წვდომის მენიუ

,,შპს „სტერეო +“ - სთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის № 224/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 361 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 12:36

მიღების თარიღი ივნისი 09, 2016

,,შპს სტერეო +“ - სთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის № 224/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შპს „სტერეო+“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010) რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე მომსახურების მიწოდების სხვადასხვა  სახეებზე. შპს „სტერეო +“ ფლობს ციფრული მიწისზედა  სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX–B, №MUX–D და №MUX–E ლიცენზიებს (მოქმედების ვადა 2025 წლის 17 ივნისამდე).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებით, შპს „სტერეო +“-ს მიენიჭა რადიოსარელეო სიხშირეები ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის ქსელის აგებისა და ფუნქციონირებისთვის, სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის ცალკეულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების გამოსაყენებლად, №MUX–B, №MUX–D და №MUX–E ლიცენზიების პირობებით განსაზღვრული, ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ქსელის გადამცემებამდე მაუწყებლობის სიგნალის მიწოდების განხორციელებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, 10 წლის ვადით, 2015 წლის 17 ივნისიდან 2025 წლის 17 ივნისამდე. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით   სარგებლობის  უფლების  მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასური განისაზღვრა 127258.6 ლარის ოდენობით. აღნიშნული  საფასურის  გადახდის უზრუნველყოფა, კომისიის ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად,  შპს „სტერეო+“-ს  განესაზღვრა სამ ეტაპად, ერთი წლის ვადაში: ა) 12725.85 ლარი - 2015 წლის 28 მაისამდე; ბ) 57266.37 ლარი - 2015 წლის 28 ნოემბრამდე  და  გ) 57266.37 ლარი - 2016 წლის 28 მაისამდე. შპს ,,სტერეო +“-მა, 2015 წლის 29 მაისს, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა    12725.85 ლარი.

კომისიის 2015 წლის 19 ივნისის №362/2 გადაწყვეტილებით შპს ,,სტერეო +“-ს დაევალა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX–B და №MUX–E ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების შესაბამისად, სრულყოფილად აგებული   მულტიპლექსპლატფორმის  ექსპლუატაციაში გაშვება  2015 წლის 25 აგვისტომდე. აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ შპს „სტერეო +“-ის მიერ ციფრული   სამაუწყებლო ქსელის ოპტიმიზაციით   გამოწვეული რადიოსარელეო  ხაზების ფუნქციონირებასთან  დაკავშირებული  ცვლილებების გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა  კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამ მიზნით, კომისიის 2015 წლის 9 სექტემბრის №543/22 გადაწყვეტილებით, შპს „სტერეო +”-ს დაევალა ციფრული სამაუწყებლო ქსელის ოპტიმიზაციით გამოწვეული რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, კომისიის 2015 წლის 9 სექტემბრის №543/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,სტერეო +“-მა კომისიაში წარმოადგინა წერილობითი  ინფორმაცია რადიოსარელეო სიხშირეების გეგმასთან ერთად (№შ-6/7160-15, 23.09.15), რომელიც მის მიერ დაზუსტებულ იქნა 2015 წლის 10  ნოემბრისა და 2016 წლის 8 თებერვლის წერილობითი განცხადებებით (№ შ-6/8623-15, 10.11.15.; № შ-6/1150-16, 8.02.16) შეცვლილ რადიოსარელეო სიხშირეების გეგმასთან ერთად. ამასთან, განმარტა, რომ შპს ,,სტერეო +“-ის სადისტრიბუციო ქსელში უკუკავშირისთვის იყენებს GSM მოდემს, რომელიც აწყობილია და გამართულად მუშაობს. ასეთ სისტემაში აღარ არის კომპანიისთვის მინიჭებულ რადიოსიხშირულ წყვილებში უკუარხების საჭიროება. შპს ,,სტერეო +“-მა, ასევე, წერილობით (№ შ-6/9687-15, 09.12.15) მოითხოვა კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის თანხის გადაანგარიშება.

