წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 36 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2016 15:50

მიღების თარიღი იანვარი 26, 2016

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2015 წლის 26 იანვრის №06 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ასევე კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2015 წლის 26 იანვრის №06 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 06 სხდომის დღის წესრიგი

             ქ. თბილისი                                          2016  წლის 26 იანვარი, 15:00 საათი

 

  1.     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის №06 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
  2. შპს ტელეკომპანია „კავკასიის” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს.მ.ქადეიშვილი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. რიგი ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. რ.სხირტლაძე - ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები