წვდომის მენიუ

კომისიის 2016 წლის 5 მაისის N291/10 გადაწყვეტილებით ქ. ხაშურში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 357 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 12:25

მიღების თარიღი ივნისი 09, 2016

კომისიის 2016 წლის 5 მაისის N291/10 გადწყვეტილებით ქ. ხაშურში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 მაისის N291/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ხაშურში კერძო სპეციალიზებული  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ხაშური; სიხშირე (მჰც) – 90.5; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 250 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები -42° 0'8.67"N 43°33'39.28"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 25 მეტრი, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 6.

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

კომისია აღნიშნავს რომ ქ. ხაშურში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2016 წლის 5 მაისის N291/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ჩაშლილად გამოცხადეს კომისიის 2016 წლის 5 მაისის N291/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული   კონკურსი ქ. ხაშურში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად;

2 .გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები