შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 22, 2016 13:10
მიღების თარიღი ივნისი 09, 2016
შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2016 წლის 19 მაისს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “ვაიმაქს ჯორჯიამ“ და ფიზიკურმა პირმა ვასილ კობაიძემ (კომისიაში განცხადების რეგისტრაციის №6/4601-16 19.05.2016), სს „სილქნეტის“ მფლობელობაში არსებული შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.M.1 |
ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
LTE |
|
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiMax |
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
1.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F64, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად“.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F66, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350 მჰც ÷ 2382 მჰც სიხშირულ დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2026;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად“.
3.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია № F68, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
“ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2350მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად“.
შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს №N137 ლიცენზიით გაცემულ ნუმერაციის რესურსს: 1-0-7-5 (ერთი-ნული-შვიდი-ხუთი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა:
- შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ და ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის ერთობლივი განცხადება შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით;
- ინფორმაცია შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ საქმიანობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ პარტნიორის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ აბონენტთა ოდენობისა და შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირე-ბული პირების შესახებ;
- შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ პარტნიორის და წილის 100%-ის მფლობელის სს “სილქნეტის“ გადაწყვეტილება შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძეზე გასხვისების თაობაზე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“, ასევე შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ დირექტორის გიორგი გურაბანიძის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის 100%-ის შეძენის მსურველი ფიზიკური პირი ვასილ კობაიძე ამავე დროს წარმოადგენს:
- შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ წილის 65%-ის მფლობელს;
- შპს „ტექნონეტის“ წილის 100%-ის მფლობელს.
- შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ წილის 100%-ის მფლობელს;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||||
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
||||||
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||||
|
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
||||||
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
||||||
|
|
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
||||||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
||||||
|
|
WiFi |
||||||
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
||||||
|
|
მონაცემთა გადაცემა კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “ტელეკომპანია I სტერეო“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
|
შპს “ტელეკომპანია I სტერეო“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F65 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2300 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში;
ბ) გეოგრაფიული არეალი ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის მუნიციპალიტეტები;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 11.08.2016-მდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტექნონეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
|
WiFi |
შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რადიო კომპანია პირველი რადიო“ ფლობს:
კერძო მაუწყებლობის №B45 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო;
გ) მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 03.08.2024;
კერძო მაუწყებლობის №B46 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო;
გ) მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 20.04.2024;
კერძო მაუწყებლობის №B79 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო;
გ) მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 21.01.2025;
კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ მიერ საბითუმო საკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა: 2015 წელს 1,219,442 ლარი, ხოლო 2016 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით 441 696 ლარი. რაც შეეხება შპს „ტექნონეტს“, 2015 წელს და 2016 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით შემოსავლები არ უფიქსირდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის მიერ შეძენის შემთხვევაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ წილის ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის მიერ შეძენამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე შესვლისას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“, შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“ 100% წილის ფიზიკურ პირ ვასილ კობაიძის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ვაიმაქს ჯორჯიასათვის“ ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “ვაიმაქს ჯორჯიასათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. განემარტოს შპს “ვაიმაქს ჯორჯიას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “ვაიმაქს ჯორჯია“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
