წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 339 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2016 11:44

მიღების თარიღი მაისი 31, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა   და “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა  საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის საქამიანობის ანგარიშის საჯარო განხილვა 2016 წლის 31 მაისს კომისიის სხდომაზე გაიმართა. ინფორმაცია კომისიის 2016 წლის 31 მაისის სხდომის დღის წესრიგის შესახებ გამოქვეყნებული იყო კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში და შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა  მონაწილეობა მიეღო ანგარიშის განხილვაში.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში;

2. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის ინტერნეტში კომისიის  ვებგვერდზე (www.gncc.ge)   გამოქვეყნება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის საქართველოს პრეზიდენტისთვის, საქართველოს მთავრობისთვის და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                   ვ. აბაშიძე

კომისიი  წევრები:                                                ე. ასანიძე

                                                                                 კ. ბექაური

                                                                                 გ. ფრუიძე

                                                                                 მ. ქათამაძე         

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები