გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2016 17:18
მიღების თარიღი ივნისი 09, 2016
გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. გორი, ახალდაბის ანძა; სიხშირე (მჰც) – 97.8; მოდულაცია – FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; რადიოგადამცემის სიმძლავრე – 500 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები - 42°01'56"N 44°02'51"E; სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 100 მეტრი, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) – 5.
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკამ”.
კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2016 წლის 9 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” უფლებამოსილი წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” მიერ გორის მუნიციპალიტეტში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზით იყო წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია, კერძოდ დეკლარაციაში არ არის ინფორმაცია კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის” უფლებამოსილ წარმომადგენელ მარიამ გოგოსაშვილს განემარტა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 371-ე და მე-60 მუხლების მოთხოვნები. მარიამ გოგოსაშვილმა საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს, მან ასევე დაადასტურა, რომ ლიცენზიის მაძიებელს და მის ბენეფიციარ მესაკუთრეს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე არ გააჩნით ურთიერთდამოკიდებულება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ რომელიმე მაუწყებელთან.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის“ დირექტორის გვანცა დოლუაშვილის, ბენეფიციარი მესაკუთრეების მამუკა ყუფარაძის (პ/ნ 01024012675), მამუკა გონგაძის (პ/ნ 01024022917), მიხეილ მირზიაშვილის (პ/ნ 01009002462), თინათინ თუშიშვილის (01017006341) და ზაზა ტორიაშვილის (პ/ნ 01006010110) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის“, მისი დირექტორის გვანცა დოლუაშვილის, ბენეფიციარი მესაკუთრეების მამუკა ყუფარაძის (პ/ნ 01024012675), მამუკა გონგაძის (პ/ნ 01024022917), მიხეილ მირზიაშვილის (პ/ნ 01009002462), თინათინ თუშიშვილის (01017006341) ზაზა ტორიაშვილის (პ/ნ 01006010110) და ააიპ „სტუდია რეს“ აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკა“ არ ფლობს ლიცენზიას ან ავტორიზაციას მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკის“ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილების შესაბამისად დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკამ“ 2016 წლის 16 ივნისის 19:00 საათამდე კომისიის 2016 წლის 5 მაისის N292/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