შპს „სტერეო +“-ს  კომისიის  წერილით (9.03.16, 06/770-16) ეცნობა, რომ მისი  მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია ,,შპს „სტერეო+“-ისთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსარელეო ქსელის სტრუქტურის და სიხშირეების შეცვლის საფუძველზე. შეთანხმების მიზნით, შპს  „სტერეო +“-ს, ასევე,  ეცნობა  მის მიერ მოთხოვნილი რადიოსარელეო ხაზების მონაკვეთებისა და რადიოსიხშირეების კორექტირებული პარამეტრები და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის შეცვლილი ოდენობა -  28551.6 ლარი.  თანხმობა, აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით, შპს ,,სტერეო +“-მა კომისიას  2016 წლის 18 მარტს აცნობა წერილობით  (№შ-6/2576-16). 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით, შპს „სტერეო +“ - ის მიერ, 2015 წლის 28 აპრილის კომისიის №224/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქსელის ტოპოლოგიის შეცვლა, რადიოსარელეო სიხშირული წყვილების სიხშირული გეგმის და  რადიოსარელეო სადგურების  ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო სადგურებით და განსხვავებული სიხშირული გეგმით ჩანაცვლება, რაც ურთიერთშეთანხმებულ იქნა კომისიის წერილის (№06/770-16, 09.03.16) დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად,  აუცილებელს ხდის კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული    კოდექსის  63-ე  მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს, მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

სიხშირული გეგმის შეცვლის შემდეგ, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის შეცვლილი ოდენობა შეადგენს  28551.6 ლარს. 

ვინაიდან, შპს ,,სტერეო +“-მა, კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილებით განსაზღვრული, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურიდან, 2015 წლის 29 მაისს, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა 12725.85 ლარი, შპს ,,სტერეო +“-ს, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება განესაზღვროს 28551.6 (ოცდარვა ათას ხუთასორმოცდათერთმეტი ლარი და 60 თეთრი) ლარისა  და  ამავე დანიშნულებით, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 29 მაისს  გადახდილი   თანხის 12725.85 (თორმერტი  ათას შვიდასოცდახუთი ლარი და 85 თეთრი)   ლარს  შორის სხვაობა -15825.75  (თხუთმეტი ათას  რვაასოცდახუთი  ლარი  და 75 თეთრი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა შპს „სტერეო+“-მა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია განმარტავს, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, სადისტრიბუციო რადიოსარელეო ქსელის ცალკეულ მონაკვეთებზე  რადიოსარელეო სადგურების  ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული    კოდექსის  63-ე  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ელექტრონული   კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის   471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ მე-7 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. შპს „სტერეო+“-ისთვის დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13  გადაწყვეტილებაში  შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. განესაზღვროს  შპს   „სტერეო+“ს,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 15825.75  (თხუთმეტი ათას  რვაასოცდახუთი  ლარი  და  75 თეთრი) ლარის  ოდენობით;“.

ბ) გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უზრუნველყოს შპს „სტერეო+“-მა, ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული   საფასურის    15825.75  (თხუთმეტი ათას  რვაასოცდახუთი  ლარი  და 75 თეთრი) ლარის   გადახდა   საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის  2016    წლის 9 ივნისის №361/19  გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების  მიხედვით: 

მიმღები: 

ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

კოდი -TRESGE 22;

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;“.

გ)  გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „6.    შპს     „სტერეო+“-ს მიერ  ამ  გადაწყვეტილების  მე-4    პუნქტის      შესაბამისად,      

საფასურის  გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას   ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის  შესაბამისად;“.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 28 აპრილის №224/13  გადაწყვეტილების დანართი შეიცვალოს წინამდებარე გადაწყვეტილების დანართით (თან ერთვის);

3.  წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  შპს „სტერეო+“-სთვის  მისი    დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე;

4. აღირიცხოს  ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული  რადიოსარელეო  სიხშირეები   კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);  

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს ,,სტერეო+”-ისთვის  რადიოსარელეო    სიხშირეების     მინიჭების     საკითხი    შესაბამისობაში     იქნას      მოყვანილი     საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,№6) შპს „სტერეო+“-ისთვის გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის   ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;    

7. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს  (ი.აბულაძე);

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                   ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   კ.ბექაური

კომისიის წევრი                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                   მ. ქათამაძე

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები