ს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტისათვის (რაც თავის მხრივ ეჭვს ბადებს აღნიშნული დოკუმენტის გაფორმების თარიღთან დაკავშირებით). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რიგი სამაუწყებლო არხების უფლებამფლობელების წერილებიდან ირკვევა, რომ არც შპს „TECHNOMAX LLP“-სთან და არც „ROXBURG TRANSIT CORP“-თან მათ რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები არ გააჩნიათ, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი „ROXBURG TRANSIT CORP“-ის შუამავლობის დისტრიბუციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებს კომპანიის მიერ რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერ ტრანზიტს და მესამე პირებზე გადაცემის უფლებას.
ამასთან, ვინაიდან შპს „TECHNOMAX LLP“-მიერ კომისიაში არ არის წარმოდგებილი „ROXBURG TRANSIT CORP“-ის შუამავლობის/დისტრიბუციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია („ROXBURG TRANSIT CORP“-ი შპს „TECHNOMAX LLP ანიჭებს უფლებას რიგი სამაუწყებლო არხების მესამე პირებზე გადაცემის უფლებამოსილებას, რაც ასევე არ დასტურდება) და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციასა“ და შპს „TECHNOMAX LLP“ შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებაში მითითებული 30 სამაუწყებლო არხიდან 19 სამაუწყებლო არხის უფლებამფობელებისგან დასტურდება, რომ მათ შპს “TECHNOMAX LLP”-სთან არ გააჩნიათ რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობები, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ წარმოდგენილი შპს „TECHNOMAX LLP“-სა და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის 2016 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლაციის ტრანზიტის უფლების გადაცემის შესახებ არ ადასტურებს შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული სამაუწყებლო არხების მართლზომიერ რეტრანსლირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათავლისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ მომხმარებლისთვის საკაბელო ტელევიზით შეთავაზებული სამაუწყებლო არხების: „TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, , “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“,“History”, “Explorer”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”, , “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”-ს შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხების: “რუსთავი 2”, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „აჭარა“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, „პალიტრა“, „ტვ პირველი“, „Мултимания“, „ქართული არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „Music box“, „ქვემო ქართლი“, Silk -უნივერსალი”,“Setanta sport”, “TLC”, „Discovery“, “Animal Planet”, “Euronews”, “Mezzo”, „მარნეული ტვ“, „იბერია“, სამაუწყებლო ბადეში განთავსებით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „TECHNOMAX LLP”-ის მიერ მომხმარებლისთვის IPTV მომსახურებით („MARTV” ) შეთავაზებული სამაუწყებლო არხების: „დარდიმანდი“, “RBK TV”, “Russia today”, “Россия 24”, “МИР 24”, “ВРЕМЯ”, “МОСКВА 24”, “BBC”, “Al jazeera”, “Bloomberg”, “DW”, “CCTV news”, “1 МЕТЕО”, “НТВ Киноплюс”, „НТВ Киноклуб”, „НТВ Премьера”, „НТВ кинохит“, “Наше Кино”, “ Наше Новое Кино”, “НD Кино”, “Fox”, “Эгоист”, “MGM HD”, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “AMC”, “Амедия 1”, “Амедия 2”, “Амедия премиум”, “Русский иллюзион”, ”Иллюзион+”, “Еврокино”, “XXI”, “Fox Life”, „Sony enternaiment“, “Много ТВ”, “Дом Кино”, “Индия”, “CBS Драма”, „Discovery HD”, Discovery science”, “DTX”(Discovery turbo), “ID”, “Nat GEO Wild”, “Nat GEO Wild HD”, “National geographic”, “History”, “Explorer”, “Viasat Nature”, “Viasat Nature HD”, “Life HD”, “24 Техно”, “Моя Планета”, “Da vinchi’’, “CBS Reality”, “Outdoor”, “Fine Living”, “History rus”, “История”, “Travel Cannel”, “Телекафе”, “Наука’’, “Россия К”, “Звезда”, “Союз”, “Кухня ТВ”,“Animal planet HD”, “Домашное животное”, “Охота и Рыбалка”,“Авто +”, “Авто 24”, “24 Док”, “RTД”, “Домашний”,“Ocean tv”, “НТВ наш футбол”, “ Матч! футбол 1”, “ Матч! футбол 2”, “ Матч! футбол 3”, “ Матч! футбол 1HD”, “ Матч! футбол 2HD , “ Матч! футбол 3HD”, “НТВ наш спорт”, “KXL”, Eurosport2 HD”, “Eurosport 1”, “Eurosport2”, “Eurosport 1 HD”, „Матч! Игра“, „Матч! Арена“, „Матч! Арена HD“, „Матч! Игра HD“, “Viasat sport HD”, “Rai sport 1”, “Rai sport 2”, “Exstreme sports”, “ Матч! Боец ТВ”, „Матч“, “Русский Экстрим”, „Disney“, Cartoon network”, “Nickelodeon”, “Tiji”, “Gulli”, “jim jam”, “Карусель”,“Nick jr”, “MTV Rus chatr”,“MTV hits”, “MTV dance”, “MTV rocks”,“Europa plus TV”, “VH 1”, “VH 1classic”, “Russian Music Box”, МУЗ ТВ”,“Музыка”, “Шансон ТВ”, “ТНТ4”(comedy), “Комедия”, “Paramount comedy”, „Че“, “CTC”, “CTC International”, “CTC Love”, “S TV”, “RUS TV ”, „Fashion tv“, “World fashion”, “Fashion one”,“ORT”, “Россия 1”, „Дождь“, РТР планета”, “РЕН ТВ”, „TV 3”(რუსული), „HTB“, “ТНТ“, “ТНТ+2”,“МИР ТВ”, “5 канал”, “TV 5 Monde”, “CBC”, “Кубань 24 орбита”, “CNL”, “24 TV”, “телеканал СПАС”, “8 канал”, „Пятница“, “NHK world”, “France 24”, “Inter Az”, “Az tv”, “7 Kazakhstan”-ს შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ და შპს „TECHNOMAX LLP” მიერ დაირღვა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე (www.cgc.ge) მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განუთავსებლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 109 მუხლის მე-10 პუნქტი და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართელოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
ვინაიდან, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს შპს „TECHNOMAX LLP“-ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისია უფლებამოსილი არ არის განიხილოს შპს „TECHNOMAX LLP“-ის დარღვევის ფაქტი იმიტომ, რომ სასამართლოს მიერ შეჩერებულია კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 და 2016 წლის 25 მარტის N202/18 გადაწყვეტილებები. კომისია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებაში, რომლითაც შეჩერდა „შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის №117/18 გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის განჩინებაში, რომლითაც შეჩერდა შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 25 მარტის №202/18 გადაწყვეტილება შპს „TECHNOMAX LLP“-ის, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან წარმოადგენს საქმის არსებითად განხილვის საგანს და უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას აღნიშნული შეფასებული ვერ იქნება. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების საფუძველი არ გამხდარა მისი კანონიერების თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა.
კომისია ამახვილებს ყურადღებას მასზე, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრებულ კანონისმიერ ვალდებულებებზე, კერძოდ, კომისიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, დაკისრებული აქვს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ვალდებულება და დამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესაბამისი სახის გამოყენება, რასაც თავის მხრივ არა მხოლოდ დარღვევის აღკვეთის, არამედ პრევენციული ფუნქცია გააჩნია და მიზნად ისახავს არა მხოლოდ დამრღვევი პირის დასჯას და კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრას, არამედ შემდგომი დარღვევების თავიდან აცილებასა და პრევენციას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ვერ გახდება დარღვევის ჩადენის ან განგრძობის ლეგიტიმური უფლების წარმოშობის საფუძველი და ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს უზრუნველყოს მასზე კანონით დაკისრებული კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის ფუნქცია („ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლები), მით უფრო მაშინ, როდესაც დარღვევა დგინდება ახლად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ, კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილებით შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიეცა გაფრთხილება, ხოლო კომისიის 2016 წლის 25 მარტის N202/18 გადაწყვეტილებებით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, ვინაიდან ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. შესაბამისად, შპს „TECHNOMAX LLP“-ს უნდა შეუჩერდეს ავტორიზაცია.
კომისიას მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ: TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“, “History”, “Explorer”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”,“Шансон ТВ”, “Кухня ТВ”-ს.
კომისიას ასევე მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ და შპს „TECHNOMAX LLP“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე IP ტელევიზიის (MARTV) ფარგლებში მომხმარებლისათვის შეთავაზებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება შპს „TECHNOMAX LLP“-ს მიერ დარღვევის აღმოფხვრამდე, ვინაიდან ამ უკანასკნელს წინამდებარე განაწყვეტილებით შეუჩერდა ავტორიზაცია.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, 191 მუხლის პირველი პუნქტის გ) გვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 45-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 109 მუხლის მე-10 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
- შპს „TECHNOMAX LLP“-ს შეუჩერდეს ავტორიზაცია (აეკრძალოს ავტორიზებული საქმიანობის განხორციელება მის განახლებამდე);
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: “TV 1000 мегахит”, “TV 1000 premium”, “Матч! Футбол1”, “Матч! Футбол2”, “Матч! Футбол3”, , “Матч! Боец ТВ”, “Авто +”, “24 Техно”, „Охота и Рибалка“,“History”, “Explorer”, „РТР планета“, „ОРТ“, “THT 4”(comedy), ”THT”, “CTC”, “RTVi”, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Дом Кино”, “Феникс”, “XXI”, “Еврокино”, ”Иллюзион+”, “Индия”, “World Fashion”, , “Шансон ТВ”, “Кухня ТВ”-ს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა; ასევე, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ უზრუნველყოს შპს „TECHNOMAX LLP“-სთან ერთად IP ტელევიზიის (MARTV) ფარგლებში მომხმარებლისათვის შეთავაზებული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ უზრუნველყოს კომპანიის ვებ-გვერდზე (www.cgc.ge) კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 109 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსება (ხელშეკრულების შეწყვეტის პირობების განთავსება);
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; ასევე, შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „საქართელოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ და შპს „TECHNOMAX LLP“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ( გ. კვერენჩხილაძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
